ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
24 მაისი, 2010


არდამჯერი ბავშვების დაუჯერებელი თავგადასავლები (თავი პირველი)

არდამჯერი ბავშვების დაუჯერებელი თავგადასავლები


თავი პირველი



უღრუბლო სამეფოს მახლობლად, ტყის პირას კოცონი ენთო. კოცონთან სამი პატარა ბავშვი მოკალათებულიყო. ერთი გოგონა, სახელად ინაინა და ორი ყმაწვილი: აკაკო და ნიკოლოზი. ბავშვები კოცონს ჯოხით ქექავდნენ და ხმადაბლა საუბრობდნენ.
- იცით რა მოვიფიქრე? - დაიწყო ინაინამ, რომელიც ყოველთვის ახალ-ახალი ცელქობის წამომწყები იყო.
- მაინც რა? - ერთხმად, დიდი ინტერესით იკითხეს ბიჭებმა. მიხვდნენ, რომ წინ ახალი თავგადასავალი ელოდათ.
- რა და, ხომ ხედავთ. სადაც ჩვენ ვზივართ გზა სამად იყოფა.
- მერე?
- მერე ის რომ, ერთ გზას მე გავუყვები, მეორეს აკაკო, მესამეს კი ნიკოლოზი. Gგული მიგრძნობს, ბევრი საინტერესო თავგადასავალი გველოდება წინ.
- მშობლებმა რომ გაგვიგონ? - იკითხა აკაკომ.
- დაღამებამდე თუ დავბრუნდებით, ვერაფერსაც ვერ გაგვიგებენ. როგორც კი შებინდდება, დავბრუნდებით და ერთმანეთს მოვუყვებით ჩვენს თავგადასავლებს. - ეშმაკურად ჩაიღიმა ინაინამ.
- დედამ რომ გვითხრა შორს არ წახვიდეთო? - არ ცხრებოდა უმცროსი ძმა.
- მე თანახმა ვარ, - წამოიძახა ნიკოლოზმა.
- მეც, - ადგილიდან წამოხტა აკაკო, - აბა გზები გავინაწილოთ. ვინ რომელ გზას დაადგება.
ბავშვებმა გზები აირჩიეს და საქმიანად, თითოეული თავის ბილიკს გაუყვა. ჩვენ ჯერ ინაინას მივადევნოთ თვალი. ვნახოთ რა გადახდა ამ ერთი დღის განმავლობაში.
გოგონა ფრთხილად მიდიოდა და აქეთ-იქით ყურადღებით იცქირებოდა. ეშინოდა რაიმე ცხოველი არ შეხვედროდა გზაზე, რაც ხელს შეუშლიდა იმის გაგებაში, თუ საით მიდიოდა ბილიკი.
ცოტა ხანში სოფელი გამოჩნდა. სოფლის უკან კი მთაზე, ულამაზესი კოშკი აღმართულიყო. ინაინა აღტაცებული შესცქეროდა ამ არამიწიერ სილამაზეს. ამ დროს გოგონას სოფლის ბავშვები მიუახლოვდნენ.
- გამარჯობა ინაინა.
- გამარჯობა, საიდან მიცნობთ?
- მთელი სოფელი ლაპარაკობს. პატარა გოგონა მოვა, სახელად ინაინა და კოშკის საიდუმლოსაც ფარდა აეხდებაო. - უპასუხეს ბავშვებმა.
- რა საიდუმლო აქვს კოშკს? ძალიან ლამაზი და უცნაური ფერისაა.
- რატომაა უცნაური? კოწახურის კამფეტის ფერისაა. ალბათ ძალიან გემრიელია, თან სულ სიცილის ხმა გამოდის იქიდან.
ინაინამ მხრები აიჩეჩა და გზა განაგრძო. Gგზად სოფლის ახალგაზრდები შემოხვდნენ.
- გამარჯობა ინაინა.
- გამარჯობა. რა ლამაზია თქვენი კოწახურის კამფეტის ფერი კოშკი.
- კოწახურის კამფეტის კი არა, მწიფე ალუბლის ფერია პატარავ. ტკბილი ალუბლის ფერი, თანაც სულ სიმღერის ხმა გამოდის იქიდან. შენზე ამბობენ კოშკის საიდუმლოება იცისო.
- მე არაფერიც არ ვიცი. შემთხვევით მოვხვდი აქ. - ახალგაზედებს აღარაფერი უპასუხიათ, ჩაიღიმეს და გზა განაგრძეს.
სოფელში რომ შევიდა, გოგონას მოხუცები შეეგებნენ.
- ინაინა, როგორც იქნა მოხვედი.
- გამარჯობა ხალხო, მე რატომ მელოდებით?
- მხოლოდ შენი იმედი გვაქვს. აი იმ სისიხლისფერ კოშკს ხედავ?
- სისხლისფერს თუ ალუბლისფერს?
- სად გინახავს ამ ფერის ალუბალი? კოშკი სისხლისფერია, თანაც ღამ-ღამობით სულ ქვითინის ხმა გამოდის.
- კი მაგრამ, ვინ ცხოვრობს კოშკში?
- საქმეც იმაშია, რომ არავინ  ცხოვრობს. Uუფრო სწორედ ჩვენ ვერ ვხედავთ ვერავის. კოშკში არავინ შედის და არც არავინ გამოდის. Uუცნაური კი ის არის, რომ შებინდდება თუ არა, ვეღაც ან ვეღაცეები შუქს ანთებენ და მთელი ღამის განმავლობაში კოშკი გაჩახჩახებულია. - ყვებოდნენ სოფლის ხანდაზმული მაცხოვრებლები.
- არ გიცდიათ კოშკში ასვლა? - იკითხა ინაინამ.
- რას ამბობ, იქ ვინ ავა შიშით. რამოდენიმე წლის წინ, როდესაც კოშკი გაჩნდა, ერთი-ორმა სცადა ასვლა, მაგრამ უკან აღარ დაბრუნებულა.
- როგორ, კოშკი რამოდენიმე წლის წინ, უცებ, თავისით გაჩნდა?
- ჰო ჩემო პატარავ, ერთ მშვენიერ, (უფრო სწორედ) დაწყევლილ დილას გავიღვიძეთ და მთაზე კოშკი შევამჩნიეთ. Aარ შევწუხებულვართ, პირიქით მოგვეწონა კიდეც, ლამაზად ბრჭყვიალებდა მზის შუქზე და ნელ-ნელა ჩვენც შევეგუეთ. ვეგუებოდით  მანამადე, სანამ რამოდენიმე ადამიანი უგზოუკვლოდ არ დაგვეკარგა და მათი ყოველღამე ქვითინის ხმამ ღამის ძილი საერთოდ არ წაგვართვა.
- მე ავალ კოშკში, - ცოტა არ იყოს გაუბედავად წარმოსთქვა ინაინამ. Aამ დროს მის გარშემო, უკვე მთელი სოფელი შეკრებილიყო. ისინი აღტაცებული სახით შესცქეროდნენ გოგონას.
- არავინ წამომყვება? - ინაინას ხმაში მუდარა იგრძნობოდა. სოფლის მაცხოვრებლებმა უკან-უკან დაიწყეს დახევა.
- არავინ წამოგყვება შვილო, - უპასუხა მათგან ყველაზე მოხუცმა. - მარტო უნდა ახვიდე, სწორედ ეს გევალება შენ. რამოდენიმე დღის წინ, თითქოს ზღაპრულმა ფერიამ გადაუფრინა სოფელს თავეზე და ქარმა, მისი სიტყვები მოიტანა ჩვენამდე: “ინაინას დაელოდეთ, მალე მოვა. კოშკში მხოლოდ ის უნდა შევიდესო”. ასე რომ, ღმერთი იყოს შენი მფარველი. - მოხუცმა დაასრულს საუბარი, გაბრუნდა და თვალს მიეფარა.
გოგონა მარტო დარჩა. “რა ვქენი, ეს რა შარში ჩავიგდე თავი. არა, გავბრუნდები და სახლში წავალ”. ფიქრობდა ინაინა, მაგრამ რაღაც ძალა კოშკისაკენ მიმავალი გზისაკენ უბიძგებდა და გოგონაც ნელი ნაბიჯით ადიოდა აღმართზე.
მალე კოშკიც გამოჩნდა. ისეთი ლამაზი იყო, რომ ადამიანი, თვალს ვერ მოაცილებდა. მეწამული ფერი კი, ისედაც ზღაპრულ შენობას, კიდევ უფრო იდუმალ იერს მატებდა.
ინაინა კოშკისაკენ გაემართა, მიუახლოვდა თუ არა, კარი თავისით გაიღო: “მოდი, მოდი,” ისმოდა შიგნიდან ქალის ძალიან სასიამოვნო ხმა. ეს ხმა ანდამატივით იზიდავდა გოგონას  და მანაც დაუფიქრებლად შეაბიჯა კოშკში. მის უკან კარი ხმაურით დაიკეტა.
ინაინა სრულ სიცარიელეში აღმოჩნდა. ოთახში არც სკამი იდგა და არც მაგიდა. არც  არავინ სულიერი ჩანდა. თითქოს აქ, არც არავის უცხოვრიაო.
-გამარჯობა ინაინა, - კვლავ მოესმა გოგონას სიმღერასავით ხმა. ინაინამ მიმოიხედა, მაგრამ ვერავინ შენიშნა.
- ვინ ხარ და სად ხარ? - იკითხა დაბნეულმა.
- აქ ვარ, შენს გვერდით, - ახლაღა მიხვდა გოგონა, რომ ხმა ყურში ჩასჩურჩულებდა და უცებ, უცნობი არსების სუნთქვაც კი იგრძნო.
- ვინ ხარ! - უფრო მკაცრად გაიმეორა ინაინამ.
- ვინ ვარ? მოგიყვები ვინ ვარ და როგორ აღმოვჩნდი ასეთ დღეში ჩემო პატარა. - კიდევ უფრო დატკბა უჩინარი არსების ხმა. - ჯერ მიპასუხე, სამაჯური რომელიც ხელზე გიკეთია საიდან გაქვს? - ინაინამ ხელზე დაიხედა. Eეს ის სამაჯური იყო, რომელიც გადია ლილიამ წასვლისას აჩუქა, თან გააფრთხილა: “რაც არ უნდა მოხდეს, უცნობ ადამიანს არ მისცეო”.
- სამაჯური ჩემმა გადიამ მაჩუქა.
- ლილიამ?
- დიახ, თქვენ საიდან იცით?
- ჩემო პატარავ, მე ლილიას დედა ვარ. ეგ სამაჯური სწორედ მე ვაჩუქე მას. ლილიას კი თავისი ქალიშვილისათვის უნდა გადაეცა. მან შენ გაჩუქა, რაც დიდი შეცდომა იყო. რადგანაც შენ ჩვენი სისხლის არა ხარ, მე დავისაჯე და ბოროტმა ჯადოქარმა მომაჯადოვა, უჩინარი გამხადა. გთხოვ, სამაჯური დამიბრუნე, მხოლოდ ამის შემდეგ გადავიქცევი მე ჩვეულებრივ ქალად, როგორიც ვიყავი მანმადე. - ტკბილად ღუღუნებდა უჩინარი ქალი.
იანინა ისე მოხიბლა ქალის საუბარმა, რომ დაუფიქრებლად მოიხსნა სამაჯური. ვეღაცის ხელი სწრაფად დასწვდა სამაჯურს, რომელიც უცებ ცეცხლივით აბრიალდა. ნელ-ნელა სამაჯურიანი ხელი, ბოლოს კი  მთლიანად ქალი გამოიკვეთა.
- მადლობ ჩემო პატარავ, - სრულიად შეცვლილი, ხრიალა ხმით მიმართა მან ინაინას. Gგოგონამ ქალს შეხედა, მის წინ საზარელი შესახედაობის, ჩონჩხივით დაკრუნჩხული ხელებიანი არსება იდგა, ხელზე ლილიას სამაჯური ეკეთა და ბოროტად ხითხითებდა:
- ხომ ჩაგიგდე ხელში შენც და შენი სამაჯურიც. ახლა დანარჩენებს ადვილად მოვუვლი. შენ არც იცი, ამ სამაჯურს რა ძალა აქვს. მაგრამ არა უშავს მალე გაიგებ. - ხრიალებდა ქალი-ჩონჩხი. - წაიყვანეთ. - გასცა მან ბრძანება.
საიდანღაც ჭინკების მსგავსი არსებები ამოცვივდნენ, ინაინას ხელი სტაცეს და დილეგში ჩაამწყვდიეს.
- ახლა ლილიას დაველოდოთ, იმედი მაქვს აუცილებლად მოვა შენს გასათავისუფლებლად. შენი ძმებიც მალე გვეწვევიან. Aასე რომ, დიდხანს არ მოგიწევს მარტო ყოფნა. - გადაიხარხარა ქალმა და გოგონა მარტო დატოვა.
- ლილია, ლილია მიშველე. - ჩურჩულებდა ნოტიო დილეგში, ფეხმორთხმული მჯდარი ინაინა და ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა.


                                                    გაგრძელება იქნება





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები