ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეტოჩკა ნეზვანოვა
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2008


ბოდვა

                                                                                                                          საქართველოს მათავარ სუზანდარს :D

აღსარება:

ღმერთო მე ვამბობ: რომ
ქურდი ვარ, მკვლელი, ჯალათი,
მე შემიძლია უმოწყალოდ ვცემო, ვიყვირო,
მე აღარ მიყვარს აღარავინ ამ პლანეტაზე
და ბევრი ჭრელი ტანსაცმელი მინდა ვიყიდო

შემოვიკარი  თავშალივით ქალაქის სევდა
ვარ მარტოდმარტო,
ყველა წვრილმანზე ვდაობ,
ვუთვლი მსოფლიოს ყველა კუთხეს საზარელ წყევლას
და მერე ყველა ფოთოლზე ვდარდობ. . .
გუშინ ვყვიროდი, განწირული, ვყვიროდი დედა,
შენ გიყვიროდი, მაგრამ არ მახსოვს რატომ…. . .

მე აღარა ვარ, მე არ ვყვირი, ეს მე არა ვარ
მე არ ვარსებობს, გავქრი უკვე დიდი ხანია,
მე დავმახაინჯდი
რატომ არ გჯერათ რომ დავმახინჯდი
აღარაფერი არ მიხარია…. . .

მიბჯენილი მაქვს ხელისგულები ქვესკნელის შუბლზე
და ვღელავ მხოლოდ
ვღელავ
ვღელავ და
დამესიზმრა სისხლიანი იყო თბილისი,
აზვირთულიყო მთავარ ქუჩაზე გვამების ხროვა,
ნიჩბებით ხვეტდნენ სველი მიწიდან უცხო კაცები
ყველა ხედავა, მარგამ ტირილი არავის სურდა,

მესიზმრა ვითომ მე ვიყავი ინკვიზიტორი,
დიდ ხაწნახელში ვწურავდი ცოცხალ ადამიანებს,
თან მეშინოდა, მეშინოდა,
ცას ვუყურებდი,
არ ვიღვიძებდი,
მე ვიყავი, იქ მე ვიყავი და
დამესიზმრა შვილამ მოკლა საბრალო დედა...…

დედა დავკარგე, უთავბოლო, ცხელ ლაბირინთში,
იყვნენ ობლები, მაგრამ მე სულ მარტო ვიყავი
და დავინახე, რომ არავინ აღარ მიგიღებს,
თუ არ ისწავლი.. რომ
უნდა ადგე,
უნდა თქვა რომ შენც შეგიძლია,

მე ისევ ვამბობ:
მე მინდა რომ გამოვიცვალო,
უნდა ვიბრძოლო მომაწოდეთ თოფი, ტყვიები,
რომ უმოწყალოდ დავახალო ჩემს ილუზიებს,
მე შემიძლია,
მე შევიცვლები

მე სამყარო ვარ,
ცენტრი დიდი განხეთქილების,
შემოდით მალე, ჩემს გარშემო მოგროვდით ყველა,
მინდა იხილოთ უდიდესი ტრანსფორმაცია, ჩემი და ჩვენი და
ვდგავარ ზღვართან,
აქ თითქოს არავინ არავის არ ჰგავს
და მაინც იმაზე ფიქრი მზარავს, რომ
არ შემიძლია?
და ვიწყებ,
გარდასახვისთვის ბრძოლა იწყება,
წივის ბოროტი ქარიშხარი, მინდა ავკუწო,
ჩამომაშორეთ თვალებიდან ჭრელი ცოდვები!!!
გამომშრალ მიწას ცივი წყალი უნდა ვაპკურო,

მე ფორმას ვიცვლი, ვიკრუნჩხები და ვქუცმაცდები,
ვიღლები, უკვე უმისამართოდ ვიქნევ ბლაგვ დანას,
ვფიქრდები, ნუთუ ისევ ისე ვიქნები?!
ისევ ვეცემი სამყაროს ზღავრთან . . . .
თქვენც, ყველანი აქ ხართ
მიყურებთ მაგრამ
კთხვებზე პასუხი არ გაქვთ,
ვგრძნობ რომ თანდათან გონებას ვკარგავ
მიწაზე ვწვები და მერე ყველანი ქრებით და მერე

. . . . . . . .. . . .

გადმოახოხდა ჩარაზულ ფანჯარას ფერადი ბავშვი,
ტანს უფარავდა მოიისფრო უცხო ნათება,
მძიმედ, კოჭლობით მოათრევდა დაჩეხილ სხეულს,
მაინც რატომრაც არ მებრალება,
რადგან  იცინის,
მაოცებს მისი მშვიდი ღიმილი,
მისი არც ის ბუნებრივი გამჭვირვალბება,
თავზე ჩურჩულით მადებს ციცქნა უთითო ხელებს
და მეპრანჭება,
,,დედა მიყვარხარ,
შენ ლამაზი ხარ, ყვალაზე დიდი,
მე მიხარია, რომ აქამდე ხოხვით მოხვედი,
მომკიდე ხელი, მე წაგიყვან ყველაზე მშვიდთან,
დაიმსახურე. . .…"
და ჩვენ მივდივართ
ვდგებით და
ვხვდები,  რომ თვალები მევსება ცრემლით,
მივდივარ,
აქედან მივდივარ,
შევძელი
შევძელი
შევძელი
ვყვირივარ და

მკერდიდან ავიხლიჩე ტაკლახის გუნდები და
სახლში ვბრუნდები
დედასთან ვბრუნდები………




შენიშვნა: იციიით?, რომ შუმერულად სიტყვა თავისუფლება არის ,,ამა არ გი" რაც სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც დედასთან დაბრუნება :)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები