ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
10 ივლისი, 2008


''ვერასდროს''

გახუნდნენ ხედები,
გახევდნენ ხეები,
ხიდები თავხედად
განუდგნენ კალაპოტს.
ვგრძნობ, როგორ ვბერდები,
ვგრძნობ, როგორ ბეზრდებათ
დახუჭვა-გახელა
თვალებს,
ბაგეებს კი
ღიმილი აცვდებათ...
არ მახსოვს
რამდენჯერ გნახე და ვერ გნახე,
მზერაც დაიღალა,
ცისკენ აქნეული
ყოვლად უშედეგოდ,
უგნურად, უმიზნოდ...
მიწისკენ ვეშვები
სულით, თუ სხეულით
(იქნებ, ორივეთი,
და სიკვდილს ვეღარ ვგრძნობ!)
ერთად თუ ვიქნებით,
თუნდ დასალიერში,
ჩემს თავს ვეკითხები...
ისევ დუმილი სჯობს!
ფიქრებს ვექიშპები,
საათის ისრებით
მიტევენ სიტყვები
და მახრჩობს_
''ვერასდროს''...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები