ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2010


ნიშნად ერთობის

ტაძრის ეზოში
სამრეკლოს ისევ ხარაჩო ეკვრის!
და...
ბზის ჩრდილებში მიყუჟული სანთელი კრთება -
გალობის ფონზე!
და...
„მტრედის ღუღუნს - სახარების პროლოგს ვუთავსებ“

ხარაჩოს კიბე -
ფიცარნაგი დღითი-დღე მზარდი!
„ყოველ საფეხურს საკმეველი ედება ლოცვად“
ბედნიერება...
დუმილი წუთით!
სულიერება თითქოს მისწვდა ტაძარს კოჭამდე

მეწამული ცა...
„აგურს ძერწავს ფერი სიწმინდის“
მრევლთა გალობა!
გარინდებას ისე აყუჩებს -
„რომ სულ უბრალო ყოჩივარდას ცრემლი ედება"
- - -
და კვლავ სამება!
(ტკივილამდე რწმენით აღსავსე)
- - -
ღრუბელთა დასი...
თითქოს ზეცამ ნირი იცვალა...
ფერთა პალიტრა...
ხარაჩოზე -
„რუ სუნთქავს მირონს“
ცამ ცისარტყელა სამრეკლოზე გუმბათს უბოძა...
- ნიშნად ერთობის!
- - -
ბზის სურნელია...
წვიმა სუნთქავს მეწამულ ჟანგბადს -
და...
სახარების ეპილოგი გავითავისეთ
მე და სამყარომ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები