საცეცებით მიჭერდი...
ვცდილობდი შენგან გაქცევას, მაგრამ შენ მაინც მიჭერდი უხილავი საცეცებით. ვცდილობდი სხვებისთვის დამენახებინა ეს საცეცები, და ამით დამემტკიცებინა შენი სივერაგე, მაგრამ ვგრძნობდი რომ უკვე აღარ მიჭერდი, და ჩემი ნაწერიც ტყუილი მცდელობა იყო რაიმეს თქმისა. მერე მივხვდი რომ შენი მარწუხები მხოლოდ მაშინ მერტყმოდენ გარს, როცა სიკვდილის მეშინოდა. მტოვებდა ეს შიში და ისადგურებდა თავისუფლება. შენ, ჩემს გვერდით იყავი როგორც მოწილე ამ თავისუფლებისა, და ჩემი წილი თავისუფლების დათმობას მთხოვდი, რადგან შენ უკეთ შეგეძლო გემართა ჩვენი საერთო ქონება. მე არ დაგითმე ის რაც ჩემი მეგონა და საკუთარი ბედის განმკარგველად ვიქეც. რა ხრიკს აღარ მივმართე, რომ ზურგი მეჩვენებინა შენთვის. შენ კი პირსახით მიდგებოდი თვალწინ, მაშინაც კი როცა ვიფურთხებოდი.
ოდესღაც შენს ნიშანს ვატარებდი და მკერდს მალიმალ ეხებოდნენ წახნაგნი მისი. ერთ დღეს კი პურში გადავცვალე, ცოტა დავნაყრდი, და ცარიელ მკერდს თმის საფარი მოედო მყისვე, და ამ საფარმა მიიღო ფორმა შენი ნიშნისა,- ვერსად წაგიველ.
თვით უცხო ღმერთის სადღიგრძელოს როცა ვამბობდი, და ღვინით სავსე თასზე მედო ბაგეთა რკალი, მაინც სიფხიზლე მაწუხებდა, და ხუთ ადგილას მკვნეტდა, მჩხვლეტდა და მესობოდა ათასი ქარი და სისხლში მყოფი ყივჩაღობაც ისე მდიოდა, რომ ლამის ბოღმამ გამიყოლა... დარჩა ჭრილობა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. უკაცრავად მაგრამ, პოეზია არააო რითმა და რიტმი......პოეზია სულ სხა გაცდა და შეგრძნებაა სიტყვისა...მე აქ ეს ვიგრძენი..... და დიდი შინაგანი ბრძოლაა სულისა..... მომწონს ეს ბრძოლა როგორცა აქვს დახატული პოეტს..... :) უკაცრავად მაგრამ, პოეზია არააო რითმა და რიტმი......პოეზია სულ სხა გაცდა და შეგრძნებაა სიტყვისა...მე აქ ეს ვიგრძენი..... და დიდი შინაგანი ბრძოლაა სულისა..... მომწონს ეს ბრძოლა როგორცა აქვს დახატული პოეტს..... :)
8. ბოლო სტოფისთვის ვერ დავარქმევ ამას პოეზიას,მომიტევეთ ბოლო სტოფისთვის ვერ დავარქმევ ამას პოეზიას,მომიტევეთ
7. ეს რატომ არი პოეზია? ეს რატომ არი პოეზია?
6. სანდრო, შენ მე იმედი გამიცრუე :| არაა ეს კარგი ლექსი და არ გეკადრება შენ ! :| სანდრო, შენ მე იმედი გამიცრუე :| არაა ეს კარგი ლექსი და არ გეკადრება შენ ! :|
5. მე ეს მომწონს და ვინც რა უნდა ის თქვას! მე ეს მომწონს და ვინც რა უნდა ის თქვას!
4. ვერლიბრზე გადასულა ბიჭი.
P.S არც ისე კარგად. ვერლიბრზე გადასულა ბიჭი.
P.S არც ისე კარგად.
3. :) რისი თქმაც მინდოდა, ლალის დაუწერია. :) რისი თქმაც მინდოდა, ლალის დაუწერია.
2. თვით უცხო ღმერთის სადღიგრძელოს როცა ვამბობდი, და ღვინით სავსე თასზე მედო ბაგეთა რკალი, მაინც სიფხიზლე მაწუხებდა, და ხუთ ადგილას მკვნეტდა, მჩხვლეტდა და მესობოდა ათასი ქარი,
ნუ რა ვთქვა აი უმაგრესიაააააააააა ძმაო დროს გაუძლებს გულით გეუბნები+უსასრულობა თვით უცხო ღმერთის სადღიგრძელოს როცა ვამბობდი, და ღვინით სავსე თასზე მედო ბაგეთა რკალი, მაინც სიფხიზლე მაწუხებდა, და ხუთ ადგილას მკვნეტდა, მჩხვლეტდა და მესობოდა ათასი ქარი,
ნუ რა ვთქვა აი უმაგრესიაააააააააა ძმაო დროს გაუძლებს გულით გეუბნები+უსასრულობა
1. არ ვარდარწმუნებული რომ შუიდან ყველაფერი ზუსტად გავიგე. ანუ რაღაცეები ბუნდოვანია აქ ჩემთვის.
არ ვარდარწმუნებული რომ შუიდან ყველაფერი ზუსტად გავიგე. ანუ რაღაცეები ბუნდოვანია აქ ჩემთვის.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|