ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიჭვი
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2010


სამოთხეში ნეტარება

არემარე ლურჯი მთებით, წითელი მზით შენაფერი
ზენაარსის შექმნილია,  ცად და მიწად ყველაფერი.
იქსოვება შეუპოვრად, სიმინდებში ქარით წმინდა
უფლის ფრაზა "გააკეთეთ ჩემო შვილნო ის რაც გინდათ"
მან ხომ ნება მოგვანიჭა, ზოგჯერ ტკბილი ზოგჯერ მწარე,
ის ვინც აქ ვერ გაიხარა სამოთხეში გაიხარებს.
სამოთხეში ნეტარებით , იფურჩქნება თეთერი ბაღი
ყველამ უწყის მთავარია, მხოლოდ სული გქონდს საღი.
დამიჯერეთ მეც და წიგნსაც, უფლის გზაზე ვინც კი კვდება
სამოთხეში ზენაარსთან, ეღირსება ნეტარება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები