ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცამეტი_13
ჟანრი: პოეზია
13 ივნისი, 2010


მე პოეტი არ ვარ...

მე პოეტი არ ვარ,
წვიმის ერთ წვეთს ვგავარ,
შენში რომ ინთება და ქრება,
შენი სულის ცქერით ტკბება.
მე დემონი არ ვარ
და არც კაენს ვგავარ,
მე ვერ ვხედავ საბაბს,
მიწოდო ბარაბა...
მე არ მწყალობს ბედი,
რომ მიწოდონ ლედი,
მომიხარონ ქედი,
ან მომმართონ "დედი"...
მე აქ ვარ არავინ,
ეს არ არის მთავარი,
უნდა იცოდე ანი-ბანი,
აირჩიო რომელი კიდობანი...
მე პოეტი არ ვარ,
არც ანგელოზს ვგავარ,
უბრალო გოგო ვარ,
და სხვასთან წავალ....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები