შეხედე, იაგო!
შეხედე, იაგო! განა არ გეცოდება ეს ხალხი? ხალხი, რომელიც ბრბოა და ერთმანეთის აზრს აყოლილი, ბრბო, რომლისთვისაც მთავარი სხვისი შეხედულებაა...
შეხედე, იაგო! როგორ შეიძლება არ შეგეცოდოს, ამდენი სულელი, რომლებიც ვერც კი ხვდებიან როგორ აყენებენ თავს ზიანს, ისინი ხომ მუდმივად წუწუნებენ იმაზე, რაც აქვთ, და უფრო მეტად ტირიან მაშინ, როდესაც ამასაც კარგავენ.
დააკვირდი, იაგო! როგორ ჭორაობს ბოღმით სავსე ერთი მეზობელი მეორეზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ის მდიდარია... და წარმოიდგინე როგორ გააკრიტიკებდა მას, ამ სიმდიდრის უქონლობის შემთხვევაში...
შეხედე, იაგო! ამ ქალბატონს ღარიბის დახმარება უნდა, ნელ-ნელა იღებს ფულს საფულიდან და აქეთ-იქით იცქირება... წამოდი, ვუთხრათ რომ უკვე შეამჩნიეს მისი სიკეთე და შეუძლია გასცეს მოწყალება... განა ეს დახმარებაა?
შეხედე, იაგო! კარგად დაუკვირდი ამ ჩიბუხიან კაცს, რომელიც თავისმა ძველმა ნაცნობმა გაქურდა, ძნელია არა? არადა, მას მუდამ ასეთ ხალხთან ურთიერთობა ერჩივნა, მათ ფონზე ხომ ყოველთვის პატიოსანი ჩანდა...
აბა, დაფიქრდი იაგო, როგორ შეიძლება უყურო ამ ხალხს და ისინი არ შეგეცოდონ, მითხარი, რომ შენც გებრალებიან ისინი! ვურჩიოთ რამე? არა, იაგო! ჩვენც ხომ ზუსტად ასეთები ვართ და ახლა ჩვენ საკუთარი თავი გვეცოდება.
მეორე წერილი იაგოს
ხელმეორედ გწერ, იაგო და ალბათ არც გიკვირს, ისევ იმავე თემაზე მსურს რაღაც გიამბო... გახსოვს, ერთხელ რომ გეწუწუნე ხალხის ყოფაზე?! რა ვქნა, თუ მე იმ პრობლებას ვგრძნობ ახლაც, იაგო...
იქნებ გგონია გამოსწორდა რამე ამქვეყნად? სიკეთისკენ გზას ხალხმა დღემდეც კი ვერ მიაგნო... თუმცა, რას ვამბობ, სხვის სიკეთეს კიდევ ვინ ჩივის, საკუთარ სულზეც არ ფიქრობენ უკვე, იაგო...
მე ერთი არ ვარ, ვინც ამაზე ასე საუბრობს, იმაზეც ვფიქრობ, ჩვენ დაგვღუპა უფრო, იმან რომ - მიზეზის ძებნა სხვაში უფრო ადვილია და სიადვილეა, რომ გვიზიდავს ყველას, იაგო...
ჩაბეჭდილი გვაქვს გონებაში ერთი რაღაცა - სამაგიერო ბოროტება ყველას მივაგოთ, რადგან სიკეთის დაბრუნება რთული ყოფილა, მოდი, ჩვენც ნუღარ ვითამაშებთ მეტად, იაგო...
ცხოვრების მოკლე და ასე რთულ ვიწრო ბილიკზე ზოგჯერ ფიქრისთვის შევისვენოთ, მერე ვიაროთ... ადამიანის გამოუცნობ ველურ ბუნებას ჩვენ ვერასოდეს ვერ ამოვხსნით, ვერა, იაგო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. მახსოვს ორივე:) მოგიკითხე მთელი სითბოთი მახსოვს ორივე:) მოგიკითხე მთელი სითბოთი
13. მშვენიერი ლექსებია. მოიტანა ის მთავარი განცდა თუ დაფიქრება, რაც უნდა მოეტანა. ცხოვრების მოკლე და ასე რთულ ვიწრო ბილიკზე ზოგჯერ ფიქრისთვის შევისვენოთ, მერე ვიაროთ... ადამიანის გამოუცნობ ველურ ბუნებას ჩვენ ვერასოდეს ვერ ამოვხსნით, ვერა, იაგო... ---- ეს განსაკუთრებით!
5555555
მშვენიერი ლექსებია. მოიტანა ის მთავარი განცდა თუ დაფიქრება, რაც უნდა მოეტანა. ცხოვრების მოკლე და ასე რთულ ვიწრო ბილიკზე ზოგჯერ ფიქრისთვის შევისვენოთ, მერე ვიაროთ... ადამიანის გამოუცნობ ველურ ბუნებას ჩვენ ვერასოდეს ვერ ამოვხსნით, ვერა, იაგო... ---- ეს განსაკუთრებით!
5555555
12. mec mkonda cakitxuli...
mec mkonda cakitxuli...
11. აბა, დაფიქრდი იაგო, როგორ შეიძლება უყურო ამ ხალხს და ისინი არ შეგეცოდონ, მითხარი, რომ შენც გებრალებიან ისინი! ვურჩიოთ რამე? არა, იაგო! ჩვენც ხომ ზუსტად ასეთები ვართ და ახლა ჩვენ საკუთარი თავი გვეცოდება
ცხოვრების მოკლე და ასე რთულ ვიწრო ბილიკზე ზოგჯერ ფიქრისთვის შევისვენოთ, მერე ვიაროთ... ადამიანის გამოუცნობ ველურ ბუნებას ჩვენ ვერასოდეს ვერ ამოვხსნით, ვერა, იაგო...
ჩვენი უჭკვიანესი ლიკა...ძალიან მომეწონა ორივე...ბრავო... გიორგობას გილოცავ და მისი მადლი გფარავდეს ლიკ :) :) ;) აბა, დაფიქრდი იაგო, როგორ შეიძლება უყურო ამ ხალხს და ისინი არ შეგეცოდონ, მითხარი, რომ შენც გებრალებიან ისინი! ვურჩიოთ რამე? არა, იაგო! ჩვენც ხომ ზუსტად ასეთები ვართ და ახლა ჩვენ საკუთარი თავი გვეცოდება
ცხოვრების მოკლე და ასე რთულ ვიწრო ბილიკზე ზოგჯერ ფიქრისთვის შევისვენოთ, მერე ვიაროთ... ადამიანის გამოუცნობ ველურ ბუნებას ჩვენ ვერასოდეს ვერ ამოვხსნით, ვერა, იაგო...
ჩვენი უჭკვიანესი ლიკა...ძალიან მომეწონა ორივე...ბრავო... გიორგობას გილოცავ და მისი მადლი გფარავდეს ლიკ :) :) ;)
10. არ მომწონს, სუსტია, თან ორი ლექსია ერთად და ვერ ჩამოვაყალიბებ ახლა რატომ და რისთვის მიუხედავად იმისა რომ მაქვს ამის კრიტერიუმები.
პ.ს საწყენად არ ვამბობ :) არ მომწონს, სუსტია, თან ორი ლექსია ერთად და ვერ ჩამოვაყალიბებ ახლა რატომ და რისთვის მიუხედავად იმისა რომ მაქვს ამის კრიტერიუმები.
პ.ს საწყენად არ ვამბობ :)
9. საინტერესო იაგო გყავს! :)
5 საინტერესო იაგო გყავს! :)
5
8. მომწონს ლიკა, არ მქნდა წაკითხული არცერთი და კარგია მომწონს ლიკა, არ მქნდა წაკითხული არცერთი და კარგია
7. ჩაბეჭდილი გვაქვს გონებაში ერთი რაღაცა- სამაგიერო ბოროტება ყველას მივაგოთ, რადგან სიკეთის დაბრუნება რთული ყოფილა, მოდი, ჩვენც ნუღარ ვითამაშებთ მეტად, იაგო... :)
მომეწონა :) ჩაბეჭდილი გვაქვს გონებაში ერთი რაღაცა- სამაგიერო ბოროტება ყველას მივაგოთ, რადგან სიკეთის დაბრუნება რთული ყოფილა, მოდი, ჩვენც ნუღარ ვითამაშებთ მეტად, იაგო... :)
მომეწონა :)
6. ადამიანის გამოუცნობ ველურ ბუნებას ჩვენ ვერასოდეს ვერ ამოვხსნით, ვერა, იაგო... . იაგო თურმე კაფიებშიც მაგარი ყოფილა. :)
ადამიანის გამოუცნობ ველურ ბუნებას ჩვენ ვერასოდეს ვერ ამოვხსნით, ვერა, იაგო... . იაგო თურმე კაფიებშიც მაგარი ყოფილა. :)
5. ეს რომელი იაგოა, მისი სახელობის ქალაქი რომ არის ჩილეში? :) ეს რომელი იაგოა, მისი სახელობის ქალაქი რომ არის ჩილეში? :)
4. მეორე უფრო მომეწონა. უფრო კიარა, ბევრად :) მეორე უფრო მომეწონა. უფრო კიარა, ბევრად :)
3. პირველი ვიცოდი, მეორე არ მახსოვს, თუმცა მე პირველი უფრო მომწონს :) მაგრამ... ლიკა აი სხვები კიდევ უფრო მეტად მომწონს ამ ორივეზე :) პირველი ვიცოდი, მეორე არ მახსოვს, თუმცა მე პირველი უფრო მომწონს :) მაგრამ... ლიკა აი სხვები კიდევ უფრო მეტად მომწონს ამ ორივეზე :)
2. არ ცდებით... ორივე ლექსი ძველია, უბრალოდ ახლა ამ ნიკით ორივე ერთად დავდე. :) არ ცდებით... ორივე ლექსი ძველია, უბრალოდ ახლა ამ ნიკით ორივე ერთად დავდე. :)
1. მახსოვს ეს ლექსი? თუ ვცდები? კარგი კია და! 555 მახსოვს ეს ლექსი? თუ ვცდები? კარგი კია და! 555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|