 | ავტორი: ია-ია ჟანრი: პროზა 13 ივნისი, 2010 |
ორი წლის ვიყავი, როცა მამამ მოსკოვიდან ჩამომიტანა. იმხელა ყუთში იწვა, ჩემზე მაღალი ჩანდა. სახურავი რომ ავხადე ისეთი სილამაზე იყო!!! ორი სქელი, ქერა ნაწნავით და ლურჯი ფახულა თვალებით. აღტაცებისგან შევკივლე. -სახელი უნდა შევურჩიოთ!- მითხრეს მშობლებმა. ბიძაშვილი მყავდა ლალი, ისე მიყვარდა, მასზე ლამაზი თუ ვინმე დადიოდა ამ ქვეყანად, არ მეგონა, ამდენად, დიდხანსაც არ მირჩევია, ლალი დავარქვი. იმ დღის მერე ლალი-თოჯინა გახდა ჩემი დაც, მეგობარიც, შვილიც და მოკლედ ყველაფერი ამ ქვეყნის ზურგზე... ყველგან თან დავატარებდი: სტუმრად, ეზოში, პოლიკლინიკაში, ვერის ბაღში... აუარება ტანსაცმელი ქონდა, მთელი ჩემი ბავშვობისდროინდელი მორთულ-მოკაზმულობა მას გადავულოცე და ასე გაპრანჭულს ნამდვილი ბავშვისგან ძლივს განასხვავებდით. მახსოვს, ერთხელ, ვერის პარკში სეირნობისას, ხანდაზმულმა ქალმა დედაჩემს შენიშვნა მისცა: - ასეთ პატარა ბავშვს ჩვილს როგორ ანდობთო?! დედას გაეცინა და თოჯინა შემოუტრიალა... საკმაოდ ბუნჩულა და უწყინარი ბავშვი ვიყავი, არ მახსოვს სათამაშო გამეფუჭებინოს. ამ ლალი-თოჯინაზე რა მემართებოდა დღესაც არ ვიცი... ინტერესი მკლავდა, როგორ აფახულებდა თვალებს. როგორც კი დედას სამზარეულოში დავიგულებდი, ჩავისვამდი ლალი-ბაიას კალთაში და ჯერ ნელა და მერე თანდათან ძალის მომატებით ვაწვებოდი თვალებზე, მაინტერესებდა როგორ ქონდა დამაგრებული...თვალიც რა თქმა უნდა ვერ უძლებდა და...ორი ორმოდან შეშინებული ჩავცქეროდი თავის კოლოფში ჩაცვენილ თვალებს... საღამოს მამას აწითლებული ვხვდებოდი და ვეუბნებოდი, რომ ლალი-ბიამ თვალი იტკინა... მამაც აუღელვებლად, მშვიდად მართმევდა "ბავშვს" და "ტრეპანაციას" უტარებდა. საგულდაგულოდ მიარჩილავდა თვალებს და ლალიც ისევე მხიარულად მიპაჭუნებდა თავის ხატულა წამაწამებს... "ბოდიში, მეტს აღარ ვიზამ" ზუსტად ერთი კვირა გრძელდებოდა... მერე ისევ ინტერესი მკლავდა, რამდენად საიმედოდ მიმაგრდა თვალები.. და ისევ იგივე ისტორია მეორდებოდა...ეხლაც მახსოვს ის გულისცემა, რაც თვალების თავში ჩავარდნის წკაპუნს მოყვებოდა ხოლმე... მორიგი "პლასტიკური" ოპერაციის მერე მამამ მითხრა, რომ ლალი ვეღარასდროს შეძლებდა თვალების ფახულს... საღამოს, ძილის წინ, საწოლზე დედა ჩამომიჯდა და სევდიანად მითხრა:- რატომ სტკენ დედი ლალის? ეგ თოჯინაა, ისევე ტკივა როგორც ჩვეენოო... მახსოვს, მთელი ღამე გულში ვიხუტებდი და პატიებას ვთხოვდი ლალი-თოჯინას... მას მერე მსგავსი ქმედება აღარ ჩამიდენია...ლალი კი ისევ ჩემი ერთგული და უცვლელი "შვილი" დარჩა... ვიზრდებოდი... ლალი-ბაია ჩემი ყველა სასიხარულო თუ სევდიანი ისტორიის მესაიდუმლე რჩებოდა, ოღონდ ერთი განსხვავებით, თვალებგაშტერებული მისმენდა ... თანდათან თმები გაეპუწა, უკვე დავარცხნაც ვეღარ შველოდა...პლასტმასის სხეულიც ანემიური ფერით შეეცვალა და სახეზეც თითქოს ციანოზი შეეპარა... სკოლა დავამთავრე და გავფრინდი დედის სახლიდან...მშობლიურ სახლში ყოველ შერბენაზე ლალის "კურნოსა" ცხვირს ვკოცნიდი და ვუღიმოდი ... ერთხელაც ლალი არ დამხვდა... -ისე გაუხარდა მენაგვეს, ჩემს შვილს წავუყვან მითხრაო- დედამ.- რაღად გინდოდა? შენ უკვე დიდიც ხარ და ტყუილად ადგილს აკავებდა, ეხლა სხვა გაიხარებს მისითო... ნაღვლიანი წამოვედი დედისგან...გზად თავს ვინუგეშებდი - მე უკვე დიდი ვარ, 18 წლის და უკვე ჩემი ნამდვილი გიო -ბაია მყავს... ბავშვობა დასრულდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
47. დღემდე მიყვარს ჩემი თოჯინები სიყავრულით ვაკვირდები ხოლმე და ეს ნაწერი მეთბილა და მესმიამოვნა.
მე უკვე დიდი ვარ, 18 წლის და უკვე ჩემი ნამდვილი გიო -ბაია მყავს... ალბათ ეს მინც ყველაზე დიდი საჩუქარია
დღემდე მიყვარს ჩემი თოჯინები სიყავრულით ვაკვირდები ხოლმე და ეს ნაწერი მეთბილა და მესმიამოვნა.
მე უკვე დიდი ვარ, 18 წლის და უკვე ჩემი ნამდვილი გიო -ბაია მყავს... ალბათ ეს მინც ყველაზე დიდი საჩუქარია
46. როგორ , განა ბავშვობა დასრულდა ?... როგორ , განა ბავშვობა დასრულდა ?...
45. რა ლამაზი და სევდისმომგვრელი ამბავია.....;) რა ლამაზი და სევდისმომგვრელი ამბავია.....;)
44. ვაააახ, რა სევდიანი იყოოო:( :-* ვაააახ, რა სევდიანი იყოოო:( :-*
43. რა კარგი იყო :)
:*:*:*:*:*
+2 რა კარგი იყო :)
:*:*:*:*:*
+2
41. გამიხარდა ილუსტრაციის ნახვა :) ეგეთი თოჯინა დედაჩემს ყავდა :D ბებიაჩემის ნაქონიი :) ალბათ ისეც მაგ ასაკის იქნებოდა :D გამიხარდა ილუსტრაციის ნახვა :) ეგეთი თოჯინა დედაჩემს ყავდა :D ბებიაჩემის ნაქონიი :) ალბათ ისეც მაგ ასაკის იქნებოდა :D
40. დედააა :D:D:D იუბილე გადავუხადოოთ :D:D:D დედააა :D:D:D იუბილე გადავუხადოოთ :D:D:D
39. მე თურმე სულ არ გგავართ თქვენ! 80-მდე თოჯინა მყავდა... და სუუულ პატარა თვალხუჭუნა თოჯინა - ყველაზე უფროსია ასაკით, - 1907-შია ნაყიდი! არ შემშლია, 103 წლისაა ახლა! :) ილუსტრაციაში დავდებ მის სურათს... :))))))))) ახლაც ვიტრინაში მიზის... მე თურმე სულ არ გგავართ თქვენ! 80-მდე თოჯინა მყავდა... და სუუულ პატარა თვალხუჭუნა თოჯინა - ყველაზე უფროსია ასაკით, - 1907-შია ნაყიდი! არ შემშლია, 103 წლისაა ახლა! :) ილუსტრაციაში დავდებ მის სურათს... :))))))))) ახლაც ვიტრინაში მიზის...
38. ჰო... დანაშაულის შეგრძნებასავითაა :) თეე :-* ჰო... დანაშაულის შეგრძნებასავითაა :) თეე :-*
37. :)მე კი მიყვარდა ის წინსაფრიანი ზანგი, მაგრამ შეიძლება ზედმეტი სიყვარულითაც მომივიდა:D ისე იყო-ხოლმე წყლით გაჟღენთილი... დანაშაულის გრძნობასავით მაქვს.
ჰო, წეღან დამავიწყდა, 3-4 წლის წინ ყველა შემორჩენილი თოჯინა გადავაგდე, ერთიანად გავიმეტე. ვეღარ ვუყურებდი, უფუნქციოდ რომ დარჩნენ:(:)
:)მე კი მიყვარდა ის წინსაფრიანი ზანგი, მაგრამ შეიძლება ზედმეტი სიყვარულითაც მომივიდა:D ისე იყო-ხოლმე წყლით გაჟღენთილი... დანაშაულის გრძნობასავით მაქვს.
ჰო, წეღან დამავიწყდა, 3-4 წლის წინ ყველა შემორჩენილი თოჯინა გადავაგდე, ერთიანად გავიმეტე. ვეღარ ვუყურებდი, უფუნქციოდ რომ დარჩნენ:(:)
36. ვაიი :D თეე, ეხლა ამ შენმა კომენტარმა იცი რა გამახსენა? :D მე და ზუსტად აი ამ ჩემს ბიძაშვილს - ლალის, მამაჩემმა მოსკოვიდან ჩამოგვიტანა ზანგი თოჯინები :) მე რა თქმა უნდა სიხარულით ჩავიხუტე :D და ლალიმ მოისროლაა :D რად მინდოდა ეს ჭუჭყიანი თოჯინაოო :D ვაიი :D თეე, ეხლა ამ შენმა კომენტარმა იცი რა გამახსენა? :D მე და ზუსტად აი ამ ჩემს ბიძაშვილს - ლალის, მამაჩემმა მოსკოვიდან ჩამოგვიტანა ზანგი თოჯინები :) მე რა თქმა უნდა სიხარულით ჩავიხუტე :D და ლალიმ მოისროლაა :D რად მინდოდა ეს ჭუჭყიანი თოჯინაოო :D
35. ძლივს მოვედი აქ კომენტარითურთ.:)
ლამაზი თოჯინები არ მაკლდა ბავშვობაში, თუმცა ძალიან ძველებმა ვეღარ მოაღწიეს შედარებით დიდობამდე (საკმაოდ ტრაგიკული მიზეზის გამო). ჰოდა, სულ ვოცნებობდი, მოლაპარაკე თოჯინა მყოლოდა, დასავით:) ვიღაცამ მითხრა, რომ სადღაც არსებობდა ასეთი... ან, იქნებ, არსებობს კიდეც.
ერთი მყავდა, ნაჭრის, ზანგი იყო. სულ ნემსებს ვუკეთებდი ნამდვილი შპრიცით და წყლით. ვეღარ აუტანია ბოლოს და გადასაგდები გამხდარა.
ია-ია-კო, რამდენი რამ გამახსენე, რაც ისედაც სულ ჩემთანაა, მაგრამ...:-*
არა, არ მთავრდება ბავშვობა... არასდროს.
ძლივს მოვედი აქ კომენტარითურთ.:)
ლამაზი თოჯინები არ მაკლდა ბავშვობაში, თუმცა ძალიან ძველებმა ვეღარ მოაღწიეს შედარებით დიდობამდე (საკმაოდ ტრაგიკული მიზეზის გამო). ჰოდა, სულ ვოცნებობდი, მოლაპარაკე თოჯინა მყოლოდა, დასავით:) ვიღაცამ მითხრა, რომ სადღაც არსებობდა ასეთი... ან, იქნებ, არსებობს კიდეც.
ერთი მყავდა, ნაჭრის, ზანგი იყო. სულ ნემსებს ვუკეთებდი ნამდვილი შპრიცით და წყლით. ვეღარ აუტანია ბოლოს და გადასაგდები გამხდარა.
ია-ია-კო, რამდენი რამ გამახსენე, რაც ისედაც სულ ჩემთანაა, მაგრამ...:-*
არა, არ მთავრდება ბავშვობა... არასდროს.
34. ჰჰ... აი მე რომ 22 ის ვარ და კიდევ სათAმაშოებს ვაროვებ ეგ რისი ბრალიაააა
2 ჰჰ... აი მე რომ 22 ის ვარ და კიდევ სათAმაშოებს ვაროვებ ეგ რისი ბრალიაააა
2
33. ბავშვობის ნოსტალგიით _ თბილი განცდით... ბავშვობის ნოსტალგიით _ თბილი განცდით...
32. es garedan wavikitxe mashin... saTauridan gamomdinare aqaur lalize megona :)
Zalians aTuTi naweria.... sxvanairi am gverdze verc iqneboda... mogonebebi bavSvobaze.. matze zvirfasi mgoni arc araferia......
mogikitxe mTeli guliT :-* es garedan wavikitxe mashin... saTauridan gamomdinare aqaur lalize megona :)
Zalians aTuTi naweria.... sxvanairi am gverdze verc iqneboda... mogonebebi bavSvobaze.. matze zvirfasi mgoni arc araferia......
mogikitxe mTeli guliT :-*
31. გამაჟრიალა იუშ////უთბილესი და უნაღდესია//////ძალიან მაგარია________________________ლალი _თოჯინა/////5555555555 გამაჟრიალა იუშ////უთბილესი და უნაღდესია//////ძალიან მაგარია________________________ლალი _თოჯინა/////5555555555
30. :) გაიხარე თეკლა :) ეს მოგონება ზუსტად ეგეთმა ძაფისთმებიანმა და უცნაური სუნის მქონე თოჯინამ დამაწერინა :) გუშინწინ მულიშვილი მყავდა სტუმრად და ეგეთი ბომბორა თოჯინა მომიყვანა, თვითონ "ბიჭიკოს" ეძახის :) ჩამიწვინა შუაში და მთელი ღამე ფუთავდა არ შეცივდესოო... :) ჩემი ბავშვობა გამახსენა... :) გაიხარე თეკლა :) ეს მოგონება ზუსტად ეგეთმა ძაფისთმებიანმა და უცნაური სუნის მქონე თოჯინამ დამაწერინა :) გუშინწინ მულიშვილი მყავდა სტუმრად და ეგეთი ბომბორა თოჯინა მომიყვანა, თვითონ "ბიჭიკოს" ეძახის :) ჩამიწვინა შუაში და მთელი ღამე ფუთავდა არ შეცივდესოო... :) ჩემი ბავშვობა გამახსენა...
29. ერთადერთი თოჯინა მყავდა, რაღაცნაირად არ მიყვარდა თოჯინები. ის კი დეიდაჩემმა გერმანიიდან ჩამომიტანა, ძაფის თმა და უცნაური სუნი ჰქონდა. ახლაც სულ თან დამყავს :) თავი მოძვრა და გადავაკერებინე, უნდა იცოცხლოს. ჩემი მემატიანეა. ერთადერთი თოჯინა მყავდა, რაღაცნაირად არ მიყვარდა თოჯინები. ის კი დეიდაჩემმა გერმანიიდან ჩამომიტანა, ძაფის თმა და უცნაური სუნი ჰქონდა. ახლაც სულ თან დამყავს :) თავი მოძვრა და გადავაკერებინე, უნდა იცოცხლოს. ჩემი მემატიანეა.
28. დამასევდიანა. არის ამ ჩანახატში რეალობა.ხოდა ამიტომ. კარგია, როცა ასეთი მეგობარი გყავს :) მომეწონა ჩანახატი :)
დამასევდიანა. არის ამ ჩანახატში რეალობა.ხოდა ამიტომ. კარგია, როცა ასეთი მეგობარი გყავს :) მომეწონა ჩანახატი :)
27. ჩემი ია-ბაია...:-* ვისიამოვნე ბავშვობაში დაბრუნებით...:) თანაც გამახსენდა...დიდი თვალებფახულა...ოქროსნაწნავებიანი მეც მყავდა...ერთხელ ვითომ გამაბრაზა და ვცემე ჯოხით... მოსძვრა თავი და მერე დიდხანს ვტიროდი...:)
ჩემი ია-ბაია...:-* ვისიამოვნე ბავშვობაში დაბრუნებით...:) თანაც გამახსენდა...დიდი თვალებფახულა...ოქროსნაწნავებიანი მეც მყავდა...ერთხელ ვითომ გამაბრაზა და ვცემე ჯოხით... მოსძვრა თავი და მერე დიდხანს ვტიროდი...:)
26. ''ლალი-ბაია'':) მოგიკითხე ია.
``ლალი-ბაია``:) მოგიკითხე ია.
25. უდიდესი მადლობა ბატონ ფლე-შს :) მის მიერ მითითებული ხარვეზები შეძლებისდაგვარად ჩავასწორე :) :-* უდიდესი მადლობა ბატონ ფლე-შს :) მის მიერ მითითებული ხარვეზები შეძლებისდაგვარად ჩავასწორე :) :-*
24. თბილი მოკიხვები უთბილეს ავტორს :-* თბილი მოკიხვები უთბილეს ავტორს :-*
23. ჩემსას ბოთე ქვია და ერთი წლის რომ გავხდი მაშინ მაჩუქეს. დღემდე თან დავათრევ ყველგან.. მოგიკითხეთ ქალბაონო ია.. მიყვარს აქ მოსვლა.. ჩემსას ბოთე ქვია და ერთი წლის რომ გავხდი მაშინ მაჩუქეს. დღემდე თან დავათრევ ყველგან.. მოგიკითხეთ ქალბაონო ია.. მიყვარს აქ მოსვლა..
22. დაისის იუმორს ვერ მივხვდი... :( გიო-ბაია ჩემი შვილია, დღესდღეისობით 29 წლის და მხედველობას ღვთის წყალობით არ უჩივის... :) მადლობთ ყველას, ვინც წაიკითხა :) ბედნიერი ვარ, თუ ორი წამით მაინც მიგაბრუნეთ ბავშვობაში :) დაისის იუმორს ვერ მივხვდი... :( გიო-ბაია ჩემი შვილია, დღესდღეისობით 29 წლის და მხედველობას ღვთის წყალობით არ უჩივის... :) მადლობთ ყველას, ვინც წაიკითხა :) ბედნიერი ვარ, თუ ორი წამით მაინც მიგაბრუნეთ ბავშვობაში :)
21. ძალიან დადებითი ემოცია მომიტანა.:-* 555! ძალიან დადებითი ემოცია მომიტანა.:-* 555!
20. დაისო მეხამუშა... თავიდან გადაიკითხე რაა... დაისო მეხამუშა... თავიდან გადაიკითხე რაა...
19. მე უკვე დიდი ვარ, 18 წლის და უკვე ჩემი ნადვილი გიო -ბაია მყავს... ბავშვობა დასრულდა...
ისეც ხდება, ბავშვური თვისებები დიდობაშიც გადაყვება ხოლმე ადამიანს, თუ ასეა, კაი ხნის თვალებდათხრილი იქნება ალბათ, გიო-ბაია :) :) :) მე უკვე დიდი ვარ, 18 წლის და უკვე ჩემი ნადვილი გიო -ბაია მყავს... ბავშვობა დასრულდა...
ისეც ხდება, ბავშვური თვისებები დიდობაშიც გადაყვება ხოლმე ადამიანს, თუ ასეა, კაი ხნის თვალებდათხრილი იქნება ალბათ, გიო-ბაია :) :) :)
18. სკოლა დავამთავრე და გავფრინდი დედის სახლიდან...მშობლიურ სახლში ყოველ შერბენაზე ლალის "კურნოსა" ცხვირს ვკოცნიდი და ვუღიმოდი ... ერთხელაც ლალი არ დამხვდა... - ისე გაუხარდა მენაგვეს, ჩემს შვილს წავუყვან მითხრაო- დედამ.- რაღად გინდოდა? შენ უკვე დიდიც ხარ და ტყუილად ადგილს აკავებდა, ეხლა სხვა გაიხარებს მისითო... ნაღვლიანი წამოვედი დედისგან...გზად თავს ვინუგეშებდი - მე უკვე დიდი ვარ, 18 წლის და უკვე ჩემი ნადვილი გიო -ბაია მყავს... ბავშვობა დასრულდა...
მეტკინა... ცუდია, როცა ჩვენს გარეშე წყვეტენ, როდის უნდა დამთავრდეს ჩვენი ბავშვობა... :( :(( 5 სკოლა დავამთავრე და გავფრინდი დედის სახლიდან...მშობლიურ სახლში ყოველ შერბენაზე ლალის "კურნოსა" ცხვირს ვკოცნიდი და ვუღიმოდი ... ერთხელაც ლალი არ დამხვდა... - ისე გაუხარდა მენაგვეს, ჩემს შვილს წავუყვან მითხრაო- დედამ.- რაღად გინდოდა? შენ უკვე დიდიც ხარ და ტყუილად ადგილს აკავებდა, ეხლა სხვა გაიხარებს მისითო... ნაღვლიანი წამოვედი დედისგან...გზად თავს ვინუგეშებდი - მე უკვე დიდი ვარ, 18 წლის და უკვე ჩემი ნადვილი გიო -ბაია მყავს... ბავშვობა დასრულდა...
მეტკინა... ცუდია, როცა ჩვენს გარეშე წყვეტენ, როდის უნდა დამთავრდეს ჩვენი ბავშვობა... :( :(( 5
17. რა საყვარლი პროზააააა :) გამახსენდა მეც ჩემი ჟღალთმიანი თოჯიჯა:) უთბილესი რა საყვარლი პროზააააა :) გამახსენდა მეც ჩემი ჟღალთმიანი თოჯიჯა:) უთბილესი
16. ია და ლალი! ორივემ გაიხარეთ თქვენს სამყაროებში!
ია, თქვენი ნაღველი დავიჭირე ბოლო წუთებში... თავს რატომ იდანაშაულებთ? ყველაფერი ხომ კანონზომიერია ცხოვრებაში! ჭილაძეს გაგახსენებთ ბავშვობის და ბავშვების თაობაზე:
– ბავშვები ერთმანეთს ზრდიან, ერთმანეთი გამოყავთ ბავშვობიდან, როგორც დიდებს ბრძოლის ველიდან, ანდა ცეცხლწაკიდებული სახლიდან, რადგან ადამიანის ბუნება საფუძვლიანად ვერც ერთ ასაკს ვერ ეგუება, შემდეგი უფრო ზემო საფეხური მიაჩნია სრულყოფილად და ამიტომაც დაუნანებლად, უკეთესობის იმედით გადადის ერთი ასაკიდან მეორეში, სანამ ბოლო საფეხურს არ მიაღწევს, რომელსაც სიბერე ჰქვია, რომლის იქითაც აღარაფერია და სწორედ მაშინ, ხელმეორედ ამოტივტივდება ხოლმე ადამიანის სულსა და გონებაში მისი ცხოვრების პირველი საფეხური, იმ პირველ საფეხურზე შემომდგარი, სულის შემძვრელად ნორჩი არსება, რომელიც თვითონ იყო ოდესღაც, თუმცა ახლა, ისევე გვანან ერთმანეთს, როგორც თავკომბალა და გომბეშო ანდა თავთავი და დაობებული პურის ყუა, მაგრამ იცის რომ ის, პირველ საფეხურზე შემომდგარი და თვითონ, უკანასკნელ საფეხურზე ჩამომჯდარი, ერთი და იგივე არსებაა, ორად გაყოფილი, არა, ორ უკიდურეს წერტილს შორის გაბმული, გაჭიმული სიმივით, სიმივით კი არა, ჭიაყელასავით, რომელიც სადაცაა გაწყდება, სადღაც შიგნით, საკუთარ არსებაში და ყველაფერი გათავდება, მაგრამ ერთბაშად კი არ მოკვდება, არამედ ნაწილ-ნაწილ, უფრო ზუსტად – ორჯერ, ჯერ პირველ საფეხურზე, მერე უკანასკნელზე, ჯერ თავს მოუკვდება და მერე ქვეყანას, ბავშვობა მხოლოდ მაშინ აჩენს სინანულის გრძნობას, როცა კარგახნის დამთავრებულია იგი, როცა წესიერად აღარც გვახსოვს, როცა ამ სათუთი და ვარდისფერი ჭურჭლის მხოლოდ რამდენიმე ნამტვრევიღა ბრჭყვიალებს დაბერებული სულის კუნჭულში, როგორც ხელმეორედ გათხრილი სამარხის ფსკერზე და როგორც არ უნდა ვეცადოთ, იმ ნამტვრევებიდან ვეღარ შევაკოწიწებთ სწორედ ისეთ ჭურჭელს, როგორიც ის იყო ოდესღაც და მაინც ბოლომდე ვერ ამოვიცნობთ იმ ჭურჭლის დანიშნულებას.
ლალი, იქნებ ის "სხვა" ჩვენი საყვარელი ია-იას მსგავსი მაინც გამოზარდო? თუ რამეს კიდევ გატკენენ, ეს მხოლოდ ბავშვური ცნობისმოყვარეობა იქნება მხოლოდ! იმედია იცი ეს შენ და პატიობ პატარებს :) ია და ლალი! ორივემ გაიხარეთ თქვენს სამყაროებში!
ია, თქვენი ნაღველი დავიჭირე ბოლო წუთებში... თავს რატომ იდანაშაულებთ? ყველაფერი ხომ კანონზომიერია ცხოვრებაში! ჭილაძეს გაგახსენებთ ბავშვობის და ბავშვების თაობაზე:
– ბავშვები ერთმანეთს ზრდიან, ერთმანეთი გამოყავთ ბავშვობიდან, როგორც დიდებს ბრძოლის ველიდან, ანდა ცეცხლწაკიდებული სახლიდან, რადგან ადამიანის ბუნება საფუძვლიანად ვერც ერთ ასაკს ვერ ეგუება, შემდეგი უფრო ზემო საფეხური მიაჩნია სრულყოფილად და ამიტომაც დაუნანებლად, უკეთესობის იმედით გადადის ერთი ასაკიდან მეორეში, სანამ ბოლო საფეხურს არ მიაღწევს, რომელსაც სიბერე ჰქვია, რომლის იქითაც აღარაფერია და სწორედ მაშინ, ხელმეორედ ამოტივტივდება ხოლმე ადამიანის სულსა და გონებაში მისი ცხოვრების პირველი საფეხური, იმ პირველ საფეხურზე შემომდგარი, სულის შემძვრელად ნორჩი არსება, რომელიც თვითონ იყო ოდესღაც, თუმცა ახლა, ისევე გვანან ერთმანეთს, როგორც თავკომბალა და გომბეშო ანდა თავთავი და დაობებული პურის ყუა, მაგრამ იცის რომ ის, პირველ საფეხურზე შემომდგარი და თვითონ, უკანასკნელ საფეხურზე ჩამომჯდარი, ერთი და იგივე არსებაა, ორად გაყოფილი, არა, ორ უკიდურეს წერტილს შორის გაბმული, გაჭიმული სიმივით, სიმივით კი არა, ჭიაყელასავით, რომელიც სადაცაა გაწყდება, სადღაც შიგნით, საკუთარ არსებაში და ყველაფერი გათავდება, მაგრამ ერთბაშად კი არ მოკვდება, არამედ ნაწილ-ნაწილ, უფრო ზუსტად – ორჯერ, ჯერ პირველ საფეხურზე, მერე უკანასკნელზე, ჯერ თავს მოუკვდება და მერე ქვეყანას, ბავშვობა მხოლოდ მაშინ აჩენს სინანულის გრძნობას, როცა კარგახნის დამთავრებულია იგი, როცა წესიერად აღარც გვახსოვს, როცა ამ სათუთი და ვარდისფერი ჭურჭლის მხოლოდ რამდენიმე ნამტვრევიღა ბრჭყვიალებს დაბერებული სულის კუნჭულში, როგორც ხელმეორედ გათხრილი სამარხის ფსკერზე და როგორც არ უნდა ვეცადოთ, იმ ნამტვრევებიდან ვეღარ შევაკოწიწებთ სწორედ ისეთ ჭურჭელს, როგორიც ის იყო ოდესღაც და მაინც ბოლომდე ვერ ამოვიცნობთ იმ ჭურჭლის დანიშნულებას.
ლალი, იქნებ ის "სხვა" ჩვენი საყვარელი ია-იას მსგავსი მაინც გამოზარდო? თუ რამეს კიდევ გატკენენ, ეს მხოლოდ ბავშვური ცნობისმოყვარეობა იქნება მხოლოდ! იმედია იცი ეს შენ და პატიობ პატარებს :)
15. ლამაზი და თბილი ნაწერია! მეც დამაბრუნა ბავშვობაში... სხვათაშორის, კარგად შენიშნა ნათიამ, ყველა ბავშვში დევს (ცნობისმოყვარეობასთან ერთად), ეს მზრუნველობითი მომენტი, ანუ დედობრივი ინსტიქტი, რაც მართლაც ღვთის კიდევ ერთი სასწაულის გამოვლენაა ადამიანში.
ნაწერს დიდი მოწონება! გაიხარე ია-ი,ა ამ თბილი და ბავშვივით სუფთა ნაწერისთვის!!! ლამაზი და თბილი ნაწერია! მეც დამაბრუნა ბავშვობაში... სხვათაშორის, კარგად შენიშნა ნათიამ, ყველა ბავშვში დევს (ცნობისმოყვარეობასთან ერთად), ეს მზრუნველობითი მომენტი, ანუ დედობრივი ინსტიქტი, რაც მართლაც ღვთის კიდევ ერთი სასწაულის გამოვლენაა ადამიანში.
ნაწერს დიდი მოწონება! გაიხარე ია-ი,ა ამ თბილი და ბავშვივით სუფთა ნაწერისთვის!!!
14. მე მაქვს ჩემი ბავშვობის თოჯინა,ჯერ კიდევ ცოცხალი,რამდენის ხელში იყო შვილი და ბოლოს ბარბიმ დამიბეჩავა:D
ისეთი ემოციით ჩავედი ბოლომდე,ლამის ტირილამდე მივედი:) მე მაქვს ჩემი ბავშვობის თოჯინა,ჯერ კიდევ ცოცხალი,რამდენის ხელში იყო შვილი და ბოლოს ბარბიმ დამიბეჩავა:D
ისეთი ემოციით ჩავედი ბოლომდე,ლამის ტირილამდე მივედი:)
13. ნაწერში ბევრი ხარვეზი და ლაფსუსია. ეტყობა იჩქარა ავტორმა, მე ვიტყოდი, საკმაოდ კარგმა ავტორმა. ნაწერში ბევრი ხარვეზი და ლაფსუსია. ეტყობა იჩქარა ავტორმა, მე ვიტყოდი, საკმაოდ კარგმა ავტორმა.
12. ძალიან ძალიან მომეწონა...თბილი და სევდიანია...555 ჩემი სპილო გამახსენდა...მახსოვს პატარა რომ ვიყავი, დიდი სპილო მაჩუქეს...გრძელი ხორთუმი ჰქონდა და პიჯაკი ეცვა...ყველგან თან დავატარებდი.როცა ჩემი ძმა გამაბრაზებდა,სპილოს ხორთუმით დავიჭერდი და მოვუქნევდი ხოლმე...ჩემზე მძიმე იყო სპილო და როგორ ვაფრიალებდი ჰაერში არ მახსოვს :D ახლა ჩემი სპილო დეიდაშვილის მეგობარია :) ძალიან ძალიან მომეწონა...თბილი და სევდიანია...555 ჩემი სპილო გამახსენდა...მახსოვს პატარა რომ ვიყავი, დიდი სპილო მაჩუქეს...გრძელი ხორთუმი ჰქონდა და პიჯაკი ეცვა...ყველგან თან დავატარებდი.როცა ჩემი ძმა გამაბრაზებდა,სპილოს ხორთუმით დავიჭერდი და მოვუქნევდი ხოლმე...ჩემზე მძიმე იყო სპილო და როგორ ვაფრიალებდი ჰაერში არ მახსოვს :D ახლა ჩემი სპილო დეიდაშვილის მეგობარია :)
11. დიდი სიყვარულით მოგიკითხე მეგობარო
5555 დიდი სიყვარულით მოგიკითხე მეგობარო
5555
10. ამისთვის შემოვედი:) ხუთოსანი მინიატურაა. ამისთვის შემოვედი:) ხუთოსანი მინიატურაა.
9. ძალიან კარგია,ია-ია... ჩემი თოჯინა გამახსენდა... ბავშვივით ვუვლიდი... ძილის წინ იმაზე ვნერვიულობდი, ღრმად რომ ჩამეძინება არ გადაიხადოს,შესცივდებათქო, ან რომ გადავბრუნდები, რამე არ ეტკინოსთქო... არ ვიცი რა ასაკიდან შევწყვიტე მასზე მზრუნველობა... მე მგონი ეს ბავშვობაში გამოვლენილი დედობრივი ინსტიქტებია... ალბათ ასეა... :) ახლა ჩემს შვილს ვუყურებ და მეღიმება,როგორ ამოიჩემებს ხოლმე ერთ სათამაშოს, ღამითაც კი ხელში უჭირავს, რომ ეძინება ვართმევ და ბალიშის ქვეშ ვუდებ. დილით ძებნას იწყებს,მერე იპოვის და თვალები უნათდება... ბაღშიც დააქვს...უჯიბო ტანსაცმელი არ უყვარს :) ახლა ეს ამოჩემებული სათამაშო კაპიტანი ლუქია... ადრე ლაპინო იყო,საყვარელი ბაჭია... ერთი პერიოდი ბიჭუნა, რომელსაც პიერო დავარქვით... გაიხარე ია-ია... ძალიან გამათბო ლალი-თოჯინამ.:) ძალიან კარგია,ია-ია... ჩემი თოჯინა გამახსენდა... ბავშვივით ვუვლიდი... ძილის წინ იმაზე ვნერვიულობდი, ღრმად რომ ჩამეძინება არ გადაიხადოს,შესცივდებათქო, ან რომ გადავბრუნდები, რამე არ ეტკინოსთქო... არ ვიცი რა ასაკიდან შევწყვიტე მასზე მზრუნველობა... მე მგონი ეს ბავშვობაში გამოვლენილი დედობრივი ინსტიქტებია... ალბათ ასეა... :) ახლა ჩემს შვილს ვუყურებ და მეღიმება,როგორ ამოიჩემებს ხოლმე ერთ სათამაშოს, ღამითაც კი ხელში უჭირავს, რომ ეძინება ვართმევ და ბალიშის ქვეშ ვუდებ. დილით ძებნას იწყებს,მერე იპოვის და თვალები უნათდება... ბაღშიც დააქვს...უჯიბო ტანსაცმელი არ უყვარს :) ახლა ეს ამოჩემებული სათამაშო კაპიტანი ლუქია... ადრე ლაპინო იყო,საყვარელი ბაჭია... ერთი პერიოდი ბიჭუნა, რომელსაც პიერო დავარქვით... გაიხარე ია-ია... ძალიან გამათბო ლალი-თოჯინამ.:)
8. ჰეჰ... მეც გაამხსენდა რაღაცეები :)
მახსოვს მამამ ისეთი თოჯინა მიყიდა, ჩემს სიმაღლე იყო და ქუჩაში რომ მივდიოდი მასთან ერთად, ბავშვები აღტაცებული მზერით მიყურებდნენ...
მამა ჩემი სურვილების ამსრულებელია... დღემდე :) ჰეჰ... მეც გაამხსენდა რაღაცეები :)
მახსოვს მამამ ისეთი თოჯინა მიყიდა, ჩემს სიმაღლე იყო და ქუჩაში რომ მივდიოდი მასთან ერთად, ბავშვები აღტაცებული მზერით მიყურებდნენ...
მამა ჩემი სურვილების ამსრულებელია... დღემდე :)
7. მეც მომენატრა ია... მშვენიერი ნაწერია!!! გულით ჩაწვდება ადამიანი წარსულს!!! გაიხარე შენა!!! მეც მომენატრა ია... მშვენიერი ნაწერია!!! გულით ჩაწვდება ადამიანი წარსულს!!! გაიხარე შენა!!!
6. ნაღვლიანი წამოვედი დედისგან...გზად თავს ვინუგეშებდი - მე უკვე დიდი ვარ, 18 წლის და უკვე ჩემი ნადვილი გიო -ბაია მყავს... ბავშვობა დასრულდა...
ძალიან მაგარია :) +2 ნაღვლიანი წამოვედი დედისგან...გზად თავს ვინუგეშებდი - მე უკვე დიდი ვარ, 18 წლის და უკვე ჩემი ნადვილი გიო -ბაია მყავს... ბავშვობა დასრულდა...
ძალიან მაგარია :) +2
5. ძალიან კარგია :) გაიხარე !
შესანიშნავი ავტორი!
ძალიან კარგია :) გაიხარე !
შესანიშნავი ავტორი!
4. მეც დავბრუნდი ბავშვობაში! (ჩემს თოჯინას ლია ერქვა, წითელა "ბატონების" დროს მომიტანეს თუ "მომიყვანეს", თითქმის ჩემსიმაღლე იყო. მერე "დაპატარავდა. ახლა ჩემი დიშბილი ვარცხნის და ეტიკტიკება)
ჩვენ კი, ავტორო, ეს ნათელ-ნოსტალგიური ნაწერი არაერთხელ დაგვაბრუნებს ლურჯ ფრინველთან ერთად გაფრენილ ბავშვობაში! მეც დავბრუნდი ბავშვობაში! (ჩემს თოჯინას ლია ერქვა, წითელა "ბატონების" დროს მომიტანეს თუ "მომიყვანეს", თითქმის ჩემსიმაღლე იყო. მერე "დაპატარავდა. ახლა ჩემი დიშბილი ვარცხნის და ეტიკტიკება)
ჩვენ კი, ავტორო, ეს ნათელ-ნოსტალგიური ნაწერი არაერთხელ დაგვაბრუნებს ლურჯ ფრინველთან ერთად გაფრენილ ბავშვობაში!
3. ვაიმე... რა საყვარელი ნაწერია ია-ია... ნოსტალგიურ-სევდიანი. :-* 5555 ვაიმე... რა საყვარელი ნაწერია ია-ია... ნოსტალგიურ-სევდიანი. :-* 5555
2. სწორედ ახლა ვკითხულობდი შენს "ლალი-თოჯინას" და შენმა წერილმაც მომისწრო. ნამდვილად კარგია, წარმოვიდგინე თავის მშვენიერ თოჯინაზე შეყვარებული ასევე მშვენიერი გოგონა. მეც გამახსენდა ბავშვობა, მხოლოდ, რა თქმა უნდა, თოჯინების გარეშე. :) კარგი ხარ, ია-ია, ხშირად დადე ხოლმე ასეთები, "ჩვენ ხომ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ"... სწორედ ახლა ვკითხულობდი შენს "ლალი-თოჯინას" და შენმა წერილმაც მომისწრო. ნამდვილად კარგია, წარმოვიდგინე თავის მშვენიერ თოჯინაზე შეყვარებული ასევე მშვენიერი გოგონა. მეც გამახსენდა ბავშვობა, მხოლოდ, რა თქმა უნდა, თოჯინების გარეშე. :) კარგი ხარ, ია-ია, ხშირად დადე ხოლმე ასეთები, "ჩვენ ხომ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ"...
1. ბავშვობა მომენატრა რაღაც... :( ბავშვობა მომენატრა რაღაც... :(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|