ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: BeQaRtVeLi
ჟანრი: პოეზია
25 მაისი, 2010


ბოროტი მოვკალ

მე გადარჩენა მწყურია ხვალ ავაზაკებო!
თქვენ იმალებით სიბნელის ჩრდილში
მერე ამაყად დადიხართ დღისით,რომ
ვერ გიპოვეთ წყვდიადში გუშინ...

ისევ დაცურავს ღამე ნისლში ბრასით
მისი ფილტვები მსუყეა წვიმით და ქარით
მთვარე ანათებს მის ზორბა ბეჭებს
ლამაზ სხეულს ეთაყვანება თეთრი სხივებით...

წვიმა აზვირთებს ნისლის ზღვას,ჩანს ღამე მოძულებია
თურმე წვიმას მზე ჰყვარებია,
ღამეს კი მისი პატრონობა სურდა
მე კვლავ დაგეძებთ სუფთა ხელებით,თქვენ იმალებით

ამათ შემყურეს მეც წამძლია სულმა და გადავეშვი
ნისლის მორევში და ღამის ნაფეხურს ავედევნე ბავშვივით
რაღაც ხმა მესმა ნაცნაური,მათი ჩუმი ხით-ხითი
მივედი მათთან ხმა ავიმაღლე უმალ ყველამ ცას მაცქერინა

და დავინახე მზიანი ღამე წვიმასთან ერთად
გამოველ მათგან აჩქარებული,აღარ მინდოდა უმთვარო ღამე
ბოროტი მოვკალ, კარგი ვაცოცხლე...
საქართველოსკენ გამოვეშურე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები