გაჩერებაზე იდგა პატარა ჰქონდა ნაყინი, გული ალალი იდგა დაღლილი ღმერთის ამარა, დასთამაშებდა ოქროს დალალი.
თითებს ახვევდა სხივის ჰამაკში, თვალებს ხვდებოდა სინათლის მუშტი მას ახარებდა მზესთან თამაში და მოფარფატე ფერადი ბუშტი.
მეც პატარასთან ვიდექი მუნჯად ხარბად ლოკავდა ყავისფერ ნაყინს, გადაქცეოდა ლოყები ფუნჯად, ეთხუპნებოდა ღაწვები მაყვლის.
და ხარხარებდა უგონოდ ბავშვი, რომ სხივი თავზე დასაყრელია და სიხარულით იძახდა ხალხი: ''საყვარელია, საყვარელია!"
მომინდა მასთან სიცილი მზეზე, რამ გამაჩერა? ალბათ შიშია, თორემ უთუოდ იტყოდნენ ჩემზე: "მგონი გიჟია, მგონი გიჟია!"
უცბად გაჩერდა ქვეყნიერება როდესაც გამვლელს მხარი გაეკრა და შოკოლადის ბედნიერება მტვრიან და ბინძურ ასფალტს გაერთხა.
სიჩუმე, დუმილი! შესცქერის მიწას - გზა უგრძნობია, მტკიცე ვით გრდემლი! მშობელის რჩევას ის ვეღარ იცავს, ნაღვერდალივით აწვება ცრემლი.
რა გაამთელებს ახლა მის ნატკენს? ქალაქი გიჟს ჰგავს და დაიყვირებს: გაჩუქებთ ნაყინს, ტკბილეულს, კანფეტს! ოღონდ პატარავ შენ ნუ იტირებ!
...
ალბათ გარშემო საუბრობს ხალხი, რომ ახალი აქვს რაღაც ნაყიდი... როცა თბილისის მხურვალ ასფალტზე კაკაოსფერი დნება ნაყინი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მადლობა მოსახელევ , ვეცდები გავითვალისწინო შენი რჩევები შემდეგში მადლობა მოსახელევ , ვეცდები გავითვალისწინო შენი რჩევები შემდეგში
7. იდგა დაღლილი ღმერთის ამარა, დასთამაშებდა ოქროს დალალი. მშვენიერია სეხნიავ. კომენტარის არ მჯერა, შეფასების - კი. გავბედავ და მცირეოდენს გეტყვი. ჩემის აზრით დასახვეწია სტილი ამ ლექსის. ემოციურად ნორმალური, ტექნიკურადაც მიხედე. საერტო ჯამში კარგი ნამუშევარი. წარმატებებს გისურვებ, მუზების თანადგომას. იდგა დაღლილი ღმერთის ამარა, დასთამაშებდა ოქროს დალალი. მშვენიერია სეხნიავ. კომენტარის არ მჯერა, შეფასების - კი. გავბედავ და მცირეოდენს გეტყვი. ჩემის აზრით დასახვეწია სტილი ამ ლექსის. ემოციურად ნორმალური, ტექნიკურადაც მიხედე. საერტო ჯამში კარგი ნამუშევარი. წარმატებებს გისურვებ, მუზების თანადგომას.
6. პატარა ნაყინით ნამდვილად წარმოვიდგინე... მეტი რა გითხრა,+2 და წარმატებები პატარა ნაყინით ნამდვილად წარმოვიდგინე... მეტი რა გითხრა,+2 და წარმატებები
5. madloba yvelas, mixaria tu mogewonat. da beqa imedia didxans ar gagrzeldeba eg :) madloba yvelas, mixaria tu mogewonat. da beqa imedia didxans ar gagrzeldeba eg :)
4. ეს ბოლომდე რჩება ჩემს ფავორიტ ლექსად შენს შემოქმედებაში :) ეს ბოლომდე რჩება ჩემს ფავორიტ ლექსად შენს შემოქმედებაში :)
3. კარგია: ლაღიც და სევდიანიც ერთდროულად 5! კარგია: ლაღიც და სევდიანიც ერთდროულად 5!
2. ლამაზი, თბილი და საყვარელი ნაწერია... :) ლამაზი, თბილი და საყვარელი ნაწერია... :)
1. მას ახარებდა მზესთან თამაში და მოფარფატე ფერადი ბუშტი.
... :) მას ახარებდა მზესთან თამაში და მოფარფატე ფერადი ბუშტი.
... :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|