ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მესხი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
3 მაისი, 2010


თოვა...

იქ. . .
სადღას . . .
შორს… . . .
იქ თოვს ეხლა
შენ იცი როგორ მიყვარს თოვა..
მე ვიცი როგორ გიყვარს თოვა …. . .
თოვა სიყვარულად… რამდენჯერ მითქვას ითოვეო ასე უჩუმრად….. . .
შენ კი მართლა ჩუმად თოვ…. . . 
თოვ ჩემში…. .. თოვ დაუკითხავად… . . . ნუ გაიკვირვებ თუ თოვაზე გესაუბრები ამ გაზაფხულში… . . .
მე ვიზაფხულებ მხოლოდ თოვისას გულიდან გულში . . .
იცი როგორ მიყვარხარ?  შენი იქ მყოფადობა მიყვარს.. .  ჩემიც აქ მყოფადობა … . . ..
მყოფადობა, რომელსაც ჭეშმარიტი მყოფადობა ქვია. . .
შენ შენ სიხარულთან. . . მე ჩემ სიხარულთან. . . და ისე გავს ეს სიხარულები ერთმანეთს, არ შეიძლება არ იგრძნო ,რომ ეს სიხარული ერთია  . .  ის იქ არის… . . . ის ჩემთან არის . . . და მე მისი ყოფნა მიყვარს შენთან.. . მე მისი ყოფნა მიყვარს ჩვენთან.. . .
შორს და ძალიან ახლოს გულში… . . .
იცი ამ ბოლო დროს ძალიან მიჭირს , ეჭვიანობა შემომეპარა და ასე მგონია სიხარული მპარავს შენ თავს… . . .  ჩვენი ზიარი სიხარული, რომელიც არასდროს არ ყოფილა ერთი… . . . მე ვეჭვიანობ .. . . და არ მიყვარს ასეთი ჩემი თავი , თავისუფლების გარეშე მოარული ამ საყაროზე….. . .
ჩემი სიხარული, მაშინ სიხარულობს ,შენ რომ იზარებ ღმერთის სიყვარულო…. . .
ნუ დამტოვებ მარტო…. . .  მარტოდ ადამიანი გემოს ვერ უსინჯავს სიხარულს …. . . მარტოდ ადამიანი მხოლოდ დიდი სიხარულში შეიძლება იყოს, მაგრამ  მივაღწევ კი იმ სიხარულს… . . . ასე სიარულში დაბნელდა თითქოს. . . . მომაშორე ეჭვიანობის ფარდა ,რომელიც სულზე შემომხვევია…. . . .
არ მინდა შენი სიახლოვე მხოლოდ ამას გთხოვ. . . მამყოფე შენ სიხარულში….  . .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ რურუა ვულოცავთ დაბადების დღეს