ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ო___თ___ო
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2010


ღამე

                     
        ღამე არის ძალზედ ნისლით სავსე
        და შენს ფიქრებს ვერა და ვერ მართმევს,
        მე ვფიქრობდი შენზე, როგორც ქალზე
        ალბათ უცებ ენა გადავყლაპე.
       
        ვერ ვიძინებ შენზე ფიქრი დამდევს,
        ალბათ ფიქრში გამეპარა ძილი
        მე მინდოდა შენთან მოსვლა და თქმა,
        თუმცა მხოლოდ ოცნებებში ვყვირი
       
        ალბათ უკვე შენზე ფიქრი მანგრევს
        და არ მინდა, რომ წავიდეს მალე
        რადგან ვიცი გაიღება კარი
        და გავყვები ჩემ პოეტურ ღამეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები