| ავტორი: ქა_რთველი ჟანრი: იუმორისტული 12 მაისი, 2010 |
ქვემოთ მოყვანილია პრეპარატები, რომლებსაც აფთიაქში ვერ წავაწყდებით, მაგრამ ისინი ფართოდ გამოყენებადია საზოგადოებაში.
1. სექსი (ფასი: -500$-დან 500$-მდე)
გამოიყენება ღრმა დეპრესიისა და მძიმე სტრესის მოსახსნელად. ხსნის მოუსვენრობას. იწვევს წონაში დაკლებას, რამდენიმე გრამით - მყისიერად, ხოლო თვალსაჩინო შედეგს გვაძლევს რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში. მაღალეფექტურობისათვის მიზანშეწონილია პრეპარატი მიიღოთ სასურველ ადამიანთან ერთად.
დოზირება - რაც მეტი მით უკეთესი.
გვერდითი მოვლენები - ჩქმეტა, პორჭყვნა, სრესვა და სხვა 2-ზე ნაკლები ან ტოლი მარცვლიანი სიტყვები.
უკუჩვენება – ნაადრევი ორსულობა.
შენიშვნა: პრეპარატის მიღება არასასურველია მარტო ყოფნის დროს. თუ ამას მაინც გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ ნამდვილად მარტო ხართ.
2. სიგარეტი (ფასი: “სპასიბა ბრატ”-დან 10 ლარი+ხურდა დაიტოვე-მდე)
გამოიყენება საჩვენებელი და შუა თითის განსაცალკევებლად.
დოზირება – რაც მეტი მით უარესი.
გვერდითი მოვლენები - არამწეველთა უკმაყოფილება.
უკუჩვენება – კბილებისა და თითების გაყვითლება, მარჯვენა და მარცხენა ფილტვების გაშავება, სახის ნაკვთების გაუფერულება.
შენახვის წესი - პრეპარატი ინახება სპეციალურ კოლოფში.
3. ღვინო (ფასი: შეუფასებელი)
გამოიყენება გულიდან ნაღველის გასაფანტად. მიიღება სხვადასხვა მოცულობის ჭიქით, ფიალით, ყანწით, ჭინჭილით, დოქით, ძაბრით, კრამიტით, თოფით, ხორცის მანქანით, ლამფის შუშით, გატეხილი ნათურით, სოსკაწამოცმული ბოთლით, ფეხსაცმლით ან ასე შემდეგ. იწვევს პრეპარატი №1-ის მიღების მოთხოვნილებას და ართულებს მის მიღებას (აქ გაითვალისწინეთ პრეპარატი №1-ის შენიშვნა).
დოზირება - ნუ დალევთ ბოლო ჭიქას.
გვერდითი მოვლენები - დუდუკი, ქალები.
უკუჩვენება - დოზირების გათვალისწინების შემთხვევაში უკუჩვენება არ აქვს.
შენახვის წესი - ნუ გააჩერებთ ჭიქაში დიდ ხანს (დაასხი?! დალიე!).
4. დუდუკი (ფასი: 0) გამოყენება - 0. დოზირება - 0. გვერდითი მოვლენები - 0. უკუჩვენება - 0.
5. ტელევიზორი (ფასი: ასი ასირიული ასირი)
გამოყენება ანტენის შერჭობის ჟინის მოსაკლავად. ასევე, გართობის მიზნით, სხვადასხვა არხების საყურებლად.
დოზირება - დღე-ღამეში მაქსიმუმ 24 სთ.
გვერდითი მოვლენები - ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, როცა ანტენის შერჭობის ჟინის მოკვლისას, ანტენას პრეპარატის ნაცვლად შევარჭობთ მის გვერდით მდგომ პიროვნებას.
უკუჩვენება - აქვს მხოლოდ მაშინ, როცა პრეპარატი შებრუნებულია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
35. უკუჩვენება - დოზირების გათვალისწინების შემთხვევაში უკუჩვენება არ აქვს. საინტერესო იქნებოდა უკუჩვენების დაკონკრეტება დოზირების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ძალიან მომეწონა -5
უკუჩვენება - დოზირების გათვალისწინების შემთხვევაში უკუჩვენება არ აქვს. საინტერესო იქნებოდა უკუჩვენების დაკონკრეტება დოზირების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ძალიან მომეწონა -5
34. ისე რა...:) ისე რა...:)
33. ძალიან მაგარია :D +2 ძალიან მაგარია :D +2
32. :-) :-) დიდი ვერაფერი (ჩემთვის) :-) :-) დიდი ვერაფერი (ჩემთვის)
31. (ტელევიზორს) უკუჩვენება - აქვს მხოლოდ მაშინ, როცა პრეპარატი შებრუნებულია :)))))))
ვტოვებ აქ პრეპარატ ”კომენტარს.” დოზირება 1-დან 5 ქულამდე. გამოიყენება ტექსტის შეფასებისთვის. უკუჩვენება - უარყოფით ნიშნიანმა პრეპარატმა, პაციენტ-ავტორზე შესაძლოა დეპრესიულად იმოქმედოს. ამ შემთხვევაში უკუჩვენების საშიშროება გამორიცხულია:))))))) (ტელევიზორს) უკუჩვენება - აქვს მხოლოდ მაშინ, როცა პრეპარატი შებრუნებულია :)))))))
ვტოვებ აქ პრეპარატ ”კომენტარს.” დოზირება 1-დან 5 ქულამდე. გამოიყენება ტექსტის შეფასებისთვის. უკუჩვენება - უარყოფით ნიშნიანმა პრეპარატმა, პაციენტ-ავტორზე შესაძლოა დეპრესიულად იმოქმედოს. ამ შემთხვევაში უკუჩვენების საშიშროება გამორიცხულია:)))))))
30. ავტორი: ქა_რთველი ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 4 :) ავტორი: ქა_რთველი ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 4 :)
29. ჰუჰ ეს ნახე თურმე რა კარგად წერს... მაპატიეთ ჩემი ცუდი წარმოდგენისდა გამო :) +++ ჰუჰ ეს ნახე თურმე რა კარგად წერს... მაპატიეთ ჩემი ცუდი წარმოდგენისდა გამო :) +++
28. ამის წასაკითხად შემოვედი. ++ მაგარია. ამის წასაკითხად შემოვედი. ++ მაგარია.
25. დოზირება - ნუ დალევთ ბოლო ჭიქას. :D:D:D +2 დოზირება - ნუ დალევთ ბოლო ჭიქას. :D:D:D +2
24. უძლიერესია!!!! ასე კარგა ხანია აღარ მიცინია...შეგიძლიააააა და წერე არავინ გიშლის!!!! უძლიერესია!!!! ასე კარგა ხანია აღარ მიცინია...შეგიძლიააააა და წერე არავინ გიშლის!!!!
23. შენიშვნა: პრეპარატის მიღება არასასურველია მარტო ყოფნის დროს. თუ ამას მაინც გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ ნამდვილად მარტო ხართ. =)))))=)))))=)))))) შენიშვნა: პრეპარატის მიღება არასასურველია მარტო ყოფნის დროს. თუ ამას მაინც გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ ნამდვილად მარტო ხართ. =)))))=)))))=))))))
21. მაღალეფექტურობისათვის მიზანშეწონილია პრეპარატი მიიღოთ სასურველ ადამიანთან ერთად:))
ამ ნაწერზე მითხრეს წაიკითხე, კარგიაო, და არც შემცდარან, ბატონო ქართველო. მაღალეფექტურობისათვის მიზანშეწონილია პრეპარატი მიიღოთ სასურველ ადამიანთან ერთად:))
ამ ნაწერზე მითხრეს წაიკითხე, კარგიაო, და არც შემცდარან, ბატონო ქართველო.
20. :D :D :D სპასიბა ბრატ :P :D :D :D სპასიბა ბრატ :P
19. მაგარრრრიიიიიი55555555 მაგარრრრიიიიიი55555555
18. ელიტარული ბოზები 500ზე ნაკლებად დიდი ხანია აღარ იძლევიან? =)) =)) ელიტარული ბოზები 500ზე ნაკლებად დიდი ხანია აღარ იძლევიან? =)) =))
17. მაგარიაა ბრავოო +5. მაგარიაა ბრავოო +5.
16. აუ აქ კიდევ უნდა გავიცინო რა, :D ძალიან მაგარია :D აუ აქ კიდევ უნდა გავიცინო რა, :D ძალიან მაგარია :D
15. სიგარეტი (ფასი: “სპასიბა ბრატ”-დან 10 ლარი+ხურდა დაიტოვე-მდე)
გამოიყენება საჩვენებელი და შუა თითის განსაცალკევებლად.
მაგარია
სიგარეტი (ფასი: “სპასიბა ბრატ”-დან 10 ლარი+ხურდა დაიტოვე-მდე)
გამოიყენება საჩვენებელი და შუა თითის განსაცალკევებლად.
მაგარია
14. :D :D :D :D :D :D :D :D :D . სიგარეტი (ფასი: “სპასიბა ბრატ”-დან 10 ლარი+ხურდა დაიტოვე-მდე)
გამოიყენება საჩვენებელი და შუა თითის განსაცალკევებლად.
: ) ) ) ) ) :D :D :D :D :D :D :D :D :D . სიგარეტი (ფასი: “სპასიბა ბრატ”-დან 10 ლარი+ხურდა დაიტოვე-მდე)
გამოიყენება საჩვენებელი და შუა თითის განსაცალკევებლად.
: ) ) ) ) )
13. ხალხო წაიკითხეთ ყველამ !!! ძალიან იშვიათად იდება ასეთი კარგი იუმორისტული ნაწარმოებები ხალხო წაიკითხეთ ყველამ !!! ძალიან იშვიათად იდება ასეთი კარგი იუმორისტული ნაწარმოებები
12. ძაააან მაგარია საღოოოოოლ , კრეატიულია და განსხვავებული ძაააან მაგარია საღოოოოოლ , კრეატიულია და განსხვავებული
10. გვერდითი მოვლენები - ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, როცა ანტენის შერჭობის ჟინის მოკვლისას, ანტენას პრეპარატის ნაცვლად შევარჭობთ მის გვერდით მდგომ პიროვნებას.
მაგრა ვიცინე ..... მაგარია ... ჩემგან +2 ....
გვერდითი მოვლენები - ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, როცა ანტენის შერჭობის ჟინის მოკვლისას, ანტენას პრეპარატის ნაცვლად შევარჭობთ მის გვერდით მდგომ პიროვნებას.
მაგრა ვიცინე ..... მაგარია ... ჩემგან +2 ....
9. ბრავოოოოოოოოოო ბრავოოოოოოოოოო
8. მაგარია!!!!!!!!! :)))))))) შენიშვნა: პრეპარატის მიღება არასასურველია მარტო ყოფნის დროს. თუ ამას მაინც გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ ნამდვილად მარტო ხართ. :) :) :) :) :) :) :) ++++++++++++ მაგარია!!!!!!!!! :)))))))) შენიშვნა: პრეპარატის მიღება არასასურველია მარტო ყოფნის დროს. თუ ამას მაინც გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ ნამდვილად მარტო ხართ. :) :) :) :) :) :) :) ++++++++++++
7. პირველი პუნქტი რატოა ასე ძვირი? :-?
პირველი პუნქტი რატოა ასე ძვირი? :-?
6. =)) მეც კარგად ვიხალისე =)) მეც კარგად ვიხალისე
5. დუდუკი დაგიჩაგრიათ :))
5 ვიხალისე დუდუკი დაგიჩაგრიათ :))
5 ვიხალისე
4. ასი ასირიული ასირი :D :D :D :D :D :D :D :D ასი ასირიული ასირი :D :D :D :D :D :D :D :D
3. კარგია! 5 უკუჩვენება - აქვს მხოლოდ მაშინ, როცა პრეპარატი შებრუნებულია.
კარგია! 5 უკუჩვენება - აქვს მხოლოდ მაშინ, როცა პრეპარატი შებრუნებულია.
2. ბრავოოოოოოოოოოოო ბრავოოოოოოოოოოოო
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|