ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2010


ხომ გამიგე, ძამიკო...


ყველა ლურჯი ოცნება გულში უკვე დაობდა,
დოლაბ გადავლილები ვნახე ჩემი ბიჭები.
მერე რა, რომ იცოდნენ საგნის არსთა რაობა,
ამიტომაც, სხედან და კარგ ტურასაც იჭერენ...
”დაიკიდე, მოგეშვას!” - იყო ჩვენი სლოგანი,
და რომ ვერ დავიკიდეთ, მარგინალად გვაკურთხეს.
დატრიალდა უკუღმა ბედისწერის ბორბალი,
და წვეთ-წვეთად ეცლება აზრი ყოფის ქვაკუთხედს...
გაალოთა ცხოვრებამ, ვინც ვერ "გააიმასქნა",
დედის ცხვირმოსახოცმა ჭკუა როგორ მარიგოს?!
დახოცილ ბედაურებს ვირს რომ არჩევ, იმას ჰგავს
ეს დროც და ეს ცხოვრებაც, ხომ გამიგე, ძამიკო...

              20.05.10
     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები