ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2010


ყვითელი ნოტა

ირიბი სივრცე -
უფერული ფერებით სავსე.
ბებერ ტაბლაზე
ჩამუხლული მოხუცის ლანდი...
ჯოხზედაყრდნობილს -
ემტერება „დროის საზომი“

და კალენდარი -
კალენდარი მით უფრო ძველი...
ყვითელ ფურცლებზე გაიცრიცა
„ათას ცხრაასი ...“
მზერა უბრალო -
უმეტყველო თვალების ლოცვა.
მონოტონური პულსაცია
ჩერდება როდის?!

წვიმაა ხარბად -
(თვალებს წვიმა ისე ახარებს)
ქრება ფიქრები -
თითქოს ფილტვებს სარქველს უხსნიდეს
ის ჰორიზონტი
განუწყვეტლივ თვალს რომ ადევნებს -
შემოდგომის ხეს შერჩენილი
ყვითელი ნოტა.

„ხ დ ე ბ ო დ ა    ა ს ე ...“
მან სიცოცხლე ნისლებში ჰპოვა
(ღრმა მოხუცებულს კვლავ სჯეროდა - ბოშის „აბსურდის“)

იწამებს! და კვლავ
დაიფიცებს ალაჰის სახელს,
რომ კალენდარი არ ეყრდნობა
დროთა სამიზნეს!
„ბოშამ ხურდებში მიუთვალა ღრმა ხნოვანობა“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები