მშვიდობიან მიტინგს ”დაშლა დაუპირეს”, თქვენ გგონიათ, მართლა პოლიგონია?... ვაი, ტანკქვეშ გათელილო საქართველო, ეს რამდენი ყვავილები გქონია!!!
ტანკებს უკან ჯარი მოჰყვა დაგეშილი, თქვენ კი ისევ თქვენს სიმღერებს მღეროდით!!! ”დამსხდართ ხელს არ გვახლებენო” - თუ იფიქრეთ, შეწყალებას ჯალათისგან ელოდით?!!!
”ქალი ვარ და ჩემზე ხელს ვერ აღმართავსო! ქალთან ბრძოლა ვაჟკაცს არ ეკადრება!”....... ... და თბილისის არტერიულ მაგისტრალზე სისხლის სუნი იგრძნეს ბერმა ჭადრებმა!...
ვერ დაგიცვათ, დაგიფარათ ვერც ქალობამ და ვერც თქვენმა თოვლისფერმა ხალათმა... ქართველობა დაგდოთ ბრალად უგუნურმა, ნამუსზე ხელჩაქნეულმა ჯალათმა!!!
სისხლისმსმელებს, პირსისხლიან არაკაცებს ქართველთ სისხლი, იქნებ, შერჩათ, - ჰგონიათ?!... ვაი, ნიჩბით დაჩეხილო საქართველო, ეს რამდენი ყვავილები გქონია!!!
უმანკოთა სისხლით მორწყულ ქართულ მიწას ქლორიანი წყლით მორეცხავთ გგონიათ? მაშინ, თურმე, არ გცნობიათ ქართველები, ქართულ გენზე არც რა გაგიგონიათ!!!
მალე მუშტად შეიკვრება ქართველობა, გააღვიძებს სულში მძინარ გოლიათს... დღეს კი... ცრემლებშეუმშრალო საქართველო, ეს რამდენი ყვავილები გქონია!!! 26.04.89
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
33. უჰ.. ბოღმა მახრჩობს ხოლმე იმ კადრების ყურებისას..
უჰ.. ბოღმა მახრჩობს ხოლმე იმ კადრების ყურებისას..
32. ვაი, ტანკქვეშ გათელილო საქართველო, ეს რამდენი ყვავილები გქონია!!!
5 5 5 5 5 ვაი, ტანკქვეშ გათელილო საქართველო, ეს რამდენი ყვავილები გქონია!!!
5 5 5 5 5
31. ეს არ მქონდა წაკითხული...:) იმოქმედა ძალიან...555
ეს არ მქონდა წაკითხული...:) იმოქმედა ძალიან...555
30. ბავშვობის თვალი ააცრემლა ხელში ტიტებმა გულს ლავასავით ამოხეთქა გრძნობის რითმებმა სანთლის დანთება მე ცხრა აპრილს გამიხდა წესად გულის ნადების გადმოცემა დავიწყე ლექსად
ბავშვობის თვალი ააცრემლა ხელში ტიტებმა გულს ლავასავით ამოხეთქა გრძნობის რითმებმა სანთლის დანთება მე ცხრა აპრილს გამიხდა წესად გულის ნადების გადმოცემა დავიწყე ლექსად
29. 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნა და არდავიწყება იყოს!!! ღმერთმა აცხონოს მათი სულები!!! 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნა და არდავიწყება იყოს!!! ღმერთმა აცხონოს მათი სულები!!!
28.
რა დიდებულად ნაწერია!
ძალიან ტკივილიანი!
5 ქულა თამარს!!!
წარმატებები, წინსვლა!!!
რა დიდებულად ნაწერია!
ძალიან ტკივილიანი!
5 ქულა თამარს!!!
წარმატებები, წინსვლა!!!
27. პირდაპირ გულში მირტყავს ეს ლექსი ! პირდაპირ გულში მირტყავს ეს ლექსი !
26. სისხლისმსმელებს, პირსისხლიან არაკაცებს ქართველთ სისხლი, იქნებ, შერჩათ, - ჰგონიათ?!... ეჰ, შერჩათ და მეტიც დაამატეს. :( სისხლისმსმელებს, პირსისხლიან არაკაცებს ქართველთ სისხლი, იქნებ, შერჩათ, - ჰგონიათ?!... ეჰ, შერჩათ და მეტიც დაამატეს. :(
23. რითმისთვის დანაშაული არა არის ჩემო კეთილო ადამიანო!!! ქართველო ქალო!!! ვიცი არ ვცდები!!! გაიხარე!!! ტკივილია ჩემთვის საქართველო და სიხარულიც!!! რითმისთვის დანაშაული არა არის ჩემო კეთილო ადამიანო!!! ქართველო ქალო!!! ვიცი არ ვცდები!!! გაიხარე!!! ტკივილია ჩემთვის საქართველო და სიხარულიც!!!
22. თვალწინ გამიარა 9 აპრილმა, მაგრამ იქ არ ვყოფილვარ. ერთ მუშტად შეკრული საქართველო. . . მინდა რომ ვნახო. ძალიან კარგი ადამიანი ბრძანდებით :) თვალწინ გამიარა 9 აპრილმა, მაგრამ იქ არ ვყოფილვარ. ერთ მუშტად შეკრული საქართველო. . . მინდა რომ ვნახო. ძალიან კარგი ადამიანი ბრძანდებით :)
21. გამახსენდა წარსული გამახსენდა წარსული
20. საქართველოს მშფოთვარე ჭირისუფალი ... უდიდესი პარივისცემით ჩემო თამარ ამ სათაურით წიგნიცაა ანის აჩუქა დოდო ჭიჭინაძემ,იქ მარტო დოდზეა საუბარი (თვალი გადავავლე) არა და ამის ჩამონათვალი უნდა იყოს ჩემი აზრით შენც მათ შორის მომეაზრები თამარ უფ რამდენი დამიწერია :-) პატივისცემით მანჩი საქართველოს მშფოთვარე ჭირისუფალი ... უდიდესი პარივისცემით ჩემო თამარ ამ სათაურით წიგნიცაა ანის აჩუქა დოდო ჭიჭინაძემ,იქ მარტო დოდზეა საუბარი (თვალი გადავავლე) არა და ამის ჩამონათვალი უნდა იყოს ჩემი აზრით შენც მათ შორის მომეაზრები თამარ უფ რამდენი დამიწერია :-) პატივისცემით მანჩი
19. ძალიან მტკივნეული,თამარ. ძალიან მტკივნეული,თამარ.
18. მალე მუშტად შეიკვრება ქართველობა, გააღვიძებს სულში მძინარ გოლიათს... დღეს კი... ცრემლებშეუმშრალო საქართველო, ეს რამდენი ყვავილები გქონია!!!
5. მალე მუშტად შეიკვრება ქართველობა, გააღვიძებს სულში მძინარ გოლიათს... დღეს კი... ცრემლებშეუმშრალო საქართველო, ეს რამდენი ყვავილები გქონია!!!
5.
17. ამ თემას გვერდს ვერ ავუვლით... თამარ,ვაი, რომ ამ თემას გვერდს ვერ ავუვლით... თამარ,ვაი, რომ
16. თამარ, მახსოვს ეს ლექსი და პირველწაკითხვის ემოციაც! ...და მგონი, ამ ლექსით შემიყვარდით თავიდან :) თამარ, მახსოვს ეს ლექსი და პირველწაკითხვის ემოციაც! ...და მგონი, ამ ლექსით შემიყვარდით თავიდან :)
15. ეეჰ,არავინაა სკაიპშიც... ეეჰ,არავინაა სკაიპშიც...
14. გეფერებით.კიდევ შემოვიჭყიტავ... გეფერებით.კიდევ შემოვიჭყიტავ...
13. ვაი, ტანკქვეშ გათელილო საქართველო, ეს რამდენი ყვავილები გქონია!!!
თამარ,მაშინაც და ახლაც...:) ვაი, ტანკქვეშ გათელილო საქართველო, ეს რამდენი ყვავილები გქონია!!!
თამარ,მაშინაც და ახლაც...:)
12. ეეჰ შერჩათ და ეგაა ღმერთმა ქნას შეიკრას მუშტად როგორც ცხრა აპრილის მერე შეიკრა და კიდევ ( რა ამლექსთან მოსატანია და ) კარლ-ცეისთან დინამოს მოგებისას
ლექსი კი მშვენიერია 10 ქულა ეეჰ შერჩათ და ეგაა ღმერთმა ქნას შეიკრას მუშტად როგორც ცხრა აპრილის მერე შეიკრა და კიდევ ( რა ამლექსთან მოსატანია და ) კარლ-ცეისთან დინამოს მოგებისას
ლექსი კი მშვენიერია 10 ქულა
11. თამრიკო ძალიან კარგი ხარ! თამრი, ჯიში რომ ჩასვა ლათინური გენის მაგიერ. თამრიკო ძალიან კარგი ხარ! თამრი, ჯიში რომ ჩასვა ლათინური გენის მაგიერ.
10. ნამდვილად მტკივნეულია
ნამდვილად მტკივნეულია
9. მტკივნეულია, მძიმე.. 4-ის ვიყავი მაშინ... მტკივნეულია, მძიმე.. 4-ის ვიყავი მაშინ...
8. მშვიდობიან მიტინგს ”დაშლა დაუპირეს”, თქვენ გგონიათ, მართლა პოლიგონია?... ვაი, ტანკქვეშ გათელილო საქართველო, ეს რამდენი ყვავილები გქონია!!!
:(
მე უბრალოდ, მიყვარს შენი ლექსები!... მშვიდობიან მიტინგს ”დაშლა დაუპირეს”, თქვენ გგონიათ, მართლა პოლიგონია?... ვაი, ტანკქვეშ გათელილო საქართველო, ეს რამდენი ყვავილები გქონია!!!
:(
მე უბრალოდ, მიყვარს შენი ლექსები!...
7. მე პატარა ვიქნებოდი მაგ დროს ხო თამარ? 27 სექტემბერი გამიგონია წელი კი რა ვიცი ოფიციალურად 91 გამოცხადდაო თუ რაღაცას მოვკარი ყური მე პატარა ვიქნებოდი მაგ დროს ხო თამარ? 27 სექტემბერი გამიგონია წელი კი რა ვიცი ოფიციალურად 91 გამოცხადდაო თუ რაღაცას მოვკარი ყური
6. ვაი, ტანკქვეშ გათელილო საქართველო, ეს რამდენი ყვავილები გქონია!!!
ეს ზაან... მაგრამ ის ქართველობა მუშტატ შეიკვრება ეგ არ არსებულია თამარ:) ბიიიი და კიდევ მომენატრე:) 5 ვაი, ტანკქვეშ გათელილო საქართველო, ეს რამდენი ყვავილები გქონია!!!
ეს ზაან... მაგრამ ის ქართველობა მუშტატ შეიკვრება ეგ არ არსებულია თამარ:) ბიიიი და კიდევ მომენატრე:) 5
5. კი, მედო და მერე წავშალე! ეს ლექსი ყვავილების გადატანის დღეს დაიწერა, როცა ძალიან ბევრი ხალხი სერიოზულად მოიწამლა ყვავილებში ჩალექილი საწამლავით და მათ შორის – მეც! "ხეებზე გაკრული ლექსები"... ეს ლექსიც იყო გაკრული ხეზე, პიონერთა სასახლის წინ... მე 9 აპრილი დღესაც იმ ტკივილით მტკივა, როგორც მაშინ! კი, მედო და მერე წავშალე! ეს ლექსი ყვავილების გადატანის დღეს დაიწერა, როცა ძალიან ბევრი ხალხი სერიოზულად მოიწამლა ყვავილებში ჩალექილი საწამლავით და მათ შორის – მეც! "ხეებზე გაკრული ლექსები"... ეს ლექსიც იყო გაკრული ხეზე, პიონერთა სასახლის წინ... მე 9 აპრილი დღესაც იმ ტკივილით მტკივა, როგორც მაშინ!
4. ლამაზია თამ პირველი სტროფი განსაკუთრებით:(( ლამაზია თამ პირველი სტროფი განსაკუთრებით:((
3. მეც მახსოვს ეს ლექსი. მე 5 წლის ვიყავი. ის ღამე მაინც მახსოვს. მეც მახსოვს ეს ლექსი. მე 5 წლის ვიყავი. ის ღამე მაინც მახსოვს.
2. ათი წლის ვიყავი 1989 წლის ცხრა აპრილს ... ყოველთვის მტკივა და მეტირება, კარგად მახსოვს ეგ დღე და არასდროს დამავიწყდება :( ათი წლის ვიყავი 1989 წლის ცხრა აპრილს ... ყოველთვის მტკივა და მეტირება, კარგად მახსოვს ეგ დღე და არასდროს დამავიწყდება :(
1. მევე მინდა ვაღიარო, რომ "რამდენი ყვავილები" არ არის სწორი ფორმა! უნდა იყოს "რამდენი ყვავილი"... მაგრამ, ლექსის რიტმი ირღვეოდა და... შემინდეთ ეს დანაშაული! მევე მინდა ვაღიარო, რომ "რამდენი ყვავილები" არ არის სწორი ფორმა! უნდა იყოს "რამდენი ყვავილი"... მაგრამ, ლექსის რიტმი ირღვეოდა და... შემინდეთ ეს დანაშაული!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|