ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
7 მაისი, 2010


რადგან წარსულში

რადგან წარსულში
გვარში და ტომში
ორთაბრძოლები
ცდიდნენ მამაცებს,
მეც დავიღლები
სიტყვასთან ომში
მერე ლექსს ქართულ 
ჩოხას ჩავაცმევ..

და ერთი ბრძოლაც
იქნება ბოლო,
მაგრამ არ ვიცი,
რადგან, რომელი,
მე იმედებით
ვსულდგმულობ მხოლოდ,
თუმცა ერთ ღალატს
მაინც მოველი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები