| ავტორი: ანუთახ ჟანრი: საბავშვო 15 ივნისი, 2010 |
მსუნაგი
საქათმეში შეასწრო მელაკუდას მურიამ. მელამ თავი იმართლა: თქვენი შველა მწყურია!! ტყეში ყური მოვკარი– ავად არის მამალი, ჰოდა, მოვუცუნცულე უებარი წამალი!! შეუღრინა მურიამ: არ გაგივა ფანდები!! კარგად ვიცი, მსუნაგო, რა ექიმიც ბრძანდები!! * * * ფისოს ჩივილი
განა შეჭმა მინდოდა.. დამახიეს ყურები.. დავიტანჯე თევზების ტყვეობაში ყურებით. ჰოდა, აკვარიუმიც მიტომ დავაპირქვავე. მე ნამდვილი გმირი ვარ! ესენი კი მირტყავენ!!
* * *
კერკეტა და მაგარი თაგვმა ნახა კაკალი. ყვავმა უთხრა:ნიძლავი, ვერ გატეხავ მაგასო, თუნდ ეგ შენი კბილები ათასჯერაც ჩაასო!! ჰოდა, ყლაპა ნერწყვები, როცა მარჯვე თაგუნამ გემრიელი ლებნები მისწინ ჩაახრამუნა!!
* * *
ოქროს დეზებიანი, ამაყი და თამამი შემომჯდარი ღობეზე რაზე ყივის მამალი? იმაზე , რომ გათენდა უკვე კარგა ხანია, შენ კი პირი აქამდე ჯერ არ დაგიბანია!!
* * *
ასე უცებ შეჭამე ბუტერბროდი, ნათია? თუ ჩიტების საკენკად ჩვენს რაფაზე აგდია? კი, ბებვიკო, შევჭამე, ჩავიკვნიტე თითები. მარტო ბოლო ლუკმაზე მოვიხმარე ჩიტები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მაგარი საყვარელი ლექსებია, დიდი სიამოვნებით წავიკითXე და რაც მთავარია არცერთმა არ დამღალა! +5555 :) მაგარი საყვარელი ლექსებია, დიდი სიამოვნებით წავიკითXე და რაც მთავარია არცერთმა არ დამღალა! +5555 :)
7. ძალიან საყვარელი საბავშვოებია!!! 555!
კი, ბებიკო, შევჭამე, ჩავიკვნიტე თითები. მარტო ბოლო ლუკმაზე მოვიხმარე ჩიტები.
ჩემი ბავშვობა გამახსენდა :D და ფაჯრიდან მოსროლილი ბუტერბროდები :D ძალიან საყვარელი საბავშვოებია!!! 555!
კი, ბებიკო, შევჭამე, ჩავიკვნიტე თითები. მარტო ბოლო ლუკმაზე მოვიხმარე ჩიტები.
ჩემი ბავშვობა გამახსენდა :D და ფაჯრიდან მოსროლილი ბუტერბროდები :D
6. ვაიიი. რა საყვარლებიიააა. ალალად მაგრად მომეწონა. სახალისოა :) ვაიიი. რა საყვარლებიიააა. ალალად მაგრად მომეწონა. სახალისოა :)
5. ძალიან კარგია, წამატებებს გისურვებ... ძალიან კარგია, წამატებებს გისურვებ...
4. ამ ლექსებს ჩემი ნაბოლარა კაცუნასთვის ვწერ :)მიხარია, რომ მოგეწონათ, მადლობთ :) ამ ლექსებს ჩემი ნაბოლარა კაცუნასთვის ვწერ :)მიხარია, რომ მოგეწონათ, მადლობთ :)
2. უახ,მართლა მაგრებია ყველაა და ყველას აქვს ბავშვური რაღაც შემორჩენილი. ჰოდა მაგიტომ წავიკითხე დიდი სიამოვნებით :) +2
უახ,მართლა მაგრებია ყველაა და ყველას აქვს ბავშვური რაღაც შემორჩენილი. ჰოდა მაგიტომ წავიკითხე დიდი სიამოვნებით :) +2
1. ყველა ძალიან კარგია :) გამახსენდა ბავშვობა :) +5 ყველა ძალიან კარგია :) გამახსენდა ბავშვობა :) +5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|