ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალადინი
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2010


ფიქრის ვარიაციები

მომისმენს ფიქრი, შემთავაზებს ვარიაციას,
ეს მერამდენედ დაათენდა სიჩუმის ბოლთას.
ამაღამ ფიქრი სურვილების სახლიკაცია,
ნაღალატევზე დაბრუნება რომ უჭირს ცოლთან...
გათენებულზე ჩემს თავს თითქოს სულ არ მოვგავარ,
უძილო ღამის ანაბეჭდი თვალებზე მაზის.
ჰო, დალაგდება ყველაფერი, როცა დრო გავა,
მკარნახობს ჩემი ხელისგულის უწყვეტი ხაზი...
უგაზაფხულო განწყობაში ისევ აცივდა,
სიჩუმე ფიქრებს ბევრად ჩემზე უკეთ ფლობს თითქოს.
იმედს ისევ ის გაცრეცილი პალტო აცვია,
თავს ანუგეშოს,მისგან მეტს მე არაფერს ვითხოვ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები