 | ავტორი: თეკლა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 9 ივლისი, 2008 |
ჯალალ ად-დინი-ნიჭიერი, მამაცი, თავზეხელაღებული თურქმანი, მონღოლთაგან ძლეული ხვარაზმ-შაჰის ძე. მას სრულად დაეპყრო ირანი და ახლა საქართველოსკენ მოაქროლებდა ურიცხვ ლაშქარს. მოდიოდა და ყველა მუსლიმს მოუწოდებდა ქართველების წინააღმდეგ ბრძოლისათვის... სწორედ იმ ქართველების , რომლებმაც დაანგრიეს შეხედულებები მუსლიმების ძლიერების შესახებ, ხმალი აღმართეს მათ წინააღმდეგ და სძლიეს. ჯალალ ად-დინი საქართველოს სისხლსა და ხანძარში ჩახშობას უპირებდა... საქართველოს მეფე რუსუდანმა, რომელსაც დედისაგან მხოლოდ სხეულებრივი სიმშვენიერე დაჰყოლოდა, საომარი წვევა ბრძანა.მაჰმადიანებს საშინელი ხოცვა-ჟლეტა გაემართათ სომხეთში. ქართველთა ლაშქარი უკვე მიდიოდა სომხეთისაკენ. 1225 წლის აგვისტოს,დვინის ჩრდილოეთით, ციხესიმაგრე გარნისთან, ბრძოლის დაწყების მოლოდინში, ერთმანეთის პირისპირ იდგა სამოცი ათასი ქართველი და ორასი ათასი მუსლიმი. ქართველთა ლაშქარი გარნისთან აღმართულ მთაზე იყო განლაგებული, ქვემოთ კი, ფართოთ გაშლილი ველი გადაჭედილი იყო მეომრებით- ჯალალ ად-დინის მეთაურობით. ერთი დღე და ღამე საშინელ ლოდინში გაატარეს ქართველებმა, მეორე დილით, ადრე, ჯალალ ად-დინმა შეტევა დაიწყო სრული შემადგენლობით. ქართველთა სამოცი ათასიანი ლაშქრის მთავარსარდალი ათაბაგი ივანე მხარგრძელი იყო. მისი გადაწყვეტილებით მტერს მხოლოდ მეწინავე ოთხი ათასი თორელი შეეგება შალვა და ივანე ახალციხელების სარდლობით. ამის შემდეგ კი, მხარგრძელს ახალციხელებისთვის ერთი მეომარიც კი აღარ მიუშველებია.ასე ამაოდ შეაკვდა ოთხი ათასი ქართველი ორასი ათას მაჰმადიანს. ასე უგულოდ დასცქეროდა მხარგრძელი ბრძოლის ველს, სანამ ახალციხელების ჯარი სრულად არ გაწყდა. ამ ტრაგედიის დასასრულს მთავარსარდალი ხელუხლებელი არმიით გამოიქცა. ეს ღალატი იყო! სხვა უფრო შესაფერისი სახელის დარქმევა, ალბათ, შეუძლებელია- ღალატი საქართველოსი...არადა, რამდენის გაკეთება შეეძლო სამოცი ათას ქართველს, მით უფრო, როცა მათ შორის იყო სამშობლოსათვის გულანთებული ორი გმირი-ძმები შალვა და ივანე ახალციხელები. გარნისის ბრძოლა ასე "უცნაურად" და "უაზროდ" დასრულდა. იმ წუთისათვის ცოტამ თუ იცოდა ეს რამხელა ტრაგედია იყო, რამხელა "საგლოველ ნიშანსვეტად" დარჩებოდა საქართველოს ისტორიაში და როგორ მომავალს განაპირობებდა იგი. ოთხი ათასმა ქართველმა გმირულად იბრძოლა...ოთხი ათასივე ბძოლის ველზე იწვა მრავალ მუსლიმს შორის. ივანე ახალციხელი კლდიდან დაგორებულმა ქვამ იმსხვერპლა. იარაღდალეწილი შალვა ახალციხელი ტყვედ წაიყვანეს. ჯალალ ად-დინმა სახელგანთქმულ ახალციხელს სამართავად ქალაქები-მარანდი, სალმასი, ურმია და უშნუ მისცა, მაგრამ იგი მტრის სალაშქრო გეგმებს საიდუმლოდ ტფილისს ატყობინებდა. ქართველ გმირს ვერც სარწმუნოება შეაცვლევინეს და ვერც სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავდადება გაუნელეს. ჯალალ ად-დინის ბრძანებით სასტიკად აწამეს და ხმლებით აჩეხეს უდიდესი გმირი-ჭეშმარიტი ქართველი შალვა ახალციხელი, " რომელ არა ყოფილა კაცთა შორის მისებრი ჭაბუკი და მეომარი" ასეთი იყო გარნისის ბრძოლა,მისი მიმდინარეობა, დასასრული და შედეგები. თითქოს, ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ თურმე ყველაფერი მაშინ იწყებოდა და მომავალს ანადგურებდა. მუსლიმთა უთვალავი მხედრობა ტფილისისკენ მოჰქროდა და ეს მაშინ, როდესაც აქ მტერს ვეღარავინ დახვდებოდა მსგავსი შალვა თორელ-ახალციხელისა...
"გზა და ჭეშმარიტება"
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. რომ არა ღალატი,რომელიც მუდამ თან გვდევდა,ვინ იცის..იქნებ არ დაგვეღვარა ამდენი სისხლიანი ცრემლი...... რომ არა ღალატი,რომელიც მუდამ თან გვდევდა,ვინ იცის..იქნებ არ დაგვეღვარა ამდენი სისხლიანი ცრემლი......
17. ძალიან საინტერესოა :) ძალიან საინტერესოა :)
16. საინტერესოა საინტერესოა
15. კარგი შვილი ხარ შენ, ნიჭიერი და კეთილი. ძალიან მახარებ შენი ყურადღებით;; კარგი შვილი ხარ შენ, ნიჭიერი და კეთილი. ძალიან მახარებ შენი ყურადღებით;;
13. პატრიოტი პრინცესა;;) პატრიოტი პრინცესა;;)
12. არ მიყვარს ისტორია :(
ვერ შევაფასებ და არ გამიბრაზდეთ :( არ მიყვარს ისტორია :(
ვერ შევაფასებ და არ გამიბრაზდეთ :(
10. კარგი გოგო ხარ თეკლა, გაიხარე... კარგი გოგო ხარ თეკლა, გაიხარე...
9. დავწერ უნდა მეთქვა :) დავწერ უნდა მეთქვა :)
8. დიდი მადლობა ყველას :)
ქ-ნო თამარ, ძალიან საინტერესო რამეზე მიმითითეთ და აუცილებლად დავწერე ამაზეც :) დიდი მადლობა ყველას :)
ქ-ნო თამარ, ძალიან საინტერესო რამეზე მიმითითეთ და აუცილებლად დავწერე ამაზეც :)
7. და შენ თუ იცი, ჯალალ-ად-დინს ასე ძლიერ რატომ სწყუროდა ქართველთა სისხლი? ამის მოპოვებაც საინტერესო იქნებოდა! ყოჩაღ, თეკლა. =D> და შენ თუ იცი, ჯალალ-ად-დინს ასე ძლიერ რატომ სწყუროდა ქართველთა სისხლი? ამის მოპოვებაც საინტერესო იქნებოდა! ყოჩაღ, თეკლა. =D>
6. რა სასიამოვნოდ იკითხები თეკლა?5 შენ ნაწერში და კიდევ5სამშობლოს სიყვარულისთვის!:) რა სასიამოვნოდ იკითხები თეკლა?5 შენ ნაწერში და კიდევ5სამშობლოს სიყვარულისთვის!:)
5. მერე გეტყვი ჩემს კომენტარს ყურში ;) მერე გეტყვი ჩემს კომენტარს ყურში ;)
4. ეს ბავშვი შეყვარებულია საქართველოზე და ისტორიაზე
ნუციკო დეკანოზიშვილი. 2008-07-09 16:34:20 ------------------------------------------------------------------------- ჩემზეც ალბათ... :D ეს ბავშვი შეყვარებულია საქართველოზე და ისტორიაზე
ნუციკო დეკანოზიშვილი. 2008-07-09 16:34:20 ------------------------------------------------------------------------- ჩემზეც ალბათ... :D
3. მიყვარს თეკლას ისტორიული ნარკვევები ;;) 5
ეს ბავშვი შეყვარებულია საქართველოზე და ისტორიაზე :)
მიყვარს თეკლას ისტორიული ნარკვევები ;;) 5
ეს ბავშვი შეყვარებულია საქართველოზე და ისტორიაზე :)
2. ვერც დავიჯერებდი, ამის ავტორი თუ 15 წლის გოგოს იქნებოდა... :) :-*
ასე იყო სულ და არის დღესაც საქართველოში, ერთმანეთის გვერდით დგანან ხოლმე გმირები და მოღალატეები... ვერც დავიჯერებდი, ამის ავტორი თუ 15 წლის გოგოს იქნებოდა... :) :-*
ასე იყო სულ და არის დღესაც საქართველოში, ერთმანეთის გვერდით დგანან ხოლმე გმირები და მოღალატეები...
1. კარგი გოგო ხარ თეკლა :) კარგი გოგო ხარ თეკლა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|