 | ავტორი: შატილიონი ჟანრი: პოეზია 22 ივნისი, 2010 |
ძღვნად გიომაკაველს
პაპი, სულეთში წასულო, მზის შუქში გადამდნაროვო, ღვთისმშობლის მიწად ქცეულო, ჩემო სისხლო და ძვალოვო, ჩემი სიცოცხლის სათავევ, სიბრძნე- კაცობის წყაროვო. რამდენი ლეწა შენს თავზე საწუთრომ, სავალალომო, სიკვდილისა და გოდების, სისხლის და ცრემლის კალოვო?. გულს ჩამრჩა შენი ურმული, ციხესთან რომ დაგეწია, ვინ იცის, ძველი ტკივილი აქ მერამდენედ გეწვია, და შენი ნისლა ღიღინი ქარს მინდვრად გაუწეწია: აბა, რას გვეტყვი, ციხეო, ნახმლევო და ნატყვიარო, გულს დარჩენილი დარდები იქნება გაგვიზიარო, გაფანტო შავი ღრუბელი სულები გაგვიმზიანო, ჟანგმოდებული მახვილი აგვილეს-აგვიფხიანო!... ამ ცოდვით სავსე სოფელში ცოდვას ვერ დავემალეო ხან აღმა ავყე ამავალს, ხან დაღმა დავექანეო სულ თან დამდევენ დარდები, წყალს გაღმა ვერ გავლალეო!.... დედის და შვილის გამყრელო, მზეო, ნუ დაიბინდები, ანათე დიდხანს ანათე, სანამდე არ მოგვწყინდები, დღეს თუ გლოვისას გვინათებ ხვალ ლხინად ამობრწყინდები!... თუ ძმათ სისხლისად წასულ დას გზას არ უნათებ მთვარეო, უფსკრულმა გშთანთქოს, დაბნელდი, ჯანღ-ღრუბლით დაიფარეო!... დაო, ციხის კარს ხმალდახმალ სისხლის ამღებო ძმებისა, თათრის ხმლით ნასხეპ-ნაკუწო, მტირალო ქვეყნის ბედისა, დედის კალთაზე დაკლულო, სუნთქვავ მამის და დედისა, ნატრობდი, ეგეც აგიხდა, არ ხარ მდურავი ბედისა, ივრის ხეობის პირიმზევ გულს ბაჩლის მიწა გეღირსა. ერისთვის სანთლად დამწვარო, ქალო ხელფარტენიანო, მაგ დამიწებულ ქალობას, იები დასტირიანო, ვის ლხინს მოაკლდი მქალთა მზევ, კისკასო, პირშუქიანო? აყვავდით, მის სულს უკმიეთ, ლელას საფლავის იანო, თქვენსავით ქალკუპრი იყო, თქვენსავით სახემზიანი, თუ სიტურფეში მას ჰგავხართ, სახელშიც შევეზიაროთ! .................................................. ამ ცოდვით სავსე სოფელში ცოდვას ვერ დავემალეო ხან აღმა ავყე ამავალს, ხან დაღმა დავექანეო სულ თან დამდევენ დარდები, წყალს გაღმა ვერ გავლალეო!....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. კიდევ ერთხელ მოვაკითხე ამას :):):) მიხარის მე ეს :) კიდევ ერთხელ მოვაკითხე ამას :):):) მიხარის მე ეს :)
25. ძალიან მომეწონა,მიყვარს ასეთი გულიანი პოეზია+777 ძალიან მომეწონა,მიყვარს ასეთი გულიანი პოეზია+777
24. ძალიან კარგია:) ძალიან კარგია:)
23. მამა ზეციერმა დაგლოცოთ, პაპაჩემი გამახსენდა, სიბრძნე- კაცობის წყარო იყო პაპაჩემი... ცრემლი მომადგა, ალბათ იმიტომ რომ გონაშვილის ურმულის თანხლებით წავიკითხე... გთხოვთ, დაადეთ გონაშვილის ურმული ... მამა ზეციერმა დაგლოცოთ, პაპაჩემი გამახსენდა, სიბრძნე- კაცობის წყარო იყო პაპაჩემი... ცრემლი მომადგა, ალბათ იმიტომ რომ გონაშვილის ურმულის თანხლებით წავიკითხე... გთხოვთ, დაადეთ გონაშვილის ურმული ...
21. ერისთვის სანთლად დამწვარო, ქალო ხელფარტენიანო, მაგ დამიწებულ ქალობას, იები დასტირიანო, ვის ლხინს მოაკლდი მქალთა მზევ, კისკასო, პირშუქიანო?
კარგი ხარ, შატილიონო! მიხარია, რომ გაგიცანი! 5 ერისთვის სანთლად დამწვარო, ქალო ხელფარტენიანო, მაგ დამიწებულ ქალობას, იები დასტირიანო, ვის ლხინს მოაკლდი მქალთა მზევ, კისკასო, პირშუქიანო?
კარგი ხარ, შატილიონო! მიხარია, რომ გაგიცანი! 5
19. მაგარი ხართ თქვეენ, ძალიან მაგარი ... !
მაგარი ხართ თქვეენ, ძალიან მაგარი ... !
18. დღეს თუ გლოვისას გვინათებ ხვალ ლხინად ამობრწყინდები!... მშვენიერია +2 დღეს თუ გლოვისას გვინათებ ხვალ ლხინად ამობრწყინდები!... მშვენიერია +2
17. ვეთანხმები დაისს.
ვეთანხმები დაისს.
16. კარგია ძალიან...555
ვინ იცის, ძველი ტკივილი აქ მერამდენედ გეწვია, და შენი ნისლა ღიღინი ქარს მინდვრად გაუწეწია: ნისლა ღირინი....:-* კარგია ძალიან...555
ვინ იცის, ძველი ტკივილი აქ მერამდენედ გეწვია, და შენი ნისლა ღიღინი ქარს მინდვრად გაუწეწია: ნისლა ღირინი....:-*
15. ალბათ, ადრესატს აქვს საფუძველი იმაყაოს ამანიარი მიძღვნით. დაისი. 2010-06-22 10:53:18
რ ა თ ქ მ ა უ ნ დ ა აქვს... და ძალიანაც ამაყობს, ლექსითაც და მისი ავტორითაც ... :) ალბათ, ადრესატს აქვს საფუძველი იმაყაოს ამანიარი მიძღვნით. დაისი. 2010-06-22 10:53:18
რ ა თ ქ მ ა უ ნ დ ა აქვს... და ძალიანაც ამაყობს, ლექსითაც და მისი ავტორითაც ... :)
14. კარგია :*:*:*:*:*:*:*(ორივეს:D) კარგია :*:*:*:*:*:*:*(ორივეს:D)
13. აი მიძღვნა!!! დატრიალდა სულში!!! გაიხარე შენა!!! აი მიძღვნა!!! დატრიალდა სულში!!! გაიხარე შენა!!!
12. უჰ, რა ძარღვიანი რამეა!!! უჰ, რა ძარღვიანი რამეა!!!
11. სულს უხარია ქართული...! დღეგრძელდი ძმაო! სულს უხარია ქართული...! დღეგრძელდი ძმაო!
9. კარგი ლექსია
+5 კარგი ლექსია
+5
8. უმაგრესიააააააა ელდარრრრ555555555 უმაგრესიააააააა ელდარრრრ555555555
7. ამ ცოდვით სავსე სოფელში ცოდვას ვერ დავემალეო ხან აღმა ავყე ამავალს, ხან დაღმა დავექანეო სულ თან დამდევენ დარდები, წყალს გაღმა ვერ გავლალეო!....
