ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩ ი ო რ ა...
ჟანრი: პოეზია
29 მაისი, 2010


...

კედელზე დადუმდნენ უმწეო ფრაზები,
მკვდრებს მიწა აწუხებთ,
ცოცხლებს კი სიცოცხლე,
წყვდიადში მივყვები სისხლიან ბილიკებს,
დასალიერამდე იქნებ და მივცოცდე....
წყვდიადი,დუმილი,უმწეო სხეული,
ცივია კედლები,იშლება ფრაზები...
დადუმდნენ ქარები,გულს ჯიჯგნის ქაოსი,
შენამდე ვერ აღწევს უსულო აზრები.
აქ რაღაც სხვა არის,სხვა დილა,სხვა ღამე,
აქ მზე არ ანათებს,ცივა და ნისლია,
აქ ახლა მუზებმაც დაკარგეს ადგილი....
გუგუნებს სამყარო და ნერვებს მიშლიან,
ამ სხვა სამყაროში მთავარი შიშია
და თუ მართალი ხარ სიმართლეს გიშლიან....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები