ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინია_79
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 ივნისი, 2010


# # #


# # #
ჩვენ ვტრიალებთ ოდნავ დახრილ დედამიწასთან ერთად და ვეძებთ ბედნიერებას,თითქოს ესაა და მან ხორცი შეისხა,სახე შეიძინა და უნდა ვიცნოთ,რომ ვუმასპინძლოთ. არადა ხანდახან რწმენა იყინება მზერასავით, უიმედობა კი ზენიტშია.რა ხდება ასეთ დროს?
შეგრძნებებს, მინავლებული ნაკვერჩხლებივით ეცლება ძალა,თუმცა სიცოცხლე სულის შებერვამდე ბოლავს...ძლიერი ინსტინქტი მზესთან ერთად თბება და ისევ იბადება ათასმეერთე გარიჟრაჟი ტკივილ გალოკილი.
# # #
მემილირდე საათია ჩემი სუნთქვის. . . მეფიქრები. . .
დამალული მზის სხივივით მედარდები, ცივა.
დღეს,გაუხეშებული ხელიგულებით შევუმშრალე დედამიწას გამთენიის ცვარი და წამების ნაცვლად შევინახე დასამრცვლ საათში. ახლა სიცოცხლეს წვეთების ხმა აქვს და რატომღაც მეიმედება გამთბარი სულის სიჩუმე.
ხვალ, რაღაც ისეთი უნდა ჩავიდინო, რაც აჯობებს უთავბოლო სიამაყეს. ალბათ ნაჭუჭიდან გამოვძვრები და მრავალუჯრედიანი სირთულეებით, სამყაროს საკვებს მივეკვრები ტკიპასავით.
უნდა გადავრჩე_ თანდაყოლილი ინსტინქტია. . .
ახლა კი უბრალოდ სიმშვიდე მინდა,ჩემი წილი, რომ ვერ ავწონეთ და ილუზია შევარქვით

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები