ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქა_რთველი
ჟანრი: იუმორისტული
18 მაისი, 2010


ჯინსი

-გამარჯობათ, ჯინსები გაქვთ?
-ჯინსების მეტი რა გვაქ, დახეული გინდათ, გახეხილი, აი ამოარჩიეთ
-არა, არა თქვენ ვერ გაიგეთ, მე ახალი მინდა, ფული პრობლემა არაა
-ახლები თუ გინდათ აქ არ არის ძონძებშია ახლები
-ძონძები იქნება რო წამოვა ხელუკუღმა
-რა გაჩხუბებთ ბატონო, ახლებია ესენი ყველა
-თქვენ რა ლაზღანდარობის ხასიათზე ხართ? როგორაა ახლები დახეულია სულ
-სპეციალურადაა დახეული, ესაა მოდაში ეხლა
-მოდაში ეხლა ალიყურია, გინდა?
-თუ გნებავთ მოიზომეთ თუ არადა წაბრძანდით
-კარგით მომეცით აბა.
-მიცემს
-ეს პატარა რო მაქ? არ მეტევა ამ შარვალზე.
-შარვალზე როგორ ჩაგეტევათ გაიხადეთ ეგ შარვალი
-რა უნდა გავიხადო, მე ყიდვა მინდა გაყიდვა კი არა
-დროებით გაიხადეთ, ჩაიზომეთ და ისევ ჩაიცვით მერე
-რას მელაპარაკები, სათამაშოდ მცალია ეხლა მე?
-ხომ უნდა მოიზომოთ, იქნებ პაატრა გაქვთ ან დიდი
-მოიცა, ჩემი ზომა არ გაქვთ? რაღას მაკარგვინებთ აბა დროს
-თქვენი ზომა უნდა იყოს წესით, მაინც მოიზომეთ ხომ კარგად გაქვთ
-რა წესებზე და კანონებზე მელაპარაკები, მე იურიდიულად მაქვს უფლება ჩემი ფულით რაც მომინდება ის შევიძინო
-შეიძინეთ მერე ბატონო, თუ გინდათ სულ ნუ გაისინჯავთ ისე იყიდეთ
-არ გავისინჯო ისე ვიყიდო? აა, ბრაკია და გინდათ შემომტყუოთ ხოოო
-არა რა ბრაკი, ნაღდი ლევისია
-აბა რატომ არ გინდაათ რომ გავისინჯო?
-გაისინჯეთ თუ გნებავთ, ხომ შემოგთავაზეთ თავიდანვე
-რო არ ჩამეტია ამ შარვალზე?
-შარვალზე ჯინსი როგორ ჩაგეტევათ ბატონო, გაიხადეთ ეგ შარვალი და ისე მოიზომეთ
-გავიხადო? და რო არ მომერგოს ეგ ჯინსი ტრუსიკით წავიდე სახლში?
-თუ არ მოგერგებათ ისევ თქვენი შარვალი ჩაიცვით
-რას ქვია ხან ერთი ჩავიცვა ხან მეორე, მოცლილი კი არ ვარ, არ მცალია სათამაშოდ
-მაშინ რაც გინდათ ის ქენით, აგერაა ჯინსები და რომელიც გინდათ იყიდეთ
-ყველაზე კარგი რომელია?
-ყველა კარგია, გემოვნებას გააჩნია, ზოგს რა მოსწონს ზოგს რა
-თუ ყველა კარგია ყველა მომეცით
-კი ბატონო მაგრამ რათ გინდათ ამდენი ჯინსი
-ისევ გამოგიჭირეთ, ე.ი. ყველა არაა კარგი ხოო?
-არა ყველა კარგია, მაგრამ ძირითადად ერთს ყიდულობენ ხოლმე
-რომელ ერთს?
-აი ამას, ამასაც, ამასაც ხშირად ყიდულობენ
-მოიცა ესენი გაყიდულია უკვე?
-არა იყიდება
-თუ არაა გაყიდული რა იცი რას ყიდულობენ?
-ასეთები ბევრი გვქონდა და გაიყიდა ბევრი, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს
-მაიცა მაიცა, გაყიდულს არ ატანთ და ისევ თქვენ იტოვებთ? ეგრე არ მაწყობს, მე მინდა თუ ვიყიდი წავიღო
-წაიღებთ აბა რა თუ იყიდით თქვენი იქნება
-და თუ არ ვიყიდი?
-მაშინ ჩვენი იქნება
-ვაა ეგრე რა გამოვიდა, თქვენ უპირატესობა გაქვთ მაგ თამაშში, ჩემი რო იყოს ფულის გადახდა მიწევს და თქვენ არა
-ჩვენ გადავიხადეთ უკვე ფული, ვიყიდეთ და ეხლა ვყიდით
-თუ იყიდით რაღას ყიდით, მაგარი რამე მოგიფიქრებიათ ჰაჰაჰა, თუ არ გინდოდათ რაღას ყიდულობდით
-ჩვენ იაფად ვყიდულობთ და ძვირად ვყიდით და ფული გვრჩება
-ვაა, და მე გინდათ დამაგოიმოთ? ძვირად რატო უნდა ვიყიდო, დამიკელი და ვიყიდი, ან მითხარი სად ყიდულობ იაფად
-არა ვერ დაგიკლებთ, ისედაც დავაკელით უკვე, ჩინეთიდან ჩამოგვაქ ესენი
-ჩინეთში ღირს იაფი?
-ხო ჩინეთში ღირს იაფი
-და ეხლა გინდათ ჩინეთში წავიდე ჯინსის საყიდლად? ეგრე ხო ორმაგი დამიჯდება
-ხოდა ჩვენგან იყიდეთ იაფად
-იაფად როგორ, წეღან არ თქვით ჩვენ ძვირად ვყიდითო?
-თქვენ რო იყიდოთ იმაზე იაფად და ჩვენ რო ვყიდულობთ იმაზე ძვირად
-მოიცა მოიცა, იაფიცაა და ძვირიც? ეგ როგორ? ყველა სიტყვაში გიჭერთ უკვე ხო ხედავთ. რათ გინდათ ეს მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი.
-რა გინდათ ბატონო თუ გინდატ ყიდვა იყიდეთ, თუ არ გინდათ ნუ იყიდით, ხომ არ გაძალებთ
-ამას უყურე ერთი, დამაძალებ და ხო იცი რაცაა მოდაში, თქვენ მე ჭკუას ნუ მასწავლით ვიყიდო თუ არა ჩემით გადავწყვიტავ
-გადაწყვიტეთ მერე, გელოდებით
-გადავწყვიტავ მე, თქვენ ნუ მაჩქარებთ, თუ მინდა დიდი ხანი ვიფიქრებ
-არ გაჩქარებთ იფიქრეთ
-როგორ არ მაჩქარებთ, გადაწყვიტე – გადაწყვიტე, გადაწყვიტე – გადაწყვიტე, თუ მინდა სულ არ გადავწყვიტავ
-ხომ უნდა გადაწყვიტოთ ყიდულობთ თუ არა, ან უნდა იყიდოთ ან არა, სხვა გზა არ არის
-არცერთს არ ვიზამ, ჩემი ნებაა, უყურე ერთი ამას
გაბრაზებული მიდის





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები