ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგიზი
ჟანრი: პოეზია
6 აგვისტო, 2010


*** შენ როგორც ძუ ლომს, დაგყვება სევდა

შენ როგორც ძუ ლომს, დაგყვება სევდა
და ხელის გულზეც გზა დევს მისნური,
რა ვქნა ძვირფასო, მეც შენთან ერთად,
თუ შენს ოცნებებს ვარ შეხიზნული.

რა ვქნა ძვირფასო, თუ ვარ წადილი,
თუ კოცონი ვარ, ჯერ არ მიმცხრალი,
თუ სამუდამოდ შენი სახელით
დამიდაღია გულის ფიცარი.

ნეტავ რად გავხარ ასე გაზაფხულს,
ჩემს ოცნებებში მიმოფანტულო?!
შენა ხარ რაც კი რამ მაბადია
და მაინც გეძებ, მაინც გნატრულობ.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები