ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2010


სუნთქვის არია

სახლიდან გასულს -
ნაბიჯები (ფირებად) მძიმე...
ვფრთხილობ.
გვერდს ვუვლი -
ვიწრო გზაზე დამრეც ქვაფენილს.
„ახლა სავალი გამიხდება - უფრო ირიბი“

გუშინ ორკესტრმა ვერ დაუკრა უდირიჟოროდ!
არიას როლი
ფორმალურად გაითავისა -
ფოთოლთა დასმა!
რომელთაც ახლაც ჩაესმოდათ სუნთქვის აკორდი.

რიყის ქვაფენილს
ფერი დაჰკრავს -  (ხუნდება მწვანე)
პულსი მერყეობს
(არითმიას შეცვლის - დუმილი)
ტირის პარტერი!
სცენას მტვერი აწევს ფენებად
საკმევლის სუნი აირია ნახშიროჟანგში...

დირიჟორი კი -
ორკესტს მართავს „სადღაც შორიდან“
და...
ჭორიკანა მეზობლები ირონიულად
სცენარის ბოლოს - ექოს ტემბრში წაიკითხავენ -
„ამ გაზაფხულზე ჩაიშალა სუნთქვის არია“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები