ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგიზი
ჟანრი: პოეზია
10 აგვისტო, 2010


მცირედი გაუგებრობა

                                          ჩემს უფროს მეგობარს -
                                          ჯანო ონიანს.
ჯერ ლექსი არ მითქვამს შენთვის
(კაცმა რომ თქვას, კიდეც ვდარდობ),
თუ სიტყვა ვერ გითხარ დღემდე,
დამნაშავე მე ვარ მარტო.

მე ისეთი ვერ ვარ სულ მთლად, -
ზაფხულშიაც ხშირად ვმარტობ,
"მუხბედ ჯისგდი ხოჩა მუშვან"*
და ეს მიხარია მარტო.

ჩვენ, პოეტებს, ერთი რამ გვჭირს -
ზოგს ვატირებთ, ზოგსაც ვართობთ,
ასს გავზომავთ, ერთხელ გავჭრით,
ჯვარსაც ბეჭით ვზიდავთ მარტო.

გწამდეს, კაცად გიცნობ დღემდე,
გული გაგიხსნია ფართოდ,
"სხვისი ჭირი - ღობეს ჩხირი",
შენთვის ანდაზაა მარტო.

არ გეწყინოს, გეტყვი, ძმა ხარ,
თუმც სათქმელი მაინც მაკრთობს...
დითირამბებს რომ მღერიხარ,
ეგ ვერ გამიგია მარტო.

*მუხბედ ჯისგდი ხოჩა მუშვან - ძმად მეგულვი კარგო სვანო (სვანური დიალექტი)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები