ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათუთა
ჟანრი: პოეზია
21 ივნისი, 2010


რასაც იგრძნობ, დაიტოვე მუდამ გულში,
გულის ძგერით ათამაშე სიმარტოვე,
სიყვარული დაიმარხე ისევ გულში,
დაივიწყე, გუშინ მე რომ მიგატოვე.

ოცნებები გადმოშალე მხოლოდ მაშინ,
მე რომ მოვალ, იდუმალი, ერთი წამით,
სველი თმით და გათოშილი მოვალ ღამით,
წვიმის წვეთებს დაუმონავთ ჩემი თავი.

იცი, წვიმა ყველას როგორ ალამაზებს?
წვიმით სველი, შენს წინ მდგომი, ავამაღლებ
შენს სამყაროს, შენს ოცნებას, სულთა ფენას,
შენს სიყვარულს იმსახურებს მხოლოდ ზენა.

ეს შენა ხარ მარტოსული და ობოლი?
ჩემს სიზმრებში სწორედ ასეთს გხედავ მგონი,
მარტოსული სულით,გულით, ტანის თრთოლით,
ჩემ წინ დგახარ სულ სხვაგვარი-დაუმონი.

წვიმა უკვე გუბეში აღარ ეშვება,
მგონი შეწყდა, მას თან გაჰყვა ჩვენი სევდა,
მე მოვალ და დაგიკოცნი სევდის თვალებს,
შენი მკერდის სიმხურვალეს ვიგრძნობ მალე.

წვიმის წვეთი ჩვენს მინას რომ დაეცემა,
ცეცხლის ალიც სწორედ მაშინ აეგზნება,
დრო იქნება საამური, მალაღური,
ცისკრის დარად აჟღერდება სალამური.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები