ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მესხი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
19 მაისი, 2010


მე ვარ ... შენ ხარ...



არ ვიცი ამას რა ქვია, რამდენჯერ მიცდია მომეძებნა სახელი , რამდენჯერ მინდოდა მეთქვა სიტყვა…. სიტყვა , რომელსაც მხოლოდ სიტყვა ქვია…..
იცი როგორ დავიღალე , სული მომეღალა საკუთარ თავთან ბრძოლაში. . .
ის არ გაძლევს უფლებას დაეცე, სულ ერთი წუთით მაინც იგრძნობ , რომ აქ არის და მერე ეს წუთები გექნება საძებარი…..

გაგახსენდება სიტყვები : “მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო ტვირთმძიმენო და მე მოგასვენებთ თქვენ.”

არადა ჩემი ჯვარი დამიმძიმდა… და ჩემი უღელი თითქოს მიწაზე განრთხმული ძლივს ამიკიდია….

და ალბათ მოვა ადამიანი, რომელიც ხელს შეგაშველებს. . . ისიც ჩემსავით ხელის შემშველებელის მძებნელი….

ოჰჰ ჩემო საკუთარო თავო… რა რიგად არ ხარ ჩემი მსგავსი..
ოხ ჩემო დიდებისმოყვარე, ჩემო მოუთმენელო და წამიერად აფეთქებულო, შფოთავ და ხელი ვერ ახლე პერანგს ,რომ განიკურნო .…. .

იცი მზერას გავაყოლებ ხოლმე შენს სამყოფელს, ყველაზე წმინდას წუთისოფელში….. ყველაზე ძლიერი ,ყველაზე მანუგეშებელი. ყველაზე სინანულის მომინიჭებელი. , მთის კალათაზე ცას მიბჯენილი….

ლოცვისას ,როცა მწვანე ფოთლები გალობას ხმას ჰყვებოდნენ ,მაშინ მივხვდი,

სასწაულია და სიხარულია დღეს ,რომ ხარობს მაყლოვანის ბუჩქი….

როგორ შეიძლება არ გახსნა გული და არ დაინახო ეს სიხარული….
არადა რამდენ სიხარულში ვართ, არადა რამდენი ბედნიერების განცდა შეიძლება მოპარო ამ დედამიწას ,რომელიც შენთვის არის განმზადებული, მაგრამ მღელვარე ისე გავლი წუთებს , დღეებს , წლებს, რომ ვერ იგრძნობ , რამდენჯერ მოგცა საშუალება ღმერთმა გეპოვნა იგი…. და მასთან ერთად მიგეღო მისი სიხარული….

ყოველ წირვისას უფალი გამოყოფებს თავის სიხარულში….. ადრე თუ სინანულისას მადგებოდა ცრემლი სახეზე…. ეხლა მაშინ ვტირი, როცა ღმერთის უსაზღვრო გულმოწყალებაზე და სიყვარულზე ვფიქრობ…. .. . მადლობელი ვარ.. .

არც კი ვიცი ,ხანდხან ისე მინდა ,რომ საკუთარ თავს არ მივცე გონებაგაფანტულობის უფლება წირვაზე ყოფნისას, მაგრამ როცა კი თუნდაც ერთი წამით მას მიუახლოვდები, წრწოლას და შიშს მგვრის მისი საკურთხეველში ყოფნა….. . მზერას ვერასდროს მოაშორებ მიწას . . .

ოჰჰ, როგორ მიჭირს სულის სიმტკიცის შენარჩუნება.. ისე ვარ ,როგორც ლერწამი და ყოველ ნიავზე ვირწევი …. . . არ გადამტეხოს ქარიშხალმა….. . .

როგორ ბრძოლობს და ბობოქრობს ჩემს სულში მოძულებული და დამძიმებელი ჩემივე თავი . .. როგორ მინდა დავტოვი ხოლმე ჩემივე თავი სიმშვიდისათვის… . . . როგორ მინდა მივიღო სხვა სიყვარულისთვის…. . .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ რურუა ვულოცავთ დაბადების დღეს