ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პროზა
13 ივნისი, 2010


ამღვრეულ ცასა თუ ამღვრეულ თვალებში

ცა აიმღვრა -
აჭრილი რძესავით გაიყარა ღრუბლების გუნდი
და...
მონოტონური ამოუცნობმა ფერებმა შთანთქეს!

- - -
გიყვარს ცა?
- კი... როცა ამღვრეულია.
და როცა მოწმენდილი?
- არა! მოწმენდილ ცაში ჩემს პროფილს ვერ ვცნობ... (და ხედვა ისევ ცისკენ მიმართა)
რითი გგავს (ამღვრეული) ცა?
- თვალებით! მხოლოდ თვალებით.
(ისიც თითქოს დარაბებს მიღმაა... გადაჰყურებს ნაცრისფერ მიწას)
ალბათ ახლა იქ ხარ... ცის იქით! სადაც ილუზია რეალობასთან ყველაზე ახლოა?
- კი... ჩვენ ვიგონებთ ამოუცნობ ფერებს... იქ ადამიანებს თვალები არ აქვთ!
და აქ?
- აქ?! აქ ყველა გაგვირბის... ჩვენ აქაურებს არ ვცნობთ!

- - -
თეთრ ხალათში ჩაცმული ჟურნალისტი...
ათრთოლებულ ბგერას ორატორული ხერხით კლავდა
„ამღვრეულ ცასა თუ ამღვრეულ თვალებში“
- - -
დატოვა შენობა...
ე.წ. „ნაცრისფერ მიწაში“ ჩარგო თავი -
და...
მაშინ აიხედა, როცა გაცრეცილ ჟალუზებს „სუნთქვა უნელდებოდა“
ყ ვ ი რ ი ლ ი...
ცა მონოტონურ ფერს ისხამდა -
და... მრუში ქალივით ეფერებოდა - „თეთრ გაზონს“
(ამღვრეულ თვალებს - კვლავ გაურკვევლობდა მართავდა) -
სადღაც...
ცის იქით!
ან...
ცის აქეთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები