 | ავტორი: ემმა ჟანრი: პოეზია 21 ივნისი, 2010 |
ვეღარ მიცანი? ან რას მიცნობდი, რახანია გზაში ვარ ემმა. ჩვენი ბაშვობა მივატოვე და ასკინკილით გამოვიპარე, თან უბე მაქვს სავსე იმ წლებით, გზადაგზა რაც აქამდე ვკრიფე. განა ყველას ტკბილი გემო აქვს, იმ ვაშლებივით მეზობელს რომ ვპარავდით ხიდან, ვილაგებდით უხმოდ კალთებში, გავრბოდით და უჩუმრად ვჭამდით. თითქოს ისე ვინმე გვიშლიდა... გახსოვს? გამოგონილი მყუდრო სახლი, სადაც სუყველას, სამყაროსაც ვემალებოდით, მერე მარტონი ვსაუბრობდით, მანამდე სანამ, არ დაგვიწყებდნენ დიდები ძებნას. ამ თამაშისთვის, რამდენჯერმე კიდეც დაგვსაჯეს. ვინ იფიქრებდა, რომ ოდესმე შევიძულებდით და მარტოობას დავარქმევდით საყვარელ ჩვევას. ძველი კარადა დიდი სარკით, ანცი გოგონა, ამ სარკიდან რომ გვატოლებდა თავის კიკინებს, ან თხლად დაჭორფლილ სახეზე რომ დედის ფანქრებით იმუქებდა პატარა ხალებს, და სულ შურდა რომ პეპისავით არასოდეს ცხოვრობდა მარტო, არ ჰყავდა ცხენი, მაიმუნი და მისი წინდაც, ვერასოდეს იქნებოდა ისეთი გამძლე ჩამოვიტოვე, მეზობლის ბიჭიც, მსუქანი და ენაჭარტალა, გამხდარი ძაღლიც, სიბერისგან მთლად რომ დაბრმავდა, გამხმარი ბაღიც და ბებიის მორყეული ძველი ხის სკამი, ზედ რომ ედგა ხილის კალათა... დაღლილი კი შენთან მოვედი, გადღაბნილი, მკრთალი ჭორფლებით, ჩამოშლილი თმით, გაცვეთილი, ჭრელი წინდებით, თან უბე მაქვს სავსე იმ წლებით, რაც გზადაგზა ვკრიფე, (ზოგს ტკბილი, ზოგს მომწარო, მწკლატე გემო აქვს). ბავშვობიდან ასკინკილით გამოვიპარე, შენ კი მგონი ვეღარ მიცანი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. რა საყვარელიაა:)
რა საყვარელიაა:)
11. ძალიან...ძალიან კარგია... ჰო მეც "ბაშვობა მივატოვე და ასკინკილით გამოვიპარე, თან უბე მაქვს სავსე იმ წლებით," ;(
წარმატებები ძალიან...ძალიან კარგია... ჰო მეც "ბაშვობა მივატოვე და ასკინკილით გამოვიპარე, თან უბე მაქვს სავსე იმ წლებით," ;(
წარმატებები
10. ბავშვობიდან ასკინკილით გამოვიპარე, შენ კი მგონი ვეღარ მიცანი... :) ბავშვობიდან ასკინკილით გამოვიპარე, შენ კი მგონი ვეღარ მიცანი... :)
8. ფრიადიიიიიიი ფრიადიიიიიიი
7. ძალიან მაგარი ლექსია და მაგარი ემ(მ)ოცია მოიტანა!!!
ყოჩაღ ემმა!!! :) ძალიან მაგარი ლექსია და მაგარი ემ(მ)ოცია მოიტანა!!!
ყოჩაღ ემმა!!! :)
6. მაგარი ძალიან... :) როგორ მომნატრებია ემმას ლექსების წაკითხვა :) მაგარი ძალიან... :) როგორ მომნატრებია ემმას ლექსების წაკითხვა :)
5. მაგარია. ძალიან კარგი ადგილებია ( : +2 მაგარია. ძალიან კარგი ადგილებია ( : +2
4. ბავშვობიდან ასკინკილით გამოვიპარე... უსაყვარლესი ლექსია...სითბოთი და სევდით გაჯერებული :) ემმა :-* 555! ბავშვობიდან ასკინკილით გამოვიპარე... უსაყვარლესი ლექსია...სითბოთი და სევდით გაჯერებული :) ემმა :-* 555!
2. ხუთმა ქულამ მოგაკითხა ჩემმა, მშვენიერი ავტორი ხართ ემმა. ხუთმა ქულამ მოგაკითხა ჩემმა, მშვენიერი ავტორი ხართ ემმა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|