 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პოეზია 10 ივლისი, 2010 |
ცოდვიანი ნაბიჯები დამაქვს, ვეძებ კაეშანს, ეს სხეული დაიღალა, ვგრძნობ რომ სული დაეშვა ღვთის ძებნაში დამსხვრეული ოცნებების სავანის, სიკეთის და ბოროტების, ნეტავ ზღვარი სად გადის?!
ღმერთო სად ხარ, ვეღარ მოველ, გზა შენამდე შორია, სინანულის ჟრუანტელი სიყმაწვილე მგონია, სევდის მძიმე ნაბიჯები სიმბოლოა, ცოდვის მარადისობის, მისი არსი ღვინის ბანგში, საერთოდ არ ვიცოდი.
ცოდვა-მადლი აიწონის, ვიცი დანამდვილებით, მინდა ფეხით მოვილოცო ღვთის წმინდა ადგილები, ჩემს ცხოვრებას საბოლოოდ ზიარება ასრულებს, ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდვებმა კი, სული დამიტუსაღეს.
თვით მაცხოვრის ნაბიჯები ტაძრის კართან ვიყურე, გზა მართალი და ურყევი, ნეტავ რად გავიმრუდე? რამ შემყარა მძიმე სენი განვდგომოდი სამებას, მეშინოდა განთიადის, ველოდი დაბინდებას?
გაუმარჯოს დაბრუნების, ალიონზე ნაბიჯებს, მართლის გზაზე, რომ ნელ-ნელა იწამებ და გამშვიდებს, კვირიკევ და ქრისტეს ჯვარო, კვლავ მუხლებზე გიდგები, ღვთისმშობელო, ჩემო ხატო, სანთლის დარად გიდნები!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. აგიმარჯოს. მომეწონა. კარგია.555 აგიმარჯოს. მომეწონა. კარგია.555
13. პირველი ლექსი ყოველთვის უფრო მეტ კრიტიკას იმსახურებს.. მე რაღაცნაირად მომეწონა და ვფიქრობ შემოქმედის მიერ წაკითხული კიდევ უფრო კარგი იქნება..... პირველი ლექსი ყოველთვის უფრო მეტ კრიტიკას იმსახურებს.. მე რაღაცნაირად მომეწონა და ვფიქრობ შემოქმედის მიერ წაკითხული კიდევ უფრო კარგი იქნება.....
11. ნორმალური ლექსია. არც ცუდია მაინცა და მაინც და არც გადასარევი. ანუ 5დან 3.
ნორმალური ლექსია. არც ცუდია მაინცა და მაინც და არც გადასარევი. ანუ 5დან 3.
10. შენ ბევრი უნდა იმუშაო,რომ კარგი ლექსი დაწერო.არ ჩავუღმრავდები ეხლა ხარვეზებს.შეგიძლია და იმიტო გეუბნები,ჩანს რო შეგიძლია. შენ ბევრი უნდა იმუშაო,რომ კარგი ლექსი დაწერო.არ ჩავუღმრავდები ეხლა ხარვეზებს.შეგიძლია და იმიტო გეუბნები,ჩანს რო შეგიძლია.
9. წარმატებებს გისურვებთ! წარმატებებს გისურვებთ!
8. +5 წარმატებები მომეწონა ძალიან :) +5 წარმატებები მომეწონა ძალიან :)
6. ნიჩივოოო...თუმცა დასახვეწი კია...წარმატებები...შემდეგს დაველოდები შეფასებით... ნიჩივოოო...თუმცა დასახვეწი კია...წარმატებები...შემდეგს დაველოდები შეფასებით...
4. ვახ ისევ ეს ველური :D
წადი ცოტა ბარამბო იშოვე იქნებ დაგიტკბეს ერთი_ორი სიტყვა მაინც :D
აქ კი 5 ! ვახ ისევ ეს ველური :D
წადი ცოტა ბარამბო იშოვე იქნებ დაგიტკბეს ერთი_ორი სიტყვა მაინც :D
აქ კი 5 !
3. სეხნი, დახვეწა მართლა აკლია. სეხნი, დახვეწა მართლა აკლია.
2. რითმა არაა.ისე არის კარგი ადგილებიც.მთლიანობაში არ მომწონს,წარმატებები... რითმა არაა.ისე არის კარგი ადგილებიც.მთლიანობაში არ მომწონს,წარმატებები...
1. არ მომწონს. არ მომწონს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|