ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2008


ამინთე შუქი

ამინთე შუქი, სიბნელეა ცოდვათა შინა!
ამინთე შუქი, დაგანახო ჩემი ცრემლები,
მე ცხედარი ვარ, ბნელ ოთახში ღრმა ძილით მძინავს,
მე ცხედარი ვარ, ჩარჩენილი ცოდვის კედლებში...

ამინთე შუქი დაგანახო შეშლილი სევდა,
ამინთე შუქი, სინანულით გავხსნა თვალები,
იქნებ შევიცნო სურნელება ღვთაებრივ ფერთა,
იქნებ შევიგრძნო სიხარული ჯვარზე წამების...

ამინთე შუქი, რადგან გულიც ვერაფერს ხედავს,
ამინთე შუქი დარჩენილა, რადგან წამები,
ჩემს ვიწრო სარკმელს მოეფინა უცნობი სევდა,
ჩემს მწუხარე ხმას დაეუფლნენ უცხო ძალები...

ამინთე შუქი, რომ სიბნელემ დამტოვოს მალე,
ამინთე შუქი, რომ ვიხილო შეუცნობელი,
რომ ცოდვიანი ბილიკები  დათოვოს ხვალემ
და წმინდა გზაზე შევირიგო შვილმა მშობელი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები