ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნიათამო
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2010


ლექსს გაუმარჯოს

  ლექსს გაუმარჯოს
  გრძნობების თოვას,
    და სიყვარულის
    სიტყვებით ქსოვას.
ლექსს გაუმარჯოს
დაწერილს გრძნობით,
შუაღამისას
ხელების თრთოლვით.
    ლექსს გაუმარჯოს
    ურითმოს სადას,
    გრძნობას რომ ამხელს
    ჭეშმარიტს, მართალს.
ლექსს გაუმარჯოს
გრძნობებით სავსეს.
გულს რომ გაგიღებს,
დარდს რო გიქარვებს.
    ლექსს გაუმარჯოს
    რომ გაგვანათლებს,
    შეპყრობილს წერით
    რომ დაგაღამებს.
ლექს გაუმარჯოს
სინათლით სავსეს
რომ დაგანახვებს
სამოთხის კარებს.
    ლექსს გაუმარჯოს
    და ლექსის ავტორს
    მისი რითმები
    ზოგჯერ რომ ათბობს
ლექსს გაუმარჯოს
გრძნობების თოვას,
და სიყვარულის
სიტყვებით ქსოვას......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები