ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გივი ჩიღვინაძე
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2010


ნუგეში

                            შ-ს

შენთან შეხვედრა, ალბათ, მიშველის,
სხივთა შეკრებას დავიწყებ ისევ,
შენ გადმოივლი მთებს, როგორც შველი
და აღარ წახვალ დავიწყებისკენ.
ვერ მოვინატრებ მთათა მაღალთა,
სანამ გული არ გამიმრთელდება,
მე შენს ძებნაში შემომაღამდა,
და შენი ნახვით გამითენდება.
ამ ღამის ბინდი ჩემი დარდია,
ნისლი სევდაა, მთვარე - იმედი,
ახლა ღრუბლებზე აღარ დადიან,
მხოლოდღა ერთი მე ვაპირებდი.
ვაპირებდი და შენთანღა ვაჩენ
იმ სურვილების ახალ აისებს,
მე ლაჟვარდების ცქერას შეგაჩვევ,
შენ შორი გზები გამიხალისე...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები