| ავტორი: კესო ჟანრი: პოეზია 16 აპრილი, 2008 |
მზე ხატავს სახლის ფერად რიკულებს, საღმოვდება, დედდება ბინდი, ზღვის კენჭებივით გამორიყულებს აქა-იქ მბჟუტავ ნათურებს ვითვლი. პატარა კაფე, მყუდრო. ინტიმი. ნაცნობი ფილმის შავ-თეთრ კადრებად შემოდის ძველი ქალაქის რიტმი შუშაბანდებად, ბრებად, საყდრებად. მზე ჰორიზონტზე შინდისფრად დნება ვაყოლებ მზერას სხივებს_სტრიქონებს ფიქრის რიტმული სწრაფი დინება წაშლის და ისევ გამოიგონებს სიტყვებს, სახელებს, უცნობს თუ ნაცნობს, გადმოაბრუნებს ხსოვნის ყულაბას, დრო ონავარი ბავშვივით ანცობს და ყველა ამბავს კიდეს ულამბავს, თავის ჭკუაზე გამოჭრის თარგებს, წარსულ ფერებით შექმნის ვიტრაჟებს, გადამავიწყებს წლებსა და ხარჯებს, გააასმაგებს გრძნობის ტირაჟებს, თითქოს ბებიის ნაქონ თითისტარს ისევ ახლიდან დაატრიალებს გადაკაწრული ძველი ფირფიტა_ დრო_ მოგონების ფირებს მტვრიანებს, ნანახ სიზმრებში მამოგზაურებს უკვე ნათქვამი სიტყვების ტევრში, წლებსა და მანძილს აურ-დაურევს და ალბათ, მაინც ვერაფერს შევცვლი., ისევ გავწირავ ბავშვურ ოცნებებს, როგორც ბრძოლაში წასულ მეომრებს, გზაზე შემთხვევით ჩადენილ ცოდვებს, წავშლი და ისევ გავიმეორებ. გადაჭრის ქუჩას ზმორებით კატა, შავი კუდივით მოყვება ღამე, სახლის რიკულებს მზე აღარ ხატავს, კატის თვალებით ქუჩა მიყურებს, ჩააქრეთ ჩქარა, ნაღველს მაპარებს ცაზე ვარსკვლავი და მარტიც მარტობს, ზუსტად თორმეტზე, როგორც ზღპარში დაკარგავს ჩრდილი საკუთარ პატრონს და მარტოდმარტო მერე დილამდე გრძნობით დამუხტულს ვეძებ იონებს, სადღაც წარსულს და მომავალს შორის გამავალ უცნობ მერიდიანზე ვიპოვი ჩრდილს და საკუთარ თავსაც ისევ ახლიდან გამოვიგონებ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. "გზაზე შემთხვევით ჩადენილ ცოდვებს, წავშლი და ისევ გავიმეორებ. გადაჭრის ქუჩას ზმორებით კატა, შავი კუდივით მოყვება ღამე, სახლის რიკულებს მზე აღარ ხატავს, კატის თვალებით ქუჩა მიყურებს"
რა კარგი ლექსებიიი,ვიზოგავ და ვტკბები... :) "გზაზე შემთხვევით ჩადენილ ცოდვებს, წავშლი და ისევ გავიმეორებ. გადაჭრის ქუჩას ზმორებით კატა, შავი კუდივით მოყვება ღამე, სახლის რიკულებს მზე აღარ ხატავს, კატის თვალებით ქუჩა მიყურებს"
რა კარგი ლექსებიიი,ვიზოგავ და ვტკბები... :)
27. ისევ გავწირავ ბავშვურ ოცნებებს, როგორც ბრძოლაში წასულ მეომრებს, გზაზე შემთხვევით ჩადენილ ცოდვებს, წავშლი და ისევ გავიმეორებ.
დღეს რატომღაც შენი პოეზიის დღე მაქვს,ყველა ლექსს ჩამოვუარე, ძალიან მომწონს,ხშირად უნდა გავაკეტო ხოლმე ეს. :) ისევ გავწირავ ბავშვურ ოცნებებს, როგორც ბრძოლაში წასულ მეომრებს, გზაზე შემთხვევით ჩადენილ ცოდვებს, წავშლი და ისევ გავიმეორებ.
დღეს რატომღაც შენი პოეზიის დღე მაქვს,ყველა ლექსს ჩამოვუარე, ძალიან მომწონს,ხშირად უნდა გავაკეტო ხოლმე ეს. :)
24. დღეს შენი ლექსების განწყობა მაქვს...:) დღეს შენი ლექსების განწყობა მაქვს...:)
21. საოცარრითმიანრიტმიანი ლექსი... ;;) 5
კესო, მომენატრა შენები :) საოცარრითმიანრიტმიანი ლექსი... ;;) 5
კესო, მომენატრა შენები :)
19. აქა-იქ მბჟუტავ ნათურებს ვითვლი. ეს მახსოვს :) აქა-იქ მბჟუტავ ნათურებს ვითვლი. ეს მახსოვს :)
18. მეც მომეწონა ესლექსი 5 ჩემგან.. მეც მომეწონა ესლექსი 5 ჩემგან..
17. მეგონა,ბევრი ლექსები დამხვდებოდა შენს გვერდზე და... :( "და ალბათ, მაინც ვერაფერს შევცვლი..." :) მეგონა,ბევრი ლექსები დამხვდებოდა შენს გვერდზე და... :( "და ალბათ, მაინც ვერაფერს შევცვლი..." :)
16. კარგი ლექსია. კარგი ლექსია.
15. ...''ნაცნობი ფილმის შავ-თეთრ კადრებად შემოდის ძველი ქალაქის რიტმი შუშაბანდებად, ბრებად, საყდრებად''...
ძალიან მომეწონა! 5 :) ...``ნაცნობი ფილმის შავ-თეთრ კადრებად შემოდის ძველი ქალაქის რიტმი შუშაბანდებად, ბრებად, საყდრებად``...
ძალიან მომეწონა! 5 :)
14. თითქოს ბებიის ნაქონ თითისტარს ისევ ახლიდან დაატრიალებს გადაკაწრული ძველი ფირფიტა_ დრო_ მოგონების ფირებს მტვრიანებს....
ვიპოვი ჩრდილს და საკუთარ თავსაც ისევ ახლიდან გამოვიგონებ.
მომეწონა! 5 თითქოს ბებიის ნაქონ თითისტარს ისევ ახლიდან დაატრიალებს გადაკაწრული ძველი ფირფიტა_ დრო_ მოგონების ფირებს მტვრიანებს....
ვიპოვი ჩრდილს და საკუთარ თავსაც ისევ ახლიდან გამოვიგონებ.
მომეწონა! 5
13. დღეს რა ლამაზი იყავი,კესო,მშვენიერი დღეს რა ლამაზი იყავი,კესო,მშვენიერი
12. აი ეს კარგია:) ზღვის კენჭებივით გამორიყულებს აქა-იქ მბჟუტავ ნათურებს ვითვლი. და მთლიანად კარგი ლექსია აი ეს კარგია:) ზღვის კენჭებივით გამორიყულებს აქა-იქ მბჟუტავ ნათურებს ვითვლი. და მთლიანად კარგი ლექსია
11. ლამაზად იკითხება. 5 ლამაზად იკითხება. 5
10. გააასმაგებს გრძნობის ტირაჟებს - ვა, კაი რამეა...+5 გააასმაგებს გრძნობის ტირაჟებს - ვა, კაი რამეა...+5
9. კარგია მერე წავიკითხავ კიდევ კარგია მერე წავიკითხავ კიდევ
8. მეც ზალიან მომწონს მეც ზალიან მომწონს
7. აჰა, კესარია, ხომ განთავსდა ;) მიყვარხარ ლექსებიანად :) გელოდები კოლმეურნეობაზე, არ დამაყენო ახლა წვიმაში :)))) აჰა, კესარია, ხომ განთავსდა ;) მიყვარხარ ლექსებიანად :) გელოდები კოლმეურნეობაზე, არ დამაყენო ახლა წვიმაში :))))
6. ძალიან, ძალიან კარგი:) 5 ძალიან, ძალიან კარგი:) 5
5. მზე ჰორიზონტზე შინდისფრად დნება ვაყოლებ მზერას სხივებს_სტრიქონებს ფიქრის რიტმული სწრაფი დინება წაშლის და ისევ გამოიგონებს სიტყვებს, სახელებს, უცნობს თუ ნაცნობს, გადმოაბრუნებს ხსოვნის ყულაბას, დრო ონავარი ბავშვივით ანცობს და ყველა ამბავს კიდეს ულამბავს, თავის ჭკუაზე გამოჭრის თარგებს, წარსულ ფერებით შექმნის ვიტრაჟებს, გადამავიწყებს წლებსა და ხარჯებს, გააასმაგებს გრძნობის ტირაჟებს,
იდეალური...
:)
(5) მზე ჰორიზონტზე შინდისფრად დნება ვაყოლებ მზერას სხივებს_სტრიქონებს ფიქრის რიტმული სწრაფი დინება წაშლის და ისევ გამოიგონებს სიტყვებს, სახელებს, უცნობს თუ ნაცნობს, გადმოაბრუნებს ხსოვნის ყულაბას, დრო ონავარი ბავშვივით ანცობს და ყველა ამბავს კიდეს ულამბავს, თავის ჭკუაზე გამოჭრის თარგებს, წარსულ ფერებით შექმნის ვიტრაჟებს, გადამავიწყებს წლებსა და ხარჯებს, გააასმაგებს გრძნობის ტირაჟებს,
იდეალური...
:)
(5)
4. ჩემი ფრიადი რა იქნა? ჩემი ფრიადი რა იქნა?
3. ეს ვინ მოსულა :)
ძალიან კარგო, ძალიან გულიანო...
გზაზე შემთხვევით ჩადენილ ცოდვებს, წავშლი და ისევ გავიმეორებ
როგორ მიყვარს ეს ფრაზა... შენც...
ეს ვინ მოსულა :)
ძალიან კარგო, ძალიან გულიანო...
გზაზე შემთხვევით ჩადენილ ცოდვებს, წავშლი და ისევ გავიმეორებ
როგორ მიყვარს ეს ფრაზა... შენც...
2. გამარჯობა! ლექსებლამაზო:) გამარჯობა! ლექსებლამაზო:)
1. ვიპოვი ჩრდილს და საკუთარ თავსაც ისევ ახლიდან გამოვიგონებ.
კესო მოსულაოოო :) ვიპოვი ჩრდილს და საკუთარ თავსაც ისევ ახლიდან გამოვიგონებ.
კესო მოსულაოოო :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|