 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 14 ივლისი, 2008 |
შენ გამოგყვები, შენს ღიმილს და შენს აღტაცებას, სურს ლერჯი მთები და მინდვრები გადამატაროს, მაგ შავ თვალებში ცისარტყელა ჩაიხატება, ჩემო ოცნებავ, ჩემო ცხადო, ჩემო ზღაპარო...
ჩემო პატარავ, ჩემო შვილო შენი მხილველი, მძიმე ტვირთივით მივაცილებ დარდს და სიბერეს, ლაჟვარდებისკენ გამიძღვები,როგორც ფრინველი, როგორც მნათობი, როგორც სითბო,როგორც სიკეთე...
ჩემო ლამაზო, ცელქო გოგო ჩემი დღეები, შენზე ოცნების სიმღერაში გათენდებიან და შენს ძებნაში უცნაური უფლისწულები ყალყზე შემდგარი რაშებივით გახელდებიან...
ვერ შემაჩერებს ცივი ყინვა ქარის შოლტებით, მწვერვალებამდე მიგყვებიან ჩემი თვალები, მერე კი ჩუმად, უხმაუროდ ჩამოგშორდები და იქვე სადმე პატარა ბორცვს მივეფარები...
ისევ ნათიას
ჩემს ფესვებზე აღმოცენდი კვირტივით, სამშობლოს მზე დაგნათოდა შვიდფერა, შენს პატარა ხელებს დავაკვირდები, როგორც ხეში დაგუბებულ სიმღერას...
ჩვენ ორივე საქართველოს ვჭირდებით, მას ვეკუთვნით ტერფამდე და ჩრდილამდე, შენს ანთებულ თვალებს დავაკვირდები სამშობლოსთვის მოგიზგიზე ჩირაღდნებს...
და თუ ვეღარ გაგიმართლე იმედი, წამაქცია წუთისოფლის სიმკაცრემ, წამომართულ შენს მხრებს დავებჯინები, როგორც ქარში ნაგებ ციხესიმაგრეს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. "ვერ შემაჩერებს ცივი ყინვა ქარის შოლტებით, მწვერვალებამდე მიგყვებიან ჩემი თვალები, მერე კი ჩუმად, უხმაუროდ ჩამოგშორდები და იქვე სადმე პატარა ბორცვს მივეფარები... " + + + და თუ ვეღარ გაგიმართლე იმედი, წამაქცია წუთისოფლის სიმკაცრემ, წამომართულ შენს მხრებს დავებჯინები, როგორც ქარში ნაგებ ციხესიმაგრეს...
+ + + შესანიშნავი ! ! ! "ვერ შემაჩერებს ცივი ყინვა ქარის შოლტებით, მწვერვალებამდე მიგყვებიან ჩემი თვალები, მერე კი ჩუმად, უხმაუროდ ჩამოგშორდები და იქვე სადმე პატარა ბორცვს მივეფარები... " + + + და თუ ვეღარ გაგიმართლე იმედი, წამაქცია წუთისოფლის სიმკაცრემ, წამომართულ შენს მხრებს დავებჯინები, როგორც ქარში ნაგებ ციხესიმაგრეს...
+ + + შესანიშნავი ! ! !
17. ვაააა რა კარგია ...............
ულაპარაკოდ 5+5 ................ ვაააა რა კარგია ...............
ულაპარაკოდ 5+5 ................
16. ბრავოოოო!! დიდებულია!! მე სამი ქალიშვილი მყავს და ვაბოდებ მათზე!! ღმერთმა გაგიზარდოთ ნათია მზეგრძელი, გონიერი, ჯიშ–ჯილაგისა და ერის სასახელო მანდილოსანი!! ჩემი+2+ოვაციები წარმატებები ბრავოოოო!! დიდებულია!! მე სამი ქალიშვილი მყავს და ვაბოდებ მათზე!! ღმერთმა გაგიზარდოთ ნათია მზეგრძელი, გონიერი, ჯიშ–ჯილაგისა და ერის სასახელო მანდილოსანი!! ჩემი+2+ოვაციები წარმატებები
15. მერე კი ჩუმად, უხმაუროდ ჩამოგშორდები და იქვე სადმე პატარა ბორცვს მივეფარები...
წამომართულ შენს მხრებს დავებჯინები, როგორც ქარში ნაგებ ციხესიმაგრეს...
* * *
გული გამითბა მზრუნველი სიყვარულისგან ....
ჩემი +2 და გულწრფელი მოწონება ორივე ლექს
მერე კი ჩუმად, უხმაუროდ ჩამოგშორდები და იქვე სადმე პატარა ბორცვს მივეფარები...
წამომართულ შენს მხრებს დავებჯინები, როგორც ქარში ნაგებ ციხესიმაგრეს...
* * *
გული გამითბა მზრუნველი სიყვარულისგან ....
ჩემი +2 და გულწრფელი მოწონება ორივე ლექს
14. აიიუმაგრესიაა:)) აიიუმაგრესიაა:))
12. დიდი სითბო და ძალიან ლამაზი ლექსებია! დიდი სითბო და ძალიან ლამაზი ლექსებია!
11. შენს პატარა ხელებს დავაკვირდები, როგორც ხეში დაგუბებულ სიმღერას... :) რა კარგიააა შენს პატარა ხელებს დავაკვირდები, როგორც ხეში დაგუბებულ სიმღერას... :) რა კარგიააა
8. თბილია...:) თბილია...:)
6. "მერე კი ჩუმად, უხმაუროდ ჩამოგშორდები და იქვე სადმე პატარა ბორცვს მივეფარები... "
ტკივილამდე ლამაზი! ულამაზესი ლექსებია! ვამაყობ, რომ გიცნობ, თუ გაგიცნობ!... 10 (5+5) "მერე კი ჩუმად, უხმაუროდ ჩამოგშორდები და იქვე სადმე პატარა ბორცვს მივეფარები... "
ტკივილამდე ლამაზი! ულამაზესი ლექსებია! ვამაყობ, რომ გიცნობ, თუ გაგიცნობ!... 10 (5+5)
5. პირველი ლექსი ძალიან მომეწონა. როგორ იამაყებს ნათია შენით! პირველი ლექსი ძალიან მომეწონა. როგორ იამაყებს ნათია შენით!
4. ტკბილი... :) ტკბილი... :)
3. ორივე ძალიან კარგია უალალესი 5-იანი
"მერე კი ჩუმად, უხმაუროდ ჩამოგშორდები და იქვე სადმე პატარა ბორცვს მივეფარები... "
ეს საშინლად კარგია. ანუ მძიმეა მაგრად უმაგრესად მიგნებულია.
ეს ის შემთხვევაა როცა ოროვეს გამართული 5 ეკუთვნის და ამდენად საშუალოც 5 გამოდის, მაგრამ გთხოვთ სათითაოდ დადეთ ხოლმე. მე კაი, ორივე მომეწონა, და სხვას იქნებ ერთი მოწონს და მეორე არა ? გთხოვთ თუ შეიძლება. ორივე ძალიან კარგია უალალესი 5-იანი
"მერე კი ჩუმად, უხმაუროდ ჩამოგშორდები და იქვე სადმე პატარა ბორცვს მივეფარები... "
ეს საშინლად კარგია. ანუ მძიმეა მაგრად უმაგრესად მიგნებულია.
ეს ის შემთხვევაა როცა ოროვეს გამართული 5 ეკუთვნის და ამდენად საშუალოც 5 გამოდის, მაგრამ გთხოვთ სათითაოდ დადეთ ხოლმე. მე კაი, ორივე მომეწონა, და სხვას იქნებ ერთი მოწონს და მეორე არა ? გთხოვთ თუ შეიძლება.
2. ძალიან თბილი, და არ ვიცი რა ვთქვა...მოკლედ 5 ულაპარაკოდ:) ძალიან თბილი, და არ ვიცი რა ვთქვა...მოკლედ 5 ულაპარაკოდ:)
1. არაჩვეულებრივიიიიიიიი :) არაჩვეულებრივიიიიიიიი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|