ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურსმანი
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2010


„დავიღალე,დავიღალე,მოდი ჩემთან,უფალო!“

სიცივეა,მასზე მეტი,ძვალ-რბილში რომ ატარებს,
სულს გამომშრალ ჰაერისგან უფრო ხშირად ახველებს,
ლამისაა შეეკედლონ რჯულდაწყევლილ სატანებს
ფიქრები და იგემებენ,ვიცი,ცეცხლის მახვილებს.
ვაკვირდები მიმომსვლელთა გაურკვეველ ანფასებს,
მნიშვნელობით რომ ვამსგავსებ შექმნილ ბუტაფორიებს,
ახლა ყველა გამოხედვას სხვა გონებით ვაფასებ,
რადგან მათში დაჟინებით უფრო მეტაფორაა.
რა ვქნა,ვერსად გავექცევი ადამისგვარ ბუნებას,
ასეა და მით შებოჭილს მეტიც არა მგონია,
მივენდობი,თან დავიცავ,იმას,რაც მეგულება,
სანამ სხეულს უფრო მეტად შეიპყრობს აგონია,
იმაზე მეტს მე ვერ მოგთხოვ,რასაც არ ვიმსახურებ
უფალო და დამამკვიდრე რწმენის შემოგარენში,
თორემ უკვე ბელზებელი ტანჯვის შანთებს ახურებს
და მომიწევს (თუ ჩამითრევს) ყოფნა მე შენს გარეშე.
მეუფეო,შემოგვედრებ,სანამ მივალ მიწამდე,
რომ მარცვლები კრიალოსანს შენს ლოცვებად ვუთვალო,
ვერ ვიკმარებ,ვიცი,მხოლოდ ზეციდან რომ მიცავდე,
„დავიღალე,დავიღალე,მოდი ჩემთან,უფალო!“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები