ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2010


სარკის მიღმა

სველი ამინდი -
დაყრდნობილი  სიბერის მიჯნას!
სუნთქვის აორტა
მეტასტაზებს იყუჩებს მორფით...
„წუთით - წამს შთანთქავს და ვერ ირგებს წამის მეასედს“
- - -
ვიწრო ქუჩები
გაზაფხულის მირაჟს ირგებენ -
და...
ბზარგაჩენილ აივნებზე სასცენო დრამა...
„ახლა უბრალო საკუჭნაოდ ქმნილი პროფილი
გადასაგდებად შემონახულ ნივთებს, რომ იტევს“
- - -
სულის ტკივილი!
აქ - სიკვდილი ისე ახლოა...
(შემოდგომისას - მოფარფატე ფოთოლს, რომ თრგუნავს
ალვის ხეებზე მიბჯენილი შლეგი ამინდი...)
და ფორმალურად...
რენუარის ფერებში რთავს ზედამხედველი
„აივანს“ - სადაც გაიყინა ერთფეროვნება!
- - -
მოხუცის ლანდი!
ექომ ცაზე გახია ფარდა...
ცხელ წვიმის ფონზე ასფალტისფერს ირგებდა გუბე!
და -
წვიმა ფურცლავს სარკის მიღმა არეკლილ მანევრს:
„სიკვდილს უხმობს და ვერ ელევა მაინც სიცოცხლეს“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები