ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანდრო ბერიძე
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2010


თეთრი საფლავი

თეთრ საფლავს ვითხრი სიტყვებს შორის
და მისი სიღრმე
ზედაპირზეა
უთქმელობით გაფითრებული.

ადვილი არის დასასრული,
მე ახლა ვიწყებ
სიკვდილთან შეყრას,
როგორც დიდი დღესასწაულის...

გაუთლელ კალამს გაუთვლელი მოსდევს ფრაზები,
კაცმა არ იცის სად იწყება ის რაც მთავრდება,
და ზოგჯერ ქარში მეფანტება სულის ხაზები,
და ზოგჯერ ქალში ვიძირები მთლიან არსებად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები