ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურსმანი
ჟანრი: პოეზია
20 ივნისი, 2010


  ჩამოტვირთვა

გვირილა - მარიამ

ამ ბოლო დროს დღეები მარტოობად გახშირდნენ,
ჩამოადნათ პირ-სახე ტანზე ცვილის ფიგურებს,
ვცდილობ,ცეცხლი ავანთო ნაცარმიყრილ ნახშირზე.
ჩარჩოები ფანჯრებმა ვეღარაფრით იგუეს.
თითქოს ცაში ღრუბლებმა მოიშორეს მიტკალი,
ვხვდები,მცირე სითბომდეც თუ რაოდენ შორია,
შენ კი დედამიწაზე მუდამ ფესვებს იტკიებ,
გსურს გვირგვინის ფურცლები უსივრცობას შერიო.
მე იმ ჟანგბადს ფილტვებში ვისხამ დაშლილ პეშვებით
უწყვეტად რომ მოჟონავს შენი კიდურებიდან,
ყოფის მყიფე ცრურწმენებს ხშირად ვეღარ ვეშვები,
რა ვქნა,უკან ხანდახან რომ არ ვიყურები და
გადმოსახლდი ახლოსკენ,სურვილი მაქვს ასეთი,
იქნებ შენით,შენსავით სხვა სამყაროს ვეწიო,
თორემ უკვე ყოველი წამის მეათასედი,
თვალში გასამწარებლად ჩავარდნილი ბეწვია.
(მერე,შემიხორცდება ფრთაც და შევხსნი თაბაშირს)
ვიცი,გინდა ფილტვების დახეთქვამდე კივილი,
შენ,ის მზე ხარ მორთული,საპატარძლო კაბაში,
ჩემნაირმა მიწაზე რომ შეარქვა გვირილა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები