’’- წაიღე ეს ახალი კლიტე, გახსენი, ხელუკუღმა მტკვარში გადააგდე, გასაღები უბეში კარგად შეინახე და სამჯერ გაიმეორე: ’’ჩემი ბედი ასე ღია, გასაღები - ჩემს გულში’’.
ჯერ - კლიტის გახსნა და ბუტბუტით შელოცვა, მერე - ხელუკუღმა მტკვარში გადაგდება. გასაღებს დაქალი ინახავს უბეში. ვინ იცის, ხვალიდან რა გზას დაადგება.
უხერხულ სიჩუმეს ვერევი ხუმრობით: -ხმალივით გაგიჭრის ძველი რიტუალი. საღამოს დარეკავს, შეხვდი, გაუღიმე, იცოდე, არ უთხრა არაფრით უარი!
ეტყობა, ვიხუმრე, რაღაც , უადგილოდ, ჩუმია დაქალი და მზერას ამკაცრებს. ნეტა, რა ოხრობამ აუბათ თვალები! მაინც ვერ გავიგე, რა უნდათ ამ კაცებს.
სიზმარში ვნახულობ დაქალს ნამარხულევს, ტყუილად ვამხნევებ, რომ აღარ ბერდება, არადა, ქალია, მართლა სანატრელი: მორთული, მკერდსავსე და მაღალფერდება.
ივსება ხიდები კლიტის მსროლელებით. ყველას უბედობა სტანჯავს და აკვნესებს. დიდდება მდინარე და ველით, მღვრიეში რა თევზი მოჰყვება ბადეს და ანკესებს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. "ვინ იცის, ხვალიდან რა გზას დაადგება. "
+1 :) "ვინ იცის, ხვალიდან რა გზას დაადგება. "
+1 :)
2. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ნინო დარბაისელი, იგივე დიოტიმა, იგივე დებორა, იგივე ველისციხელი ლიტჯეზე ძალიან ხშირად მამინუსებს, მომკალით და...მაინც მომწონს ეს ქალბატონი მისი შემოქმედებით, რომელიც ძალიან ვიცი. მომწონს იმიტომ, რომ გაკვალულ თოვლში კი არ მიდის, თავად მას გაჰყავს ახალი კვალი. აქ, ახლა, ის მიკვირს, რატომ არავინ კითხულობს ამ მშვენიერ ლექსს. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ნინო დარბაისელი, იგივე დიოტიმა, იგივე დებორა, იგივე ველისციხელი ლიტჯეზე ძალიან ხშირად მამინუსებს, მომკალით და...მაინც მომწონს ეს ქალბატონი მისი შემოქმედებით, რომელიც ძალიან ვიცი. მომწონს იმიტომ, რომ გაკვალულ თოვლში კი არ მიდის, თავად მას გაჰყავს ახალი კვალი. აქ, ახლა, ის მიკვირს, რატომ არავინ კითხულობს ამ მშვენიერ ლექსს.
1. ჯემალას ხო არ გამოუვლია აქ? თუ გამეიარს უთხარით ჩემთან შემევდეს, წერილი დუუწერე და საცხა დაბლაყუნობს ჰემ, ვაფშე არ კითხულობს, კაროჩემ რა. ნუ გამადელებს. ჯემალას ხო არ გამოუვლია აქ? თუ გამეიარს უთხარით ჩემთან შემევდეს, წერილი დუუწერე და საცხა დაბლაყუნობს ჰემ, ვაფშე არ კითხულობს, კაროჩემ რა. ნუ გამადელებს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|