ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კატინე
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2010


მოგიდუღებ ჭიქა ყავას

მაპატიე,
გაპატიე,
მოგიდუღებ ჭიქა ყავას.
(რამდენ ხალხში აგარჩიე)
არ ვაპირებ შენთან დავას.
გამიღიმე,
გაგიღიმებ.
ჩამოგაწმენდ გაბრაზებას.
დამიჭირე თუ შეამჩნევ,
რომ ნაბიჯს ვდგამ წასაქცევად.
არ მოვითხოვ სიყვარულებს,
ერთადერთს გთხოვ ჩახუტებას,
თორემ ისე წამოწვიმა,
გული ყინვით გახურდება.
შემოგხედავ,
შემომხედე,
გამოგიწევ ქვედა ბაგეს.
მერე მთვრალი და შეშლილი,
გადავუწერ ლექსებს ღამეს.
გამიღიმე,
გაგიღიმებ.
ჩამოგაწმენდ გაბრაზებას
და დაგიჭერ თუ შევამჩნევ,
რომ ნაბიჯს დგამ წასაქცევად.
(მოგიდუღებ ჭიქა ყავას).

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები