 | ავტორი: ემმა ჟანრი: პოეზია 21 მაისი, 2010 |
მებადურო, შენ რომ აკეცილი ტოტებით, მუხლებამდე შედიხარ ამღვრეულ მდინარეში და მოლოდინით აგდებ იმედის ბადეს, მე ისევ შენს ფეხებთან დავცურავ, როგორც გუშინ, ან იმის წინ. ლაყუჩებს ვბერავ მონდომებით, ჰაერს ვიგროვებ და პატარა, თხელი ფარფლებით, ვცდილობ ამოვყვე განიერ ბადეს წყლის ზედაპირზე. მერე რა, თუკი სიკვდილს ჩავხედავ ცივ თვალებში, აქ...ისედაც ცივა გამუდმებით, ისედაც მიჭირს, როცა ვიცი რომ მანდ, სადღაც ახლოს, ცას მზე ჰკიდია, ჩვენამდე კი ვერაფრით აღწევს მისი სხივები...
მებადურო! შენ რა იცი ოცნებებისა? აქ ყოველ დილით იმ იმედებით მოდიხარ რომ, გაგიმართლებს განსხვავებით ელიოზისგან და დაიჭერ ოქროს ლიფსიტას. მერე კი ალბათ სულს გაყიდი, ან ჩამოჯდები მდინარის პირას. ვინ იცის, იქნებ უნებურად ღმერთიც იწამო.
მე კი... მე ახლაც ისე, როგორც გუშინ, ან იმის წინათ, შენს ფეხებთან განვაგრძობ ცურვას. არც ოცნებების ახდენა ვიცი ოქროს თევზსაც არაფრით ვგავარ, მაგრამ მჯერა, რომ სადღაც ზევით, შენს სიმაღლეზე, (ან უფრო მაღლაც), ცას სასწაული - მზე ჰკიდია და მხოლოდ შენ ერთს, შენ შეგიძლია ამიყვანო წყლის ზედაპირზე, არ გამწირო ამ სიღრმეში მის უნახავად.
მებადურო! გაშალე ბადე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. და მოლოდინით აგდებ იმედის ბადეს, კარგი ლექსია 2+ და მოლოდინით აგდებ იმედის ბადეს, კარგი ლექსია 2+
10. ცას სასწაული - მზე ჰკიდია და მხოლოდ შენ ერთს, შენ შეგიძლია ამიყვანო წყლის ზედაპირზე, არ გამწირო ამ სიღრმეში მის უნახავად..
ვა,მართლაც მაგარია ცას სასწაული - მზე ჰკიდია და მხოლოდ შენ ერთს, შენ შეგიძლია ამიყვანო წყლის ზედაპირზე, არ გამწირო ამ სიღრმეში მის უნახავად..
ვა,მართლაც მაგარია
9. ჰო, ბუნებრივია და კარგი...
ცნობიერება გაფართოებულ ადამიანს ქულა არ აინტერესებს იქნებ, მინდია ჩემო ? :)
555 ჰო, ბუნებრივია და კარგი...
ცნობიერება გაფართოებულ ადამიანს ქულა არ აინტერესებს იქნებ, მინდია ჩემო ? :)
555
8. და რა არის ეს რეიტინგი???? თევზზე ასეთი ლექსი მე არ წამიკითხავს, ძალიან მაგარია!!!!!!!!!!!!!!
55555555555555555555555555555555555555555555555555555555555555 და რა არის ეს რეიტინგი???? თევზზე ასეთი ლექსი მე არ წამიკითხავს, ძალიან მაგარია!!!!!!!!!!!!!!
55555555555555555555555555555555555555555555555555555555555555
7. საინტერესო ლექსია ემმა
მებადურო! გაშალე ბადე... სურვილი აუსრულე,ცას სასწაული-მზე ჰკიდია და დაანახე რა:) საინტერესო ლექსია ემმა
მებადურო! გაშალე ბადე... სურვილი აუსრულე,ცას სასწაული-მზე ჰკიდია და დაანახე რა:)
6. ძალიან მაგარია, ძალიან! ძალიან მაგარია, ძალიან!
5. მე კი... მე ახლაც ისე, როგორც გუშინ, ან იმის წინათ, შენს ფეხებთან განვაგრძობ ცურვას. არც ოცნებების ახდენა ვიცი ოქროს თევზსაც არაფრით ვგავარ, მაგრამ მჯერა, რომ სადღაც ზევით, შენს სიმაღლეზე, (ან უფრო მაღლაც), ცას სასწაული - მზე ჰკიდია და მხოლოდ შენ ერთს, შენ შეგიძლია ამიყვანო წყლის ზედაპირზე, არ გამწირო ამ სიღრმეში მის უნახავად.
მებადურო! გაშალე ბადე...
5 მე კი... მე ახლაც ისე, როგორც გუშინ, ან იმის წინათ, შენს ფეხებთან განვაგრძობ ცურვას. არც ოცნებების ახდენა ვიცი ოქროს თევზსაც არაფრით ვგავარ, მაგრამ მჯერა, რომ სადღაც ზევით, შენს სიმაღლეზე, (ან უფრო მაღლაც), ცას სასწაული - მზე ჰკიდია და მხოლოდ შენ ერთს, შენ შეგიძლია ამიყვანო წყლის ზედაპირზე, არ გამწირო ამ სიღრმეში მის უნახავად.
მებადურო! გაშალე ბადე...
5
4. რაღაც უცხო იყო :) მომეწონა რაღაც უცხო იყო :) მომეწონა
3. რა შუაშია ''მესაფლავე''
მომეწონა ემმა :)
სულ სხვანაირია ეს რა შუაშია ``მესაფლავე``
მომეწონა ემმა :)
სულ სხვანაირია ეს
2. კითხვა რომ დავიწყე უცებ გალას "მესაფლავე" გამახსენდა ... !
გაიხარე !
5 კითხვა რომ დავიწყე უცებ გალას "მესაფლავე" გამახსენდა ... !
გაიხარე !
5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|