ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა123
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2010


როცა გიყვარს ...

აი, ცას რომ უყურებ
და გგონია რომ აფრინდები,
გაფრინდები, ღრუბლებს  გაივლი,
მზის სხივს დაიჭერ, კვლავ აფრინდები
და გაფრინდები  შორს...
მოწყდები მიწას, აარწივდები ზეცაში,
ვით მეფე იგრძნობ თავს,
და კვლავ გაფინდები სადაც შორს...
შემდეგ მოხუჭავ თვალს,
გაახელ და დაინახავ ზღვას.
თეთრი ტალღები ერთმანეთს ცვლიან,
ერთმანეთს ფიქრებიც ენაცვლებიან...
გინდა რომ გაჩერდეს წამი,
გაგრძელდეს ოცნება...
და უცბად ხვდები რომ
უკვე შორსა ხარ,
მიწაზე დაშვების დროა.
  მაშინ კი როდესაც ზეცა და მიწა
  ერთმანეთს ჰგვანან,
  ბედნიერი ხარ,
  რადგანაც ხვდები,
  რომ ვიღაცა გიყვარს...
აი,კლდის კიდეში რომ დადგები,
სიკვდილ–სიცოცხლის ზღვარზე
და ფიქრობ ნაბიჯზე ან უკუსვლაზე,
და მაინც სიცოცხლეს ირჩევ...
რადგანაც გიყვარს!
თვალს რომ დახუჭავ მოგელანდება
უცბად, უეცრად და გეღიმება,
რადგანაც გიყვარს,
  უბრალოდ გიყვარს...!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები