 | ავტორი: ქრისტიანნა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 9 მაისი, 2010 |
“ . . .ღამემ მოგონებებს სევდა შეაპარა, ბალიში ცრემლით იღვენთება. . .მე არ მძინავს, შენზე მეფიქრება ...იცი რა მინდა? იცი რა მინდა?! ჩემს გვერდით იყო, მაგრად გყავდე გულში ჩაკრული და ლამაზ სიტყვებს მეუბნებოდე... შენ ხომ გიყვარდა ჩემი სიცილი,ჩემი კოცნა და ჩემი გაბრაზებაც კი, და ხშირად მაბრაზებდი ხოლმე... ძნელია ვინმეს გავუზიარო ჩემი შენდამი სიყვარული და სითბო. . . . მე სიტყვები არ მყოფნი,… ზოგი ეჭვის თვალით შემომხედავს - ხომ არ აზვიადებსო, სიტყვებს ძალა ეკარგებათ, შენ აღუწერელი ხარ. . . აუღწერელია ჩვენი სიყვარული. დიდი ხანია შენი დანახვის სიხარულს ჩემს სახეზე არ გამოუნათებია, ჩემი გრძნობა ვერ აღმიწერია, ეს დიდი გრძნობა იყო, ალბათ ასე ძალიან ამიტომ მიჭირს შენი დავიწყებ! ერთხელ გითხარი ყველაზე მეტად შენ მომენატრე-მეთქი, იჭვნეულად შემომხედე და ჩამეხუტე. მაშინ ყველაზე მეტად სწორედ შენ მენატრებოდი. უკანასკნელ გზაზე შენთან ერთად ვიყავი და ასე მეგონა სამყაროს დასასრული დადგა . მარტი რომ დადგა, ცრემლი მომადგა თვალზე და სევდა მომაწვა, გული თითქოს პირამდე ამევსო და სუნთქვა შემეკრა. გავიფიქრე, მოვიდა გაზაფხული და შენ ამქვეყნად აღარ ხარ! ბაღში ვიყურები, ალუჩები და ატმები თეთრადაა გადაპენტილი. . . და ახლა, როცა სიცოცხლე ასეთი მშვენიერია, შენ ცოცხალი აღარ ხარ, მე კი ცრემლები მახრჩობს. . . . . . . . . დრო არავის ელოდება.! მიქრის სინათლის სისწრაფით. შენი დაკარგვით გაჩენილ უფსკრულს ვერავინ ამივსებს. და მე ისევ ყველაზე ძალიან მენატრები და მიყვარხარ ლუკა. . . . . . . . . . . . . . . “
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. es wavikitxe ars :) es wavikitxe ars :)
5. :) :) ხალხო, ვიცი, რომ ლიტერატურულად შეიძლება ფასეული არც იყოს, უბრალოდ მიყვარს ასეთი რაღაცეების წერა! გაიხარეთ! მიხარია, რომ თქვენ ხანდახან მიზიარებთ თქვენს მოსაზრებას! :) :) :) ხალხო, ვიცი, რომ ლიტერატურულად შეიძლება ფასეული არც იყოს, უბრალოდ მიყვარს ასეთი რაღაცეების წერა! გაიხარეთ! მიხარია, რომ თქვენ ხანდახან მიზიარებთ თქვენს მოსაზრებას! :)
4. უხ, შე მაიმუნო, მეთქი ვსოოო... :) შეიძლება, იმდენად ფასეული არაა ლიტერატურული კუთხით, მაგრამ ტკივილიანია, განცდიანია :) უხ, შე მაიმუნო, მეთქი ვსოოო... :) შეიძლება, იმდენად ფასეული არაა ლიტერატურული კუთხით, მაგრამ ტკივილიანია, განცდიანია :)
3. :( დამასევდიანე... :( დამასევდიანე...
2. დავიჯერო ასე დამაჯერებლად დავწერე? :) მადლობ. დავიჯერო ასე დამაჯერებლად დავწერე? :) მადლობ.
1. ადამიანურად თანაგიგრძნობ. ადამიანურად თანაგიგრძნობ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|