ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2010


გახუნებულა გამქრალა


დღეს აღარ გაიგონება
"მიყვარხარ","მენატრებიო"
ან "თვალთა ჩემთა სიცოცხლევ"
ან "ციდან მოგეწვდებიო"
ან "შენთვის დაღამებული
შენთვისვე გავთენდებიო."

გახუნებულა გამქრალა
უძვირფასესი თვლებიო
ცუდი დრო უდგას სიყვარულს
უშრება წმინდა ზღვებიო.

***
ოთხივე მხრიდან მოისმი
ხან საით მივალ ხან საით
ცას შენი სითბო ახარებს
მიწას უხდები ძნასავით.

გონების ია მეგონე
ყოფილხარ გულის ვარსკვლავი.

***
სიცოცხლევ-დასაფიცარო
ჩაუმქრალ კელაპტრიანო
ხანდახან ისე მამღერებ
მტრებიც კი შემნატრიანო.

თქვენი მკრთალობა ვინა თქვა
სამოთხის მზევ და იანო
გულში ღმერთი და სამყარო
ერთმანეთს შეხარიანო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს