ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: BeQaRtVeLi
ჟანრი: პოეზია
30 მაისი, 2010


ჩაძინებული ჩოხოსნები

ყოველი დღე ილევა წამის ლოდინით
ჩვენს გონებას კუბოს უკრავენ
სამძიმარზე მოდიან ხალხები
ცრემლიანი თვალებით და გულში სიცილით
მათ ჯიბეებში ფულის ხახუნი, ზარების რეკვაში
გაუგონარი ხურდის რახუნი
დამჭკნარი ხელებით გაღებული ციხის კარები
ყოველ გისოსზე ანაბეჭდთა ფერთა ოდენობა
სასრულია ვით მხატვრის შთაგონება
გაგიჟებული გულებით, ცივი ხელებით
დილეგში ჩაგდებული ჩვენივე გმირები
სხვის სანახავად დაფარებული შავი ჩადრები
უსისხლო ხანჯრით შემკობილი ვაჟთა წელები
მთაწმინდის გულზე ჩაძინებული ჩოხოსნები
მათი სიზმრების მეხოტბე ვარ მე ნაოსანი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები