 | ავტორი: გიგა-47 ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 4 მაისი, 2010 |
ერთი სული მქონდა,როდის მივიდოდი შინ და გაგიმხელდით საიტის მეშვეობით თუ როგორი კმაყოფილი დავბრუნდი სამების საკათედრო ტაძრიდან,.. საერთოდ არ ვარ ამ მხრივ აქტიური,ანუ იშვიათად ვესწრები ხოლმე მსგავს საღამოებს,მაგრამ გადავწყვიტე მეგობართან ერთად წავსულიყავი იქ და ძალიან კარგადაც მოვიქეცი.. მოკლედ ცოტა შემაგვიანდა,მაგრამ ოდნავ მოგვიანებით დაიწყო საღამო,რომელიც გალობით გაიხსნა და შემდეგ ქალბატონმა იამ (გვარი არ მახსოვს,მომიტევეთ) დაწვრილებით დაგვიხასიათა პოეზიის რაობა,მამაოს შემოქმედება და შეგვამზადა წინასწარ საღამოსთვის.. იქვე ყველას შეეძლო ენახა მამაოს წიგნი,რომელსაც ლექსის სახელწოდება "პეტრე" ჰქვია და გაჟღენთილია უფლისა და სამშობლოს სიყვარულით.. მეც მომეცა შესაძლებლობა გადამეხედა კრებულისათვის, შემიძლია მოვიყვანო ეს ლექსი და თქვენც გაზიაროთ მას: გამომაღვიძა მამლის ყივილმა და პეტრე ტალღებს ესროდა ბადეს, სული ჯვარს აცვა რამე ტკივილმა და საიდუმლო ქვესკნელში ჩადეს. განთიადამდე დრო იყო კიდევ, მაგრამ სარკმელთან წუხდა მამალი. ცრემლებით მინდა სინანულს ვმკიდე, ვერ მოვამზადე ცოდვის წამალი, ბადეს ამოყვა კიდობნის ძელი, პეტრე კი თევზებს ღიმილით თვლიდა, ვერ შევაშველე ბორკილი ხელი, განთიადამდე გულდასმით წვიმდა. პეტრემ რომ ბადე მიაგდო გვერდზე, მე ავედევნე უცხო ნაპირებს, მერე მახვილი ვიგრძენი მკერდზე, არ ვიცი ახლა ის რას აპირებს. სამგზის უარყო მოძღვარი მისი, სულში აყივლდა პეტრეს მამალი, უფალთან დგომის კვლავ გახდა ღირსი, პეტრე,მომეცი შენი წამალი, ნაპირთან ბადე ცრემლით შევკერე, და წამოდგომის ვიგრძენი გემო, არ მინდა მამლის ყივილის მერე, მერეც უარგყო იესო ჩემო...
ყოველი ლექსიდან იმხელა სითბო და სიყვარული იღვრებოდა რომ ნებისმიერის წაკითხულს (და არა მხოლოდ პოეტის) ჩაწვდებოდა და გაიგებდა ჩვეულებრივი მსმენელი.. უამრავი სტუმარი ესწრებოდა საღამოს,სასულიერო პირების ჩათვლით,რამოდენიმემ საკუთარი ლექსიც კი მიუძღვნა მამა პეტრეს და ომახიანად წაიკითხა.. მომღერალი სოფო ხალვაშიც ესწრებოდა საღამოს და აღნიშნა,რომ სიამოვნებით იმღერებდა მამაოს ლექსზე შექმნილ სიმღერას; დამამახსოვრდა მამა თეოდორე გაგნიძის გამოსვლა რომელმაც ნათლად ისაუბრა სასულიერო ცხოვრების შესახებ და აღნიშნა რომ ყველანაირი ხელოვნება ავსებს და ამდიდრებს ადამიანს,ისიც თქვა,თითოეულ მღვდელში ზის პოეტიო.. ასევე ბათუმიდან იყვნენ ჩამოსულნი პოეტები გენრი,როი,გიორგი გაბაიძე,რომლებმაც მშვენივრად წარმოაჩინეს ლექსების სათქმელი და დარბაზში ერთგვარი ემოცია შემოიტანეს,მათ ახლო მეგობრობა აკავშირებთ მამა პეტრესთან. სამწუხაროდ მე ვერ შევძელი გამოვსაუბრებოდი მათ,ჩემი და სიტუაციის "ისეთობის" გამო,მაგრამ სხვა საიტელებიც ვიცანი სურათებიდან,თეა თაბაგარს მივესალმე,(ცუდია რომ არ გიცნობთ ურაკელებო..) მამა პეტრეს მრავალშვილიანი ოჯახი ჰყავს და მის უმცროს და უფროს ვაჟიშვილსა და ქალიშვილსაც წააკითხა ლექსები(განსაკუთრებით პატარა ბიჭუნას წაკითხული მომეწონა,რომელშიც მეგრულ-ქართული სიტყვები ჭარბობდა და მგონი ძალიან ცოტამ თუ გაიგო,(მეც მეგრელი გახლავართ,კიკორია) სახლში წამოსვლა არ მინდოდა რადგან შემდეგ სხვა ბავშვებიც აგრძელებდნენ ლექსების კითხვას,და ალბათ უკეთესად გაგრძელდებოდა საღამო,მაგრამ უკვე ცხრა საათი ხდებოდა და მეგობარიც ადრე გამეპარა.. ძალიან კმაყოფილი დავრჩი და ემოციები ახლაც თან მსდევს,არ ვიცი როგორ წარმოვაჩეინე ეს შთაბეჭდილება მაგრამ მომიტვეთ თუ რამე გამომრჩა .. კიდევ ერთი ლექსი მომეწონა ძალიან,გულზე მომხვდა და არ შემიძლია, არ დავწერო: სოხუმო ჩემო ქალაქს ემოსა პერანგი წვიმის სისხლისფერ წვეთბს გაევსო მიწა, დღე იყო რაღაც ძალიან ცივი ცრემლებად იქცა უძირო მიწა და რძისფერ მთებზე მოწყენილ იებს ჩაატარებენ სულ სხვა ხელები ილორს მოვავლე თვალები მღვრიე და მივაბარე ზეცას ცხედრები დავემშვიდობე ბედიის ლოდებს კამანში სისხლი ამაოდ ვღვარე ამაზე მეტი რა უნდა მქონდეს ან როგორ დავთმო სამოთხის მხარე. საკენ-უბერი ქართველთა თხემი ამდენი ცოდვით დამძიმდა მიწა და იგვიანებს,სად არის გემი ან ვინ შეღება სისხლისფრად რიწა. ან ვინ ჩატეხა ხიდი ეგურის ვინ დაადუმა მოქვის ზარები. რისთვის გაყიდეს ხატი ჭედური ფრესკებს მოვავლე ცხელი თვალები.. ენგურს გადაღმა გაზაფხულია თუმცა არ ყვავის დამწვარი ნუში. ნამგალა მთვარეს სად არ უვლია, დიოსკურია ჩაუკრავს გულში.. ასე წამართვეს სიცოცხლის გემო დამუნჯდა ილორს დედო ზარები ისე ნუ მომკლავ უფალო ჩემო რომ არ მოვავლო სოხუმს თვალები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. შთამბეჭდავია,თქვენს სულში მზეა და მეც გამათბეთ,გმადლობთ!:) შთამბეჭდავია,თქვენს სულში მზეა და მეც გამათბეთ,გმადლობთ!:)
11. კარგი ხარ...:) კარგი ხარ...:)
10. პირველად ვიყავი პოეზიის საღამოზე, და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა... მამაო მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა, ყველასგან გამორცჩეული... პირველად ვიყავი პოეზიის საღამოზე, და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა... მამაო მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა, ყველასგან გამორცჩეული...
9. მამა პეტრე ერთ-ერთი უძლიერესია! სითბოთი და სიყვარულით არის გაჟღენთილი მისი ლექსები! მამა პეტრე ერთ-ერთი უძლიერესია! სითბოთი და სიყვარულით არის გაჟღენთილი მისი ლექსები!
8. მამა პეტრეს საღამოს შთაბეჭდილების აღქმა ძნელია, ის ალბათ, უფრო განვიცადეთ ინდივიდუალურად. მამაოს პატარა ვაჟი ჯერ ვერ კითხულობს ლექსებს, ოთხი თვისაა, მაგრამ იქ იყო, პატარა "ჯინსის" შრავალი ეცვა და მშვიდად იღიმებოდა...მერე ჩაეძინა კიდეც :) :) :) მამა პეტრეს საღამოს შთაბეჭდილების აღქმა ძნელია, ის ალბათ, უფრო განვიცადეთ ინდივიდუალურად. მამაოს პატარა ვაჟი ჯერ ვერ კითხულობს ლექსებს, ოთხი თვისაა, მაგრამ იქ იყო, პატარა "ჯინსის" შრავალი ეცვა და მშვიდად იღიმებოდა...მერე ჩაეძინა კიდეც :) :) :)
7. ვნანობ რომ დავაკლდი ამ საღამოს! სამაგიეროდ ამ ნაწერით საკმარისად ავინაზღაურე დანაკარგი:)555 ვნანობ რომ დავაკლდი ამ საღამოს! სამაგიეროდ ამ ნაწერით საკმარისად ავინაზღაურე დანაკარგი:)555
6. ძალიან კარგი იყო... დაუტეველი...
ძალიან კარგი იყო... დაუტეველი...
5. ძალიან, ძალიან გრანდზიოული იყო .... ასეთი სასიამოვნო დღე კაი ხანია არ მქონია ... თან რა ხალხი გავიცანი, რა ხალხი ... გაიხარეეთ !
ძალიან, ძალიან გრანდზიოული იყო .... ასეთი სასიამოვნო დღე კაი ხანია არ მქონია ... თან რა ხალხი გავიცანი, რა ხალხი ... გაიხარეეთ !
4. სანამ წავიკითხავდე, მანამდე გადმოვანთხევ ჩემს ემოციასაც აქვს. ძალიან ვისიამოვნე და წარმოუდგენლად ბედნიერი მივედი სახლში. ფორუმზე ავტვირთავ ვიდეოებს რაც მოვახერხე, რომ გადამეღო. სანამ წავიკითხავდე, მანამდე გადმოვანთხევ ჩემს ემოციასაც აქვს. ძალიან ვისიამოვნე და წარმოუდგენლად ბედნიერი მივედი სახლში. ფორუმზე ავტვირთავ ვიდეოებს რაც მოვახერხე, რომ გადამეღო.
3. ეტყობა ძალიან კარგი საღამო იყო, ჩემი მეგობარიც იყო და აღფრთოვანებული დაბრუნდა... :) ეტყობა ძალიან კარგი საღამო იყო, ჩემი მეგობარიც იყო და აღფრთოვანებული დაბრუნდა... :)
2. დარწმუნებული ვარ, მართლაც საოცარი საღამო რომ იქნებოდა და შენი შთაბეჭდილებების გაზიარების მერე, უფრო დამწყდა გული ავტორო, რომ მანდ ვერ მოვხვდი.
გაიხარე შენა!
დარწმუნებული ვარ, მართლაც საოცარი საღამო რომ იქნებოდა და შენი შთაბეჭდილებების გაზიარების მერე, უფრო დამწყდა გული ავტორო, რომ მანდ ვერ მოვხვდი.
გაიხარე შენა!
1. ჯიგარიხარ ძმა შენ გაიხარე : )
კაი კაცი : ) ჯიგარიხარ ძმა შენ გაიხარე : )
კაი კაცი : )
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|