ალბათ, ადრესატს აქვს საფუძველი იმაყაოს ამანიარი მიძღვნით. ამ ცოდვით სავსე სოფელში ცოდვას ვერ დავემალეო ხან აღმა ავყე ამავალს, ხან დაღმა დავექანეო სულ თან დამდევენ დარდები, წყალს გაღმა ვერ გავლალეო!....
ალბათ, ადრესატს აქვს საფუძველი იმაყაოს ამანიარი მიძღვნით.
6. ვაახ! ეს რა ძვირფასი ძღვენი მიუღია გიომაკვაკელს?!!!! უფ! ეს რა იყოო?!!! დამაჟუილააა!!! საქართველოს სიყვარულის ჟინით რომ აგავსებს ისეთი ლექსია!!! ბარვო! ვაახ! ეს რა ძვირფასი ძღვენი მიუღია გიომაკვაკელს?!!!! უფ! ეს რა იყოო?!!! დამაჟუილააა!!! საქართველოს სიყვარულის ჟინით რომ აგავსებს ისეთი ლექსია!!! ბარვო!
5. ძია ელდააააარ!!!! ეს რა მასიამოვნეთ თქვენ არ იცით რააა,,,, შემოგევლეთ........ მაააგარია!!!
555555 ძია ელდააააარ!!!! ეს რა მასიამოვნეთ თქვენ არ იცით რააა,,,, შემოგევლეთ........ მაააგარია!!!
555555
3. გაიხარე შატილიონო! გაიხარე შატილიონო!
2. აბა, რას გვეტყვი, ციხეო, ნახმლევო და ნატყვიარო, გულს დარჩენილი დარდები იქნება გაგვიზიარო, გაფანტო შავი ღრუბელი სულები გაგვიმზიანო,
კარგადაა ჩვენი "ნახმლევი" და "ნატყვიარი" წარსული გაცოცხლებული!
ივრის ხეობის პირიმზევ გულს ბაჩლის მიწა გეღირსა. ერისთვის სანთლად დამწვარო, ქალო ხელფარტენიანო, მაგ დამიწებულ ქალობას, იები დასტირიანო,
კარგი ლექსია! ქართულ სულს რომ კიდევ ერთხელ გაგრძნობინებს! (თუ არ მიწყენ - ლექსის პირველ სტრიქონებში - ძვალოვო, წყაროვო... ეგებ, ვ ამოგეღო, ვფიქრობ, უფრო სწორი ფორმა იქნება). წარმატებები! აბა, რას გვეტყვი, ციხეო, ნახმლევო და ნატყვიარო, გულს დარჩენილი დარდები იქნება გაგვიზიარო, გაფანტო შავი ღრუბელი სულები გაგვიმზიანო,
კარგადაა ჩვენი "ნახმლევი" და "ნატყვიარი" წარსული გაცოცხლებული!
ივრის ხეობის პირიმზევ გულს ბაჩლის მიწა გეღირსა. ერისთვის სანთლად დამწვარო, ქალო ხელფარტენიანო, მაგ დამიწებულ ქალობას, იები დასტირიანო,
კარგი ლექსია! ქართულ სულს რომ კიდევ ერთხელ გაგრძნობინებს! (თუ არ მიწყენ - ლექსის პირველ სტრიქონებში - ძვალოვო, წყაროვო... ეგებ, ვ ამოგეღო, ვფიქრობ, უფრო სწორი ფორმა იქნება). წარმატებები!
1. საოცარზედ საოცარი ლექსია, თანამედროვე პოეზიის ნამდვილი მარგალიტია, შატილიონო! გაიხარეთ!
წარმომიდგენია გიომაკაველიც როგორ გაიხარებს! ღმერთმა დაგლოცოთ!!!
საოცარზედ საოცარი ლექსია, თანამედროვე პოეზიის ნამდვილი მარგალიტია, შატილიონო! გაიხარეთ!
წარმომიდგენია გიომაკაველიც როგორ გაიხარებს! ღმერთმა დაგლოცოთ!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